Thursday 26 July 2018

რატომ არ მოგწონს საკუთარი თავი


საკუთარი თავის მიმართ ანტიპატიით არავინ არ იბადება. ეს გრძნობა  მოგვიანებით, გარშემომყოფების "დახმარებით" ყალიბდება.

ჯერ მეექვსე კლასში, უზრდელი კლასელი გეუბნება "რას ჰგავხარ", დიდი ცხვირი/პირი ან თავი გაქვს და საერთოდ, ყურშა და მუდო ხარ. 

მერე მშობელი გეუბნება, რომ "აგერ მეზობელ ნანიკოს შვილი" პიანინოზე რა მაგრად უკრავს და იტალიურად ლაპარაკობს, შენ კი უნიჭო ხარ. 

რამდენიმე წლის შემდეგ, მშობელი ისევ გემდურის: ნანიკო დეიდას შვილი "კარგ ბიჭზე" გათხოვდა, შენ კი, წესიერს არავის უნდიხარ..

"აგერ, მეზობლის ვაჟმა სამედიცინოზე ჩააბარა, ცნობილი ქირურგი გახდება", "შენ კი, არაფრის მაქნისი და უნიჭო ხარ"!

მერე "კეთილი" მეგობრები გამცნობენ, რომ გოგო, რომელიც მოგწონს, ვიღაცის დაბადების დღეზე შენზე ძალიან ცუდად ღადაობდა. 

მერე, (თუ გოგო ხარ) შენი შეყვარებული სოციალურ ქსელში მეგან ფოქსის ან ემილი რატაჟკოვსკის ბიკინიან ფოტოს პოსტავს და ირიბი, თუ პირდაპირი ტექსტით "გაცნობებს" რომ შენ კი არა, ის არის მისი ოცნების ქალი! შენ კი, დიეტებზე ზიხარ, საკუთარი თავი გეზიზღება და ცხვირის ოპერაციაზე ოცნებობ. 

გარშემომყოფები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, დეგენერატობის ან ბოღმის და შურის გამო შენს გაბანძებას ცდილობენ და კარგს არაფერს გეუბნებიან. შენც სხვა რა გზა გრჩება, ბოლოს იჯერებ, რომ უნიჭო არარაობა ხარ.

საერთოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს ახლობლებში და მეგობრებში, რომ ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანად ჩამოყალიბდე. განსაკუთრებით კი, მეგობრებში უნდა გაგიმართლოს, რადგან სწორედ მათ ვითომ მეგობრულ "შეფასებებს" და რჩევებს შეუძლია სერიოზული კომპლექსები გაგიჩინოს.

ძალიან ბევრ მშვენიერ მოზარდ გოგოს ჰგონია, რომ შეუხედავია, იმიტომ, რომ გარშემომყოფები ასე აგრძნობინებენ და პირიქით, ძალიან ხშირად, არც ისე ლამაზი გოგო, საკმაოდ თავდაჯერებულია და სულაც არ იხრჩობა კომპლექსებში, იმიტომ, რომ დედიკო და დაქალები სულ ეფერებიან. 

ასე იწყება თვითშეფასების ჩამოყალიბების ამბავი და თუ ჭკვიანი ხარ, ადრე თუ გვიან გაუმკლავდები ამ ზეწოლას, საკუთარ თავზე იმუშავებ და კომპლექსები აღარ შეგაწუხებენ. თუ არ ხარ ჭკვიანი ან დროზე ვერ გიშველეს, მაშინ საკუთარი თავით და ყველაფრით უკმაყოფილო დეპრესიულ არსებად ჩამოყალიბდები.

"აუ, მე ვერცერთ ჩემ ვიდეოს და ფოტოს ვერ ვუყურებ, არ მომწონს", - მითხრა 20 წლის გოგომ. სიმპატიური იყო და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე ამ ასაკში ნორმალურია, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს და გინდა, რომ სარკეში "ვიქტორია სიკრეტის" ქენდის სვეინდოპულსს ხედავდე. ალბათ, გაუვლის..

