Showing posts with label სნობიზმი. Show all posts
Showing posts with label სნობიზმი. Show all posts

Friday, 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"

ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ვარ.

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია, ანუ ჯოგში ყროყინით, თავს უფრო დაცულად გრძნობს. 

ზოგს კი, ვითომ ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო დეპრესია ეწყება და ეგრევე შლის ფოტოს.

ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და ცამეტი წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია, საერთო აზრს უერთდება.
შიშების და კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. 

ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა რამის გამო. 

"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არსება ფიქრობს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი თავად ძალიან ჭკვიანია. 

ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია" და ასე შემდეგ. 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. 

ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და ამგვარი ქცევით თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.

ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 
არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს. ანუ, ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 

სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.



Wednesday, 4 July 2012

შიშველი მეფის სინდრომი


”მე ხომ ბრიყვი არა ვარ! - გაიფიქრა მოხელემ  
- მაშასადამე, გამოდის, შესაფერისი არა ვარ იმ მშვენიერი ადგილისათვის, 
რომელიც მიკავია სამეფო კარზე? 
საკვირველია! ყოველ შემთხვევაში, არ უნდა შევიმჩნიო 
და იგი შეუდგა მისთვის უხილავი ქსოვილის ქებას, 
აღფრთოვანება გამოთქვა ფერებისა და ქარგის გამო. 
- ოჰ, ძალზე მომხიბვლელი ქსოვილია! - მოახსენა მან მეფეს”.

                                                          (ჰანს კრისტიან ანდერსენი "შიშველი მეფე")

გახსოვს ალბათ, სკოლაში როგორ გინდოდა ყოფილიყავი ისეთი, როგორებიც სხვები არიან, სხვებს როგორც ეცვა, ისე უნდა გეცვა შენც, უსმენდი იმ მუსიკას, რომელსაც სხვები უსმენდნენ, თუ არადა, მოზარდების დაცინვის და ბულინგის მორიგი ობიექტი შენ გახდებოდი. 12-14 წლის მოზარდებს ხომ საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის ეშინიათ და ერთმანეთს ბაძავენ. 

თუმცა, მიმბაძველობა მარტო ბავშვების და მოზარდებისთვის დამახასიათებელი თვისება როდია. ადამინები ყველა ასაკში მაიმუნებივით ერთმანეთს ბაძავენ. ერთნაირად ცხოვრობენ. ზრდასრულებში ეს მიმბაძველობა უფრო დიდი საცოდაობაა, საზოგადოება ცხვრის ფარას ან ვირთა ჯოგის ინსტიქტით ცხოვრობს. 

"შიშველი მეფის სინდრომი" - არის საკუთარი აზრის გამოხატვის შიში.
როდესაც ზრდასრული ადამიანი სხვების მოსაწონად ცხოვრობს და ასე ვთქვათ, "ვირების საერთო ნახირში ყროყინებს". 

დაბადებიდანვე სხვებისთვის ცხოვრობ.

ჯერ აბიტურიენტობის პერიოდში, უფროსების "რეკომენდაციით", ირჩევ მოდურ ან პრესტიჟულ პროფესიას, რადგან 17-18 წლის ასაკში რთულია შენით განსაზღვრო შენი ნამდვილი პროფესიული მოწოდება. ხშირად კი, მოზარდი თავის ოცნებებზე და ინტერესებზე უარს ამბობს და იმ დროისთვის პოპულარულ ფაკულტეტზე აბარებს, სხვებს რომ არ ჩამორჩეს. მეოთხე კურსზე ან უფრო გვიან კი ხვდება, რომ შერჩეულ პროფესიასთან საერთო არაფერი აქვს.

