მისი მიზანი სულაც არ არის "ჩვენი გზააბნეული სულების გადარჩენა".
რელიგია მხოლოდ "დაბალი ფენისთვის" წარმოადენდა სულიერ საყრდენს, "ძლიერნი ამა ქვეყნისა" კი, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, ანუ მასების ცნობიერების მანიპულირებისთვის იყენებდნენ.
საზოგადოების მანიპულირებაში რელიგია პოლიტიკაზე გაცილებით უფრო ძლიერია და მას ხალხის ცნობიერებაზე ასჯერ უფრო დესტრუქციული გავლენა აქვს ვიდრე პოლიტიკას.
რელიგია მატყუარა სასულიერო პირებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების საშუალებაა.
ეკლესიას არ უყვარს მეჩეთი, მეჩეთს არ უყვარს ეკლესია, სინაგოგა და ასე შემდეგ.
ადამიანებში ყველაზე დიდ სიძულვილს სწორედ რელიგიური კონკურენცია აღვივებს. ამდენი ომი და უბედურება ზუსტად ტოქსიკური რელიგიების არსებობის გამო ხდება.
კაცობრიობის ისტორიაში უამრავი "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" მოძრაობები სწორედ აგრესიული რელიგიური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ ამბიციას რელიგიური შეფუთვა ჰქონდა.
იქნებ იერუსალიმის ხელმწიფე მას "პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევდა"? ხალხი ხომ ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ "ღვთაებრივი" უნარების მქონე არაჩვეულებრივ "ზე-ადამიანს" დაუჯერებდა.. ალბათ იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა რელიგია, როგორც მასებით მანიპულირების ძლიერი ბერკეტი.
მე-6 საუკუნეში არაბეთში მუსლიმების "წმინდად წოდებული" ომი, სინამდვილეში ორ ნათესავურ კლანს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო.
"წმინდა" ყურანი, რომელიც ვითომ "ციდან ანგელოზმა ჩამოიტანა" და ბიბლია, რომელიც უბრალოდ ძველი იერუსალიმის ისტორიის ქრონოლოგიაა, - ამ ზღაპრებს ზრდასრულ ადამიანებზე დღესაც დიდი და დესტრუქციული გავლენა აქვს.
უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და თაყვანისცემა. ადამიანებს ყველაფერი უყვართ ერთმანეთის გარდა.
ჯერ იყვნენ ზეუსი, მზის და წვიმის ღვთაებები, შემდეგ კი, ზეციდან "ღვთის მესიჯების" სახით წმინდა წიგნები ჩამოცვივდნენ..
უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და თაყვანისცემა. ადამიანებს ყველაფერი უყვართ ერთმანეთის გარდა.
ჯერ იყვნენ ზეუსი, მზის და წვიმის ღვთაებები, შემდეგ კი, ზეციდან "ღვთის მესიჯების" სახით წმინდა წიგნები ჩამოცვივდნენ..