მაგრამ მეორე, საშუალო ასაკის ქალის "აღსარებამ" მართლა შემაღონა:

"მე საკუთარი ხმა და საერთოდ ყველაფერი მეზიზღება. თავიდან ბოლომდე საკუთარი თავი მეზიზღებაო" . 

შევხედე ქალს. ნორმალური ქალია, ცოტა მოსუქებული, შესაძლოა თავის დროზე ლამაზიც იყო. 

"არასწორად ფიქრობთ"  - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე პასუხად.

"ნეტავ რომელმა არაკაცმა ჩაგაფურთხა სულში" მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტია, რომ ქალის ასეთი სულიერი მდგომარეობა ისევ ადამიანის არაადამიანურობის შედეგია. 

საერთოდ, ქალიან-კაციანად, ადამიანების უმრავლესობას დაახლოებით ასეთი თვითშეფასება აქვს. რა თქმა უნდა, ამას მალავენ და სელფებიდან ვითომ უდარდელად იკრიჭებიან, მაგრამ  მაინც ძალიან ეტყობათ, რომ სინამდვილეში ძალიან, ძალიან არ მოსწონთ საკუთარი თავები.

რომ ჰკითხო, ვითომ თავმოყვარეობაც და თვითშეფასებაც არ აკლაით. აბა რა, ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ სინამდვილეში გეზიზღება საკუთარი თავი, გარეგნობა და ცხოვრება. 

მომენტ, მართლებიც არიან, რა აქვთ მოსაწონი? ცხოვრებამ (თუ გარემომ) ეს ადამიანები ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ საკუთარი თავები ეზიზღებათ.

თავს არ უვლიან. ჯანსაღად არ იკვებებიან. არ ვარჯიშობენ. მთელი ცხოვრება მოუქნელი ინდაურებივით უაზროდ დაბაჯბაჯებენ, 24 საათი საჭმელზე ფიქრობენ და ერთადერთი ოცნება აქვთ, რომ როგორმე ძუნძგლიანი ხელფასები დაზოგონ და შვებულების იმ პერიოდში, "როცა ყველა სადღაცა მიდის", მალდივებში წავიდნენ, ქმართან ერთად იქაურ საოცარ თეთრ ქვიშაზე მოფსან და მერე ფეისბუკი ააჭრელონ: ანანო და მახო მალდივებში იყვნენ ხალხო! 

მთელი სიამოვნება კი, მალდივებში გატარებულ დროში კი არა, იმის წარმოდგენაშია, რომ ოფისებში ყავის სმისგან გაყვითლებული კოლეგები იმ ფოტოებს ნახავენ და "შურით გასკდებიან".

ადამიანების დაბოღმების მიზეზიც, სწორად საკუთარი თავის მიმართ ზიზღია, რომელსაც ისინი მალავენ და უფრო ნევროტიკულები ხდებიან.

არადა, ხომ შეგიძლია, ისეთი იყო, როგორიც გინდა, რომ იყო? ეს ყველას შეუძლია. 

უნიათო, უნებისყოფო, უაზრო ხარ, საკუთარ თავზე მუშაობა გეზარება, იმიტომ, რომ სტიმული და მოტივაცია არ გაქვს. 

მოტივაცია კი, იმიტომ არ გაქვს, რომ მოტივაცია შენ უნდა შეუქმნა საკუთარ თავს. 

კი ბატონო, ძნელია კარგი განწყობის, ლამაზი ფიქრების და მოვლილი, ლამაზი გარეგნობის შენარჩუნება. კიდევ უფრო ძნელია საკუთარ თავზე მუშაობა. კარგი წიგნების კითხვაც დამღლელია ალბათ. 

გაცილებით უფრო ადვილია ჭამა და ჭორაობა. უფრო სასიამოვნოა გემრიელად ჭამა, დივანზე წამოწოლა და რეალობას აცდენილი იდიოტური ფილმების ან "ჩემი ცოლის დაქალების ყურება. 