პროფესიის "შერჩევის" შემდეგ, აუცილებლად უნდა დაოჯახდე და 30 წლის სანამ გახდები უნდა გყავდეს შვილი. არ აქვს მნიშვნელობა სასურველი პარტნიორი იპოვე თუ არა, დრო ელვის რაშით გარბის და საზოგადოების მიერ დანიშნული „დედლაინი" ახლოვდება. უნდა იჩქარო და დაქორწინდე თავად "ქორწინების ფაქტზე" და არა კონკრეტულ ადამიანზე. იმიტომ, რომ ყველა "ნორმალურ" ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახი, შვილები. თუ ამ "სტანდარტებს" არ აკმაყოფილებ, თავს უიღბლო, არშემდგარ პიროვნებად და რატომღაც დამნაშავედ იგრძნობ. რომც არ იგრძნო, სხვები მაინც გაგრძნობინებენ და დიდი სიამოვნებით მიგახვედრებენ, რომ "ბრაკი ხარ"! 

                                           

ყოველ დებილ ბრბოში ან თუ გნებავთ, კოლექტიურ-სტანდარტულად მოაზროვნე ბიომასაში თითო-ოროლა ინდივიდუალისტიც მოიძებნება, მაგრამ  მასეთებს, როგორც წესი გიჟებს ეძახიან :))

მოკლედ, ადამიანს მთელი ცხოვრება საკუთარი სურვილების და ინდივიდუალობის ჩახშობა უწევს, რადგან სხვების ეშინია. სხვების მოსაწონად ცხოვრობს და რა ჰქნას? თანაც მთელი ცხოვრება. დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

ჯერ მშობლებისთვის, მერე მეუღლისთვის, მერე შვილებისთვის და ასე შემდეგ. სიკვდილის მოახლოვების მომენტში უცებ ხვდება, რომ აბსოლუტურად უაზროდ უცხოვრია. მთელი ცხოვრება ეგონა, რომ სწორად იქცეოდა და სიკვდილის წინ, სიცოცხლის ბოლო წამებში ხვდება, რომ არასოდეს არ იყო ბედნიერი.

რამდენ დროს ვკარგავთ ფუჭად. როგორ უაზროდ ვიძაბებით, ვნერვიულობთ სისულელეებზე და სხვებს ვეჯიბრებით: კარიერაში, ოჯახის შექმნაში, სილამაზეში და საერთოდ ყველაფერში. გამუდმებით ვიღაცეებს რაღაცეებს ვუმტკიცებთ. ეგო გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რაც სინამდვილეში არ გვინდა და საერთოდ არ გვჭირდება. ყველაფერს ვაკეთებთ მტრების ან მეგობრების ჯინაზე. 

ამ უაზრო შეჯიბრში ადამიანი ადრე თუ გვიან, მაინც მარცხდება და დეპრესია ეწყება. საკუთარ თავს არშემდგარ, უიღბლო პიროვნებად თვლის. ეგო, პატივმოყვარეობა და ბოღმა ახრჩობს. რა სამწუხაროა, რომ არავის არ გვახსოვს, რომ ყოველი ფუჭად დახარჯული დრო და ყოველი უაზროდ გასული დღე უფრო სერიოზულ "დედლაინს", ანუ სიკვდილს გვიახლოვებს. იმ დედლაინს, როცა ყველაფერი სულ ერთია. ცხოვრება ხანმოკლეა, ჩვენ კი, ძალიან გვიან ვხვდებით, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ უაზრო სპექტაკლის მონაწილეები ვიყავით. ადამიანებს დამოუკიდებლად ფიქრი ეზარებათ და მათ ნაცვლად სხვები ფიქრობენ და მათ ბედს წყვეტენ. 

საუკუნეების განმავლობაში ხალხი პრიმიტიული რელიგიური დოგმებით ცხოვრობდა და დღესაც ებღაუჭება ამ დოგმებს. ათასი წლის წინანდელი რელიგიური ზღაპრების გაანალიზება არავის უნდა. არადა, მრავალი საუკუნის წინ მცხოვრები პრიმიტიული, ჭკუამოკლე ადამიანების მიერ დამკვიდრებული რელიგიური ფილოსოფიიის ლოგიკურობაში ცივილურ ადამიანს დღემდე როგორ არ უნდა შეეპაროს ეჭვი? 

