რელიგია ოდითგანვე საზოგადოების "დაბალი ფენისთვის" წარმოადენდა სულიერ საყრდენს, "ძლიერნი ამა ქვეყნისა" კი, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, დებილი მასებით მანიპულირებისთვის იყენებდნენ.
საზოგადოების მანიპულირებაში რელიგია პოლიტიკაზე უფრო ძლიერია და მას ხალხის ცნობიერებაზე ბევრად უფრო დესტრუქციული გავლენა აქვს ვიდრე პოლიტიკას.

პოლიტიკაში ხომ მთავარი მიზანი პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებაა, აი რელიგიაშიც ზუსტად ისეთივე ბრძოლა მიმდინარეობს. და ხშირად ის უფრო მეტი სისასტიკით უსწორდება კონკურენტებს. რელიგიურ კონკურენციას პოლიტიკურ კონკურენციაზე უფრო აგრესიული, უფრო სასტიკი წესები აქვს.
რაც თავი გვახსოვს, ეკლესიას არ უყვარს მეჩეთი, მეჩეთს არ უყვარს ეკლესია, სინაგოგა და ასე შემდეგ. დებილი ბრბო კი, თავისი ერთუჯრედიანული რწმენების გამო ერთმანეთს ხოცავს.
ადამიანებში ყველაზე დიდ სიძულვილს სწორედ რელიგიური კონკურენცია აღვივებს. ამდენი ომი და უბედურება ზუსტად რელიგიების არსებობის გამო ხდება.

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ვითომ "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" მოძრაობები სწორედ აგრესიული რელიგიური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ ამბიციას რელიგიური შეფუთვა ჰქონდა.
ქრისტეზე გადაღებულ ყველა ფილმში არის ეპიზოდები, სადაც ჯალათებმა იესოს ეკლის გვირგვინს უმზადებენ: "შენ მეფე ხარ? აი შენი გვირგვინიო!" იმიტომ, რომ მრავალრიცხოვანი მიმდევრების გამო, იერუსალიმის სამეფო კარი ქრისტეს "პოლიტიკურ კონკურენტად" მიიჩნევდა და სულ არ აინტერესებდა მისი ფილოსოფია და ქადაგებები. მას ბევრი მიმდევრები ჰყავდა და ეს საკმარისი, იყო მის მოსაშორებლად. იერუსალიმის ხელმწიფე მას პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევდა: ხალხი ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ "ღვთაებრივი უნარების" მქონე არაჩვეულებრივ "ზე-ადამიანს" დაუჯერებდა. ალბათ იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა რელიგია, როგორც მასებით მანიპულირების ძლიერი ბერკეტი.

იგივე ხდებოდა აგრესიულ მუსულმანებთან: მე-6 საუკუნეში არაბეთში მუსლიმების "წმინდად" წოდებული ომი, სინამდვილეში ორ ნათესავურ კლანს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო.
ის "წმინდა ყურანი", რომლის შემადგენლობასაც, თურმე ციდან ანგელოზი კარნახობდა მუჰამედს, რომელმაც წერა კითხვა არ იცოდა, მაგრამ თურმე წერდა და ის ძველი სახარება, რომელიც იმ დროინდელი იერუსალიმის ამორალური ისტორიის ქრონოლოგიაა, სამწუხაროდ, არავის წაუკითხავს. რომ ვეკითხები არავის არ წაუკითხავს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ იქ ღმერთია!
არადა, რომ მოიცალოთ და წაიკითხოთ ყველა რელიგიური წიგნი, გარანტიას გაძლევთ, რომ აღარ იქნებით უჭკუო არსებები.
ზოგადად, უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და მათი თაყვანისცემა, მაგრამ ძველი ადამიანები ხომ პრიმიტიულები იყვენენ და ყველაფრის სჯეროდათ და თქვენ რა გჭირთ 21-ე საუკუნეში, როცა ყველა უთოდან ინფორმაცია ისმის? იქნებ დროა საჯდომით კი არა, თვინით იაზროვნოთ?





No comments:
Post a Comment