ასეთი "დაღლილი ვირების" ლოგიკაა: მაინც მოკვდები კაცო, ჭამე, სვი და დივანზე დაეგდე რა!

რა ნაირად უნდა მიიყვანო თავი ისეთ კონდიციამდე, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი გეზიზღებოდეს? და თუ მიიყვანე იმ კონდიციამდე ესეგი ხარ კიდევაც საზიზღარი, იმიტომ, რომ სასიამოვნო ადამიანი გულისამრევად არ გამოიყურება.

იმიტომ, რომ დიახაც, სწორედ მოწესრიგებული გარეგნობაა ადამიანის სავიზიტო ბარათი. სწორედ გარეგნობაა მისი აზროვნების და ცხოვრების წესის ინდიკატორი. და აქ ცხვირის ფორმა ან მკერდის ზომა არ იგულისხმება. სილამაზე გაკეთებული ცხვირი და გამობერილი ტუჩები არ არის. სილამაზე - თავის მოვლას და ჯანმრთელობას გულისხმობს. საკუთარი ტრაკის ზომას თუ ვერ აკონტროლებ, სხვა რისი გამკონტროლებელი ხარ შენ?

იშვიათი გამონაკლისების გარდა, საზიზღარი და მახინჯი არავინ არ იბადება. 

ეს მერე, არასწორად ჩამოყალიბებული აზროვნება და არასწორი ცხოვრების წესი ამახინჯებს ადამიანს. 

აზროვნების სტილი და ცხოვრების წესი თანდათანობით ადამიანის სახეზე აისახება. შენი სილამაზე და სიმახინჯე, შენი ბიოგრაფიის და შინაგანი სამყაროს ანარეკლია! 


Monday 16 July 2018

როგორ არ გახდე დეპრესიული ბოღმა


ორი ადამიანის საუბარს მოვკარი ყური: 

"აუუუ, რა დროს შენი დიეტა და დეტოქსია, როცა ასეთი ამბები და უბედურებები ხდება რა!". 

ჰმ,ჰმ.. უბედურებები სამწუხაროდ, ყველგან და ყოველთვის ხდება და კონკრეტულად რომელს გულისხმობდა არ ვიცი. ალბათ ხანძრებს, გაზის გაჟონვებს, აფეთქებებს, ვირუსულ ეპიდემიას ან ომებს: სირიას, მიანმარს, აფრიკაში შიმშილისგან მომაკვდავ ბავშვებს, ტერორიზმს და კიდევ რამდენი უბედურებაა ღმერთმა იცის.

ნუ, ერთის მხრივ კარგია პლანეტის (ან ქვეყნის) ასეთი გულისხმიერი, მგრძნობიარე მოქალაქე რომ ხარ და ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიგაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ამ უსამართლობის და უბედურების მისატირებლად მთელი ცხოვრება არ გეყოფა და რა უნდა გააკეთო? 

მაშინ სიხარულის და ბედნიერებისთვის ერთი წამიც არ დაგრჩება და იჯექი მთელი ცხოვრება "საიქიოში მოხვედრის და სამოთხის" მოლოდინში.

ანუ, ცხოვრებას ოფიციალურად ჯოჯოხეთი დავარქვათ და იეღოველების ბროშურების ფერად სურათებზე ასახულ ჯადოსნურ დროს დაველოდოთ, "როცა ტანჯვა აღარ იქნება". 

ან რეინკარნაციას "და შემდეგ დაბადებას" დაველოდოთ, სადაც უფრო მდიდრები და ბედნიერები ვიქნებით სხვა სამყაროში, სადაც კიმ კარდაშიანი ან პერის ჰილტონი თავის პოპულარულ დებთან ერთად 
დანგრეულ სირიაში იცხოვრებენ, უბედური სირიელი ლტოლვილი გოგო კი, დედოფალი რანია იქნება. :))

რას იზამ, ჩვენთვის გაუგებარი კანონზომიერება აქვს ამ პლანეტას: ზოგი ადამიანი ცივილიზებულ ქვეყანაში იბადება და ცხოვრებით ტკბება, ზოგი კი, ისეთ ქვეყანაში, სადაც სულ ომი და ხალხებს შორის კონფლიქტებია, სადაც აქლემებს და ვირებს ქალებად, ქალებს კი, ცხოველებად თვლიან. 

