სიტყვა "წარმატების" გაგებისას ერთერთი რედაქციიდან უნიკალური თანამშრომელი მახსენდება, რომელიც ჟურნალისტი არ იყო, მაგრამ ჩვენთან, ანუ ჟურნალისტებთან ერთად VIP პერსონებთან ინტერვიუებზე დადიოდა, რესპოდენტებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა და შემდეგ სოციალურ ქსელებში დებდა წარწერით: „ინგლისური ჩაი დიდი ბრიტანეთის ელჩთან“, „ყავა კალაძესთან“, ან „საინტერესო საუბარი მეთიუ ბრაიზასთან“ და ასე შემდეგ.
ინტერვიუს დროს, გვერდზე ჩუმად იჯდა. ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, სამაგიეროდ მთელ თბილისს და მას სოც.ქსელებში მთელი თბილისი ჰყავდა მეგობრებში ეგონა, რომ ის უაღრესად ნიჭიერი
და წარმოუდგენლად საქმიანი ქალბატონი იყო, რომელიც ნებისმიერ დროს ვინმე ვი-აი-პი პერსონასთან
ინგლისურ ან ჩინურ ჩაის, ან ტაილანდურ ყავას სვამდა. მოკლედ, ძალიან წარმატებული იყო ის გოგო ფეისბუქში.
ასეთი ტიპების ვირტუალური მანქანები, კურორტები ხომ ცალკე საკითხია.
„და შენ რატომ დასცინი? დასაცინი შენ ხარ“ - მითხრა ჩემმა ერთმა ახლობელმა.
"გამოცემის ერთერთი რუბრიკის
თანახმად ყოველ კვირას შენ წერ ინტერვიუებს vip პერსონებთან, ხომ ასეა? ანუ, შენი საქმიანობაა ეს, მაგრამ მათთან ფოტოებს რატომღაც სხვები იღებენ და პიარდებიან. ახლა
მოდი და მიმტკიცე, რომ შენ არ ხარ დებილი და ვითომ ჭკვიანი ხარ!" - ასე მითხრა.
ცოტა დავფიქრდი. კი ბატონიო, ბრბოზე ასეთი „პიარი“ მოქმედებს. ვეთანხმები, რომ ასეთი მეთოდით "ფოლოვერების" მთელ არმიას შეაგროვებ.
ცოტა დავფიქრდი. კი ბატონიო, ბრბოზე ასეთი „პიარი“ მოქმედებს. ვეთანხმები, რომ ასეთი მეთოდით "ფოლოვერების" მთელ არმიას შეაგროვებ.
ისე, ფოლოვერები რაღა სიკვდილია? მათ კოლექტიურად "უყვარხარ" და კოლექტიურადვე სძულხარ, სხვა არაფერი იციან.
თუმცა, ფოლოვერების გამოყენება კომერციული მიზნებით შეიძლებაო. მაგალითად კრემის რეკლამა გააკეთე და ვიღაც ქათმუშკები იყიდიან, შენ კი ფულს აიღებ.
პრესტიჟიც ყოფილა, ერთმა ნაცნონმა ვიღაცაზე ასეთი იდიოტიზმი წამოაყრანტალა: "კაცო, ის ვინ ჩემი ფეხებია, შევედი მის გვერდზე და სულ რაღაც 15 ლაიქი ჰქონდაო!"
აი!
მოკლედ, ლაიქები და ფოლოვერები თუ არ გყავს მაგარ ტრაქში ხარ რო იცოდე! :))