"წმინდა" წიგნები და სახარებები ათეისტების გარდა, თავიდან ბოლომდე არავის  აქვს წაკითხული, მორწმუნე ადამიანი მხოლოდ რელიგიის მქადაგებლების პრიმიტიულ ინტერპრეტაციას ენდობა, იმიტომ, რომ მორწმუნე ადამიანის ლოგიკა ასეთია: "ამდენ ხალხს სჯერა და ყველა სულელია და მე ვარ ჭკვიანი? მოდი მეც დავიჯერებ რა.." 

ადამიანს სიკვდილის მოახლოვების დროს ახსენდება, რომ არც ერთი რელიგიური წიგნი არ წაუკითხავს და უცებ ხვდება, რომ არმყოფობაში ჩავარდნის შიშისგან მისი მეხსიერებიდან მანამდე მოსმენილი ყველა რელიგიური ქადაგება წაიშალა. რომც ახსოვდეს, მაინც ვერანაირ შვებას ვერ გრძნობს. მაინც არ იცის სად მიდის და მაინც ეშინია სიკვდილის.

"შიშველი მეფის სინდრომია" - როდესაც ვიღაცეების მიერ თავს მოხვეული მოსაზრება შენი საკუთარი გგონია. 


მაგალითად, მთელი მსოფლიო თვლის, რომ პიკასო გენიალურია. მერე რა რომ გაუგებარ, მახინჯ ფიგურებს ხატავს. თავის დროზე ის ვიღაცეებმა აღიარეს, მისი ნამუშევრები მილიონები ღირს. შენც ისევე, როგორც ანდერსენის ზღაპრის გმირები, "არაფრის დიდებით არ უნდა აღიარო რომ იდიოტი ხარ" იმიტომ, რომ არ გესმის პიკასოს ხელოვნება. აუცილებლად გაიგიჟე  თავი და თქვი, რომ ის გენიალურია და გიჟდები მის ნამუშევრებზე. რაც შეგიძლია 
ჭკვიანური სიფათი მიიღე და სხვებს შეუერთდი, აბა ხომ ვერ აღიარებ რომ "გოიმი" ხარ და გული გერევა პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე. ჯობია გაჩუმდე და პიკასოთი აღფრთოვანებული იყო. 

"მისი ყოველი ნახატი მთელ ნაწარმოებს ნიშნავს! ეს რომ დააფასო ღვთით ნაბოძები ნიჭი უნდა გქონდესო!"- ასეთი სირული ფრაზები პიკასოს თბილისურ გამოფენაზე მოვისმინე. (იქ ტელე-გადაცემის გადაღებაზე ვიყავი, თორე რა ჯანდაბა მინდოდა) 
თურმე ვიღაცას პიკასოს ფუტურიზმი, კუბიზმი, თუ რაღაც ჯანდაბიზმი „ესმის“! 

კიდევ ერთი მაგალითი, "ინტელიგენციას“ ბრაზილიური მწერლის პაოლო კოელიოს ნაწარმოებები "შეუყვარდა". კარგი გაპიარების შედეგად კოელიომ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ახლა თურმე საქართველოშიც თითქმის ყველას "გემოვნებაში ჯდება". არადა, მისი ნაწარმოებების ჟანრი ძირითადად ეზოთერიკაა. ნუთუ ყველა უცებ ეზოთერიკოსი გახდა? 

რა მნიშვნელობა აქვს მისი "ალქიმიკოსი" გესმის თუ არა, მთავარია, რომ კოელიო მოდაშია. მართლა კი არ უნდა წაიკითხო, მხოლოდ ფოტო გადაიღე მისი წიგნით ხელში და უკვე "ინტელექტუალი" ხარ.  

Post Scriptummm..

ერთის მხრივ, ვითხოვთ დემოკრატიას, სიტყვის და საერთოდ ყველაფრის თავისუფლებას, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს არ ვაძლევთ ინდივიდუალურობის გამოხატვის თავისუფლებას და სიცოცხლის ბოლომდე სხვების დაკრულზე ვცეკვავთ!

ინდივიდუალურობის გამოხატვაში ეპატაჟს ან ტრაკში პეროს არ ვგულისხმობ. დავიწყოთ იმით, რომ გაუბედავი მოზარდივით საკუთარი აზრების და გემოვნების გამჟღავნების არ უნდა გეშინოდეს.