ზოგი აფრიკაში შიმშილისგან იხოცება, ზოგი ევროპაში მილიარდერია, ზოგი კი აზიაში ოქროს უნიტაზებზე ჯდება და უსაქმურობისგან პიკასოს აჯღა-ბუჯღებს ყიდულობს.

ზოგი 100 წელი ცხოვრობს, ზოგი ახალგაზრდა კვდება. ზოგი სახლში, თავის საწოლში კვდება, ზოგი ავია-კატასტროფაში. ზოგი კონდიციონერიან ოფისში მუშაობს და 10 ათასს იღებს, ზოგი კი თაკარა მზის ქვეშ ცემენტს ეზიდება და კაპიკებს იღებს. 

ზოგი ჭკვიანია, ზოგი დებილი. ზოგი ლამაზი, ზოგი მახინჯი. 
მაგრამ აბსოლუტურად ყველას აქვს ცხოვრების შეცვლის შანსი. 

ზოგს ნაკლები შანსი აქვს, ზოგს მეტი, მაგრამ ყველას შეუძლია თავი დააღწიოს თავის უბედურ მდგომარეობას და  უკეთეს პირობებში გადავიდეს.

შენ შენი ქვეყანა არ მოგწონს, მაგრამ უფრო უარესიც ხომ არსებობს, მაგალითად, ინდოეთის პროვინციაში, ავღანეთში ან პაკისტანში დაბადებას, მირჩევნია საერთოდ არ დავიბადო. ნორმალურ პირობებში, ადამიანურად თუ ვერ იცხოვრე, სიკვდილი რითია უარესი?

საკუთარ "უბედურ" არსებობას თუ ვერ ეგუები, მაშინ  შეუძლებელი შეძელი და შეცვალე ცხოვრება. თორემ, საჯაროდ ვაი-ვიშს და საყვედურს რა ხეირი აქვს?

უსამართლობები, უბედურებები, ტორნადოები, ომები და ვირუსები სულ იყო და სამწუხაროდ, იქნება კიდევაც. დეპრესიით, ბოღმით და თმის წეწვა-გლეჯვით ვერ უშველი ამ ყველაფერს. 

თუ უშველი, მხოლოდ საკუთარი წვლილი სიკეთით, კარგი მაგალითებით უშველი და არა დეპრესიით ან ბოღმის ფრქვევით.

ადამიანი ერთხელ თუ ჩამოყალიბდა უჟმურ, დეპრესიულ, დაღლილ ვირად, ის ასეთ არსებობას გააგრძელებს და ყველაფერს მოიმიზეზებს თავისი და სხვების ხასიათის გასაფუჭებლად. 

ასეთი ტიპი უსუპერეს პირობებშიც რომ გადაიყვანო, მაინც არ მოიშორებს "დაღლილი ვირის" სიფათს და ისევ გააგრძელებს წუწუნს, იმიტომ "უბედურება" და დეპრესია მისი კომფორტის ზონაა. იმიტომ, რომ ბედნიერება თავშია, უფრო სწორად ტვინშია, სწორად აზროვნებაში და არა სხვა ქვეყანაში ან სხვა ვინმესთან.

დეპრესიულები და "უიღბლოები" კონკრეტული მიზეზის ან სერიოზული პრობლემის გარეშეც მთელი ცხოვრება ტირიან, იწყევლებიან თავს იცოდებენ და მათი შემხედვარე ბედნიერი ხალხიც კომპლექსდება და მათ ყმუილს უერთდება და ასეთ დროს ვიღაცის უდარდელობა გამაღიზიანებელი ხდება.

ვიღაცა თუ უდარდელია, ბედნიერია და მისთვის დიეტა, დეტოქსი, მასაჟი ან აუზის არჩევა ყველაზე მთავარი პრობლემაა, ეს მისი საქმეა, მისი ნებაა და მისი ცხოვრებაა. მსოფლიოში ან  თუნდაც გვერდით სოფელში მომხდარი უბედურება მისი ბრალი არაა და ვერც მოსთხოვ, რომ იტიროს, თავი მოიკლას.

საკუთარ პრიორიტეტებსაც: რაზე იდადროს, რა უხაროდეს ყველა ადამიანი თავად ირჩევს. დაე, ყველა ბედნიერი იყოს და ღმერთმა სადარდებელი არ მისცეს! 
რაც უფრო მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება, მით ნაკლები იქნება ბოღმა.

რა იცი, იქნებ ის "ბედნიერი" ადამიანი, რომელსაც შენი აზრით "ცხოვრებაში გაუმართლა", არც ისეთი ბედნიერია, როგორც შენ გგონია? ან იქნებ შემდეგ დაბადებაში ბანგლადეშის რომელიმე სოფელში დაიბადება? :)) 

ჰო და, აცადე ნორმალურად იცხოვროს და ზედმეტი ბღავილის გარეშე მისტირე უსამართლო სამყაროს. 

საერთოდ, ცხოვრებისგან დაღლილებს, ესიმპათიურებათ უბედური ხალხი, სხვისი ბედნიერება კი აღიზიანებთ. 
და მაინც.. თავი ხელში აიყვანონ რა..

კი ბატონო, გულგრილი რობოტი ვერ იქნები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ცხოვრების კანონზომიერება, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები.

Monday 2 July 2018

ქალი და ფეხბურთი


როცა ზრდასრული ქალი ბოლო ხმაზე კივის: ''გოოოოლ!" ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფეხბურთის მოყვარულ კაცზე ნადირობს, ან რომელიმე მესი მოსწონს :))) 

ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად, ფეხბურთის მიმართ ქალების ინტერესი და სიყვარული სიაფანდობაა.

ასეთი ინტერესის გამომჟღავნებით, ქათმუშკები კაცებს ქვეცნობიერად მესიჯს უგზავნიან: "ჩემთან თუ იქნები, დივანზე წამოწოლას, ლუდის სმას, ღიპის გაზრდას და ფეხბურთის ყურებას არ დაგიშლიო"! 

სხვათაშორის, ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს კიდევაც. ღიპიანი ჩმორიკუნა იჯერებს, რომ "ფეხბურთის მოყვარული გოგონა" მისთვის სტაბილური სიმშვიდის გარანტია. 

თუმცა, ეს ტყულია, არ დაიჯეროთ. 

როგორც კი, "სტენკას დადგამს" და საერთო იპოთეკას აგაღებინებს, იმ დღეს დაიხურება შენი ხაფანგი". 

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ "ზაგსის" და სტენკის მერე, შენი ქათმუშკა ფეხბურთის ყურებას "შენი ხათრით" კი არა, რომელიმე ზიდანის ან ფაიფურის კბილებიანი რონალდოს ხათრით გააგრძელებს. 

"სტენკამდე" ქათმუშკა, ბოლო წუთამდე იბრძვის "ქალური ბედნიერებისთვის" და მთელ ფეისბუკს აზანზარებს თავისი "გოლებით" და ფეხბურთის ექსპერტობით. 

ერთ გოგოს ვიცნობ, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხუთი საფეხბურთო გუნდის ფანი იყო. გუნდების მიმართ მისი სიმპატია კი, რა თქმა უნდა, პოტენციური "საქმროს" გემოვნებით იცვლებოდა.

ექვსჯერ სცადა გათხოვება და იმ პერიოდში ლუდხანებში მორიგ კავალერებთან ერთად ფეხბურთს განიხილავდა და ლუდის სმით სკდებოდა. იმიტომ, რომ საქმეს ასე სჭირდებოდა.

დღეს ის გოგო, გაგრკვეული მიზეზების გამო კალათბურთის მოყვარული გახდა. იმედია ამჯერად გაუმართლებს. 

ოხ ეს სტენკა..