Friday, 16 December 2016

როგორ უნდა შეეტენო ცოლად ძმაკაცს..


"ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს", - ამას ხშირად ის 
ქათმუშკები გვიმტკიცებენ, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ბიჭს ეძმაკაცებიან, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან რომელიმეს ცოლად შეეტენებიან.

ლამაზებმა მაგალითად, ზუსტად იციან, რომ (ჰეტეროსექსუალ) ბიჭთან ნამდვილი მეგობრობა არ გამოდის. კაცი შენთან საჭიროზე მეტ დროს თუ ატარებს, ესეგი "დაინტერესებულია". ეს მარტივი და ბანალური სიმართლე მახინჯებმაც იციან, მაგრამ რა ჰქნან? მათი ბოლო იმედი ის საწყალი „ძმაკაცია“.

მოკლედ, როგორ უნდა შეეტენო რომელიმე ძმაკაცს? აგერ ინსტრუქცია, რომლეიიც 100%-ით ამართლებს. ჯერ ერთი, გირჩევნია, ერთი მსხვერპლი შეარჩიო, იმიტომ, რომ ყველას თუ ეტენები, მსხვერპლი მიხვდება, როგორი სასოწარკვეთილიც ხარ და გაიქცევა. 
ამიტომ, ერთი კარგი ბიჭი შეარჩიე და შეუტიე: 
1) ყველანაირად ეცადე, რომ ფიზიკურად და ვირტუალურად 24 საათი ერთად იყოთ; ხშირად დაურეკე და მის სისულელეებს ისეთი ინტერესით უსმინე თითქოს ბუდდაა ან ოშო. 
2) უიქენდები წინასწარ დაგეგმე. ფეხბურთზეც აუცილებლად გაყევი. მისი ძაღლის დაბადების დღე მოიმიზეზე და მიადექი კარზე. 

3) ყველა მის მეგობარს დაუახლოვდი. მათთან ერთად „მსხვერპლს“ ხშირად სიურპრიზები გაუკეთე. ყველგან და ნებისმიერ დროს მოულოდნელად თავზე დაადექი, (ვითომ შემთხვევით)

4) მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე, თორემ შენი კონკურენტი "სწერვა" გოგოს სტალკინგს შეუდგება ინსტაგრამზე. 

5) მოთმინება იქონიე. (იოცნებე ფინიშზე. თავი წარმოიდგინე უზარმაზარი მუცლით  და საქორწინო კაბით :))

6) მისი საყვარელი კერძების გაკეთება ისწავლე. მერე ძალით მოათრიე და აჭამე. 

7) ყველა პრობლემა მოუგვარე, იმ დონემდე მიიყვანე, რომ შენს გარეშე არსებობა ვეღარ წარმოიდგიონოს. ყველაფერში დაეხმარე. შენ "ყველაზე კეთილი" და "ყველაზე ერთგული ხარ"!

8) მისი ყველა დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი დღე შენთან უნდა იყოს დაკავშირებული.

9) აუცილებლად დედამის ან ბებიამისს ჩაუდაქალდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 


10) ყველაფერი გააკეთე, რომ მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა თქვენს დუოს ისე შეეჩვიონ, რომ "დოლჩე და გაბანა" თქვენთან შედარებით, საცოდავ მოგონებად დარჩნენ.

11) ნელ-ნელა ყველას შეაპარე ის აზრი, რომ წყვილი ხართ. შეგიძლია ჭორები გაავრცელო, რომ ერთად ხართ. ამით კონკურენტ გოგოს გაანეიტრალებ. 

12) ასობით ერთად გადაღებული ხალისიანი ფოტო გამოაქვეყნე სოციალურ ქსელებში. თაგებს თუ წაშლის, კიდევ დათაგე. 

13) თუ მას ქერა გოგოები მოსწონს, თმა შეიღებე. მერე რა, რომ შენს "ბრეჟნევის" წარბებს არ უხდება ღია ფერის თმა. თუ საჭირო გახდება, წარბებიც მოიშორე. აბა გენაცვალე, "სიყვარული" ხომ მსხვერპლს ითხოვს! 

14) არ დაგავიწყდეს, ყველაზე მთავარი - მისი ოფოფიანი დედიკო, რომელსაც არ მოსწონხარ აუცილებლად მიიყვანე კაპიტულაციამდე. ისე, რომ ბოლოს ფარხმალი დაყაროს და თქვას: "მერე რა რომ, ლამაზი არაა და რონალდოს ფეხები აქვს" ან "ყბა აქვს ორ მეტრიანი", "სამაგიეროდ ჩემი შვილიკო ძალიან უყვარს და დედიკოსავით მოუვლის".

15) დაუღალავი ინტენსიურობით შეუტიე „მსხვერპლს“ და ბოლოს აუცილებლად მოიგებ! მთავარი მოთმინებაა. 

შეიძლება თავიდან ცოტა მორიდებულად იყოს, მაგრამ ნახავ, საბრალო ბიჭი, მალე „დრაკონების დედოფალ“ ქხალისიზე მასტრუბირებას შეწყვეტს და შენსკენ მოიხრება. მაგ დროს უცებ „შეაჯექი“, დაფეხმძიმდი და მიათრიე ქორწინების სახლამდე. აბა შენ იცი! 

მერე სასწრაფოდ სამი-ოთხი შვილი გაუჩინე და სოციალურ ქსელში დათაგე ყოველდღე. აუცილებლად ბავშვებთან ერთად. შენთან 15-20 წელი იცხოვრებს და მერე 45 წლის ასაკში, უკვე გამელოტებული და ღიპიანი აზრზე მოვა, „მოჯადოებული პრინცივით“ ატირდება, რომ საუკეთესო წლები ეშმაკუნა, აფერისტ გომბეშოსთან გაატარა.

ამას რატომ ვწერ? იმისთვის, რომ თავი დაანებო ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ. სიყვარული ძალით "შეტენვას" არ გულისხმობს, სიყვარული ის არის, როცა საყვარელ  ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების უფლებას უტოვებ.