Tuesday 28 February 2017

კლონების ინკუბატორი


რამდენიმე დღისწინ ვაკეში სოლარიუმის მოსაცდელში აღმოვჩნდი. არა, მე რა ჯანდაბა მინდა იქ, სხვას ველოდებოდი. ვიჯექი და პირდაღებული ვუყურებდი გარემოს, რომელიც რაღაც სიურრეალისტურ სიზმარს ჰგავდა: შავი ინტერიერის ფონზე 10-15 ერთნაირი გოგო იჯდა, 10-15 მასეთივე კი, კიბეებზე ამოდიოდა.

"ზომებით", თუ ფორმებით ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდებოდნენ, ზოგი სქელი, ზოგი თხელი, ზოგი ცოტა დაბალი, მაგრამ ყველას მოყვითალო-მოყავისფრო სახეები და ბავშვის მძღნერის ფერის თმები ჰქონდა, ზოგს სწორი, ზოგს ხვეული, მაგრამ ფერები ერთნაირი. ერთნაირი ჯინსები, ერთნაირი ბათინკები, ერთი სტილის მანტოები და ერთნაირი გამომეტყველება.  ერთნაირად დალაგდნენ სკამებზე და თავები აიფონებში ჩაყვეს.  

ვფიქრობდი, რა საყვარელი ტიპები არიან ადამიანები. რაღაც უცნაური, მიდრეკილება აქვთ ერთნაირობისკენ. არ ვიცი, ვისი სტილი აქვთ თავში, როცა ერთნაირდენბიან, მაგრამ ფაქტია რომ მათი ამ კლონობის სურვილს ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. მე მგონი, ესენი კონკრეტულ კუმირს ან ტიპაჟს კი არ ბაძავენ, უფრო მათ არეალში მყოფი სხვა ქალებისან დაქალების სტილს სპონტანურად კოპირებენ.

თანაც ქათმუშკების აზრით, რუჯი კანის დეფექტებს მალავს. გარუჯულ კანზე პიგმენტური ლაქები ან გამონაყარი ნაკლებად ჩანს. "მუქ ფერში" უფრო მოხდენილები და გამხდრებიც ჩანან თურმე.

კარგ ხასიათზე დამაყენა კლონების არმიამ. ისე, ერთნაირი გოგოების მომრავლება კაცებისთვის არის კარგი. მაგალითად, შედიხარ სადმე კლუბში, ყველგან ერთნაირი ფერის გოგოებია და დიდი ამბავი ერთმა თუ უარი გითხრა, მიხვალ მეორესთან, მერე მესამესთან, მეოთხესთან..! ჟანგისფერი თმა, ერთნაირი რუჯი, ერთაირი თუჩები და ბლა-ბლა-ბლა...

რა გენაღვლება, სუყველა ერთნაირია და არცერთის უარზე გული არ დაგწყდება. ტვინებიც ერთნაირი აქვთ და ინტიმურ ადგილებზე ტატუებიც.


Friday 24 February 2017

ვისაც სხვისი უბედურება ახარებს..


პირველი აზრი, რომელიც ადამიანს უბედურების დროს თავში მოსდის რატომღაც არის: ღმერთო რა დავაშავე? რისთვის დავისაჯე?

ისე, დავუშვათ, რომ ჩვენს თავს გადამტყდარი უბედურება, ღვთის სასჯელია. ოღონდ ეს ლოგოკურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უბედურება პირადად ჩვენ, ანუ თავად ცოდვილს ეხება, - თვითონ ხდება ავად, ან სხვა უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. თუ ღმერთი არსებობს, მისი სასჯელი ვერ შეეხება მის ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს. 

არ უნდა შეეხოს მათ. ყველა თავის სასჯელს უნდა იხდიდეს. მე თუ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, ჩემმა ახლობლებმა რატომ უნდა აგონ პასუხი ჩემი ცოდვების გამო? რომელი ლოგიკით? რომელი სამართლიანობით?

თუ ღმერთი არსებობს, ის ვერ იქნება ისეთი უსამართლო და სასტიკი და ჩემი ცოდვების გამო ჩემს ახლობლებს არ დასჯის. მშობლების ცოდვების გამო, შვილები ვერ დაისჯებიან.

ასეთი "სასჯელის" მოფიქრება და წარმოდგენა მხოლოდ პლანეტის უბოროტეს არსებას - ადამიანს შეუძლია. ეს ღვთის კი არა, ადამიანისეული "ლოგიკაა", რომ თურმე მშობლის გამო შვილი ისჯება...

გული მერევა, როცა ადამიანები ერთუჯრედიანი თავებით, სხვისი უბედურების ინტერპრეტაციას აკეთებენ. 

აი თურმე, ამა და ამ ცოდვების გამო, ასე დაემართა და „დაისაჯა“. სხვისი უბედურებების ინტერპრეტაციის მოტივაცია გასაგებია პრინციპში: ადამიანი ცდილობს უბედურების მსხვერპლს ბრალი მოუძებნოს და ამით საკუთარი თავი "დაიზღვიოს" უბედურებისგან, - თურმე ის ცუდი იყო და იმიტომ დაემართა, მე კარგი ვარ და მე არ დამემართება. 

ასეთი აზროვნება უკვე დიაგნოზია და ასეთ იდიოტებს ვეღარ ვუმკურნალებთ, მაგრამ თუ მთლად ხელიდან წასული დეგენერატი არ ხარ, უნდა შეიგნო, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ცოდვების გამო, მეორე ადამიანი ვერ დაისჯება. არ უნდა დაისაჯოს, ასეთი „სამართლიანობა“ არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. და თუ როდესმე, სადმე ჩვენი ცოდვების გამო ვაგებთ პასუხს,  - უეჭველი ყველა საკუთარ თავზე იქნება პასუხისმგებელი! 

Friday 10 February 2017

40 წლის სტუდენტები


17-18 წლის პირველკურსელს რომ უთხრა, 40 წლის ასაკში ჯერ კიდევ მორიგი სერტიფიკატ/დიპლომის მაძიებელი „მარადიული სტუდენტი“ იქნები, ალბათ გული გაუსკდება, იმიტომ, რომ არცერთ ჭკუადმყოფელს არ უნდა, რომ 40 წლის ასაკში მერხთან მჯდარი „ნეუდაჩნიკი“ იყოს.

„უცხოეთში მივდივარ სასწავლებლად“ - დეგენერატებისთვის გასაგები, უცნაური სიამაყით აცხადებს 40 წლის ქალი. რომ ჰკითხო რა ჭირად გინდა 40 წლის ასაკში ახალი დიპლომ-სერტიფიკატი, დრამატულად აწევს წარბებს და ისე შემოგხედავს თითქოს ის ჰკითხე, ტუალეტის ქაღალდს რატომ ხმარობო. 

თქვენ გგონიათ, 35-40-45 წლის სტუდენტებმა არ იციან, რომ მათი საზღვარგარეთული დიