"აუუუ, რა დროს შენი დიეტა და დეტოქსია, როცა მსოფლიოში ასეთი ამბები და უბედურებები ხდება რა!".
უბედურებები სამწუხაროდ, ყველგან და ყოველთვის ხდება და კონკრეტულად რომელს გულისხმობდა არ ვიცი. ალბათ ტყის ხანძრებს, სახლებში გაზის გაჟონვებს, აფეთქებებს, ვირუსულ ეპიდემიას ან ომებს: სირიას, მიანმარს, აფრიკაში შიმშილისგან მომაკვდავ ბავშვებს, ტერორიზმს და კიდევ რამდენი უბედურებაა ვინ ჩამოთვლის..
ერთის მხრივ კარგია პლანეტის ასეთი გულისხმიერი, მგრძნობიარე მოქალაქე რომ ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიგაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ამ უსამართლობის და უბედურების მისატირებლად მთელი ცხოვრება არ გეყოფა და რა უნდა ქნა?
მაშინ სიხარულის და ბედნიერებისთვის ერთი წამიც არ დაგრჩება და იტირე მთელი ცხოვრება. ცხოვრებას ოფიციალურად ჯოჯოხეთი დავარქვათ და იეღოველების ბროშურების ფერად სურათებზე ასახულ ჯადოსნურ დროს დაველოდოთ, "როცა ტანჯვა აღარ იქნება". ან რეინკარნაციას "და შემდეგ დაბადებას" დაველოდოთ, სადაც უფრო მდიდრები და ბედნიერები ვიქნებით სხვა სამყაროში, სადაც კიმ კარდაშიანი ან პერის ჰილტონი თავის პოპულარულ დებთან ერთად დანგრეულ სირიაში იცხოვრებენ, უბედური სირიელი ლტოლვილი გოგო კი, დედოფალი რანია იქნება.
რას იზამ, ჩვენთვის გაუგებარი კანონზომიერება აქვს ამ პლანეტას: ზოგი ადამიანი ცივილიზებულ ქვეყანაში იბადება და ცხოვრებით ტკბება, ზოგი კი, ისეთ ქვეყანაში იბადება, სადაც სულ ომი და ხალხებს შორის კონფლიქტებია, იქ სადაც აქლემებს და ვირებს ქალებად, ქალებს კი, ცხოველებად თვლიან.
ზოგი აფრიკაში შიმშილისგან იხოცება, ზოგი ევროპაში მილიარდერია, ზოგი აზიაში ოქროს უნიტაზზე ჯდება და უსაქმურობისგან პიკასოს აჯღა-ბუჯღებს ყიდულობს.
ზოგი აფრიკაში შიმშილისგან იხოცება, ზოგი ევროპაში მილიარდერია, ზოგი აზიაში ოქროს უნიტაზზე ჯდება და უსაქმურობისგან პიკასოს აჯღა-ბუჯღებს ყიდულობს.
ზოგი 100 წელი ცხოვრობს, ზოგი ახალგაზრდა კვდება. ზოგი სახლში, თავის საწოლში კვდება, ზოგი ავია-კატასტროფაში.
ზოგი კონდიციონერიან ოფისში მუშაობს და 10 ათასს იღებს, ზოგი კი თაკარა მზის ქვეშ ცემენტს ეზიდება და კაპიკებს იღებს.
ზოგი ჭკვიანია, ზოგი დებილი. ზოგი ლამაზი, ზოგი მახინჯი.
ზოგი ჭკვიანია, ზოგი დებილი. ზოგი ლამაზი, ზოგი მახინჯი.
მაგრამ აბსოლუტურად ყველას აქვს ცხოვრების შეცვლის შანსი.
ზოგს ნაკლები შანსი აქვს, ზოგს მეტი, მაგრამ ყველას შეუძლია თავი დააღწიოს თავის უბედურ მდგომარეობას და უკეთეს პირობებში გადავიდეს.
შენ შენი ქვეყანა არ მოგწონს, მაგრამ უფრო უარესიც ხომ არსებობს, მაგალითად, ინდოეთის პროვინციაში, ავღანეთში ან პაკისტანში დაბადებას, მირჩევნია საერთოდ არ დავიბადო.
ნორმალურ პირობებში, ადამიანურად თუ ვერ იცხოვრე, სიკვდილი რითია უარესი?
საკუთარ "უბედურ" არსებობას თუ ვერ ეგუები, მაშინ შეუძლებელი შეძელი და შეცვალე ცხოვრება. აბა საჯაროდ ვაი-ვიშს და საყვედურს რა ხეირი აქვს?
უსამართლობები, უბედურებები, ტორნადოები, ომები და ვირუსები სულ იყო და სამწუხაროდ, იქნება კიდევაც. დეპრესიით, ბოღმით და თმის წეწვა-გლეჯვით ვერ უშველი ამ ყველაფერს. ან თუ უშველი, მხოლოდ საკუთარი წვლილი სიკეთით, კარგი მაგალითებით უშველი და არა დეპრესიით ან ბოღმის ფრქვევით.
ისე კი, ადამიანი ერთხელ თუ ჩამოყალიბდა უჟმურ, დეპრესიულ, დაღლილ ვირად, ის ასეთ არსებობას სულ გააგრძელებს და ყველაფერს მოიმიზეზებს თავის და სხვების ხასიათის გასაფუჭებლად.
დეპრესიული ბოღმა ტიპი უსუპერეს პირობებშიც რომ გადაიყვანო, მაინც არ მოიშორებს "დაღლილი ვირის" სიფათს და ისევ გააგრძელებს წუწუნს, იმიტომ რომ "უბედურება" და დეპრესია მისი კომფორტის ზონაა.
ბედნიერება თავშია, უფრო სწორად ტვინშია, სწორად აზროვნებაში და არა სხვა ქვეყანაში ან სხვასთან.
დეპრესიული ადამიანები სერიოზული მიზეზის ან პრობლემის გარეშეც მთელი ცხოვრება ტირიან, იწყევლებიან თავს იცოდებენ და მათი შემხედვარე ბედნიერი ხალხიც კომპლექსდება, მათ ყმუილს უერთდება და ასეთ დროს სხვისი უდარდელობა გამაღიზიანებელი ხდება.
ვიღაცა თუ ბედნიერია და მისთვის დიეტა, დეტოქსი, მასაჟი ან აუზის არჩევა ყველაზე მთავარი პრობლემაა, ეს მისი საქმეა, მისი ნებაა და მისი ცხოვრებაა. მსოფლიოში ან თუნდაც გვერდით სოფელში მომხდარი უბედურება მისი ბრალი არაა და ვერც მოსთხოვ, რომ იტიროს, იგლოვოს და თავი მოიკლას.
საკუთარ პრიორიტეტებსაც - რაზე იდადროს, რა უხაროდეს ყველა ადამიანი თავად განსაზღვრავს. დაე, ყველა ბედნიერი იყოს და ღმერთმა სადარდებელი არ მისცეს. რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება სამყარო.
რა იცი, იქნებ ის ბედნიერი ადამიანი, რომელსაც შენი აზრით "ცხოვრებაში გაუმართლა", არც ისეთი ბედნიერია, როგორც შენ გგონია? ან იქნებ შემდეგ დაბადებაში ბანგლადეშის რომელიმე სოფელში დაიბადება? ჰო და, აცადე ნორმალურად იცხოვროს და ზედმეტი ბღავილის გარეშე მისტირე უსამართლო სამყაროს.
მესმის რომ ცხოვრებისგან დაღლილ, განაწყენებულ ადამიანებს ესიმპათიურებათ უბედური ხალხი, სხვისი ბედნიერება კი აღიზიანებთ, მაგრამ მაინც თავი ხელში აიყვანონ რა.
კი ბატონო, გულგრილი რობოტი ვერ იქნები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ცხოვრების კანონზომიერება, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები.