Friday, 4 August 2017

კარგი ბიჭი


სიტყვა „ტოლერანტობა“ ნიკომ ტელევიზორიდან გაიგო. 

მისი ზუსტი განმარტება არ იცის, მაგრამ თვითონ, პრინციპში, საკმაოდ ტოლერანტული ბიჭია. 

მაგალითად, გეების ეშინია, მაგრამ არასოდეს არ ლანძღავს და არ გამოხატავს მათ მიმართ აგრესიას

ნიკო მათ უბრალოდ "არ ამჩნევს". 

ასეთივე ტოლერანტულია მეძავების მიმართაც. 

მათ ამჩნევს და
 მეგობრობს კიდევაც. 

მარტო ტოლერანტული კი არა, ჯენტლმენიც არის ზოგჯერ. 

ერთხელ მაგალითად, სექსის შემდეგ მეძავმა ფული არ გამოართვა და მოკრძალებულად უთხრა: „იცი, დედა სულ მეუბნება ბოზობას თავი დაანებე და კარგ კაცზე გათხოვდიო, აი მაგალითად შენნაირ კაცზეო“. 

„ვახ ჩემი ბედი მოვტყან“ - ყბა ჩაუვარდა ნიკოს, მაგრამ მეძავს არაფერი უპასუხა.

წელს ფინანსური პრობლემები აქვს ნიკოს. ხარისხიან ბოზებზე ფული არ ჰყოფნის და დროებით ბანძ ნაშებში მოძრაობს.

გრძელცხვირიანი მაკუნაც ფეისბუქით გაიცნო.

მაკუნა თელავიდან არის და თბილისში სწავლობს, მომავალში "ბიზნეს-ლედი" უნდა გახდეს! 

მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული მხოლოდ ქირის გადასახდელად ჰყოფნის, გართობის ხარჯებზე კი თვითონ მუშაობს. 

ნუ, მუშაობს რა? უდიპლომო და თავქარიანი სტუდენტი ვის რომელ სამსახურში სჭირდება? 

მაღაზიაში გამყიდველობა მოსაწყენია, ბარებში კოქტეილების გამსაღებელ გოგოდ კი არ მიიღეს, გრძელი კეხიანი ცხვირი ბარის კლიენტებისთვის ცუდი მოტივატორიაო გამოუცხადეს. 

რა რთულია ეს ცხოვრება
!

ბევრი ხეტიალის შემდეგ, ბედის წყალობით, შეხვდა ეს მაკუნა ჩვენს კეთილ ნიკუშას. 

ფბ-ზე გაცნობის მეორე დღეს „რომანტიკულ“ პაემანზე - „მშიაო“-მაკუნამ და ნიკომაც თაღლაურაში შეიყვანა. 15 ხინკალს სანამ ჩაცეცხლავდა, მოკრძალებული გოგოშკა იყო მაკუნა. 

ცივი ყავის შემდეგ კი, "დასასვენებლად წასასვლელი ფული არ მაქვსო" - წუწუნი დაიწყო. 

რა უსამართლობაა! აგერ ზოგი ამერიკიდან, ზოგი ბარსელონიდან, ზოგი იტალიიდან პოსტავს შვებულების ფოტოებს, მაკუნას კი, სამამულო ზღვაზე წასვლის ფულიც არ აქვს. არადა ვისზეა ნაკლები? მერე რა, რომ ცხვირის ოპერაციაზე ჯერ ვერ შეაგროვა ფული!

ნიკოს გეგმებში მხოლოდ ერთჯერადი სექსი იყო და არა ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, თანაც შვებულებაც აგვისტოს ბოლოს უწევდა და რომც ნდომოდა მაინც ვერ წავიდოდა. უარსაც ვერ ეუბნებოდა გოგოს და ყოყმანობდა.

ძალიან ეცოდებოდა მაკუნა: „რა ჰქნას საწყალმა გოგომ, სხვა რა გზა აქვს, ქირის ფულს ძლივს იხდის და ალბათ ვერც იკვებებაო კარგად. 

სხვათაშორის ძალიან გამხდარიაო“ - ამბობდა ნიკო გულის ტკივილით.

"კაი, რაღაცას მოვიფიქრებთო" - უთხრა მაკუნას.

თაღლაურას "რომანტიკული საღამოს" მერე მეორე დღეს მთელი დღე ვეღარ ურეკავდა მაკუნას, იმიტომ რომ ზღვაზე წასვლაზე უარს ვერ ეუბნებოდა. 

როცა მაკუნამ თვითონ დაურეკა, უთხრა „ბიკინების ფულს მოგცემო“. 

მისცა კიდევაც და ასე მოიშორა თავიდან.

შინ დაბრუნებისას, მთელი გზა ფიქრობდა, რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რას გვიშვრება ეს მთავრობა და როგორი ცოდოა ეს მაკუნა!

და რა კეთილი ადამიანია თვითონ, რომ სხვა თუ არაფერი, თაღლაურაში კარგად დააპურა მაინც საწყალი გაჭირვებული გოგო! (და ბიკინებიც უყიდა..).

პ.ს. ეს ნამდვილი ისტორიაა და ნიკოც არსებობს <3



No comments:

Post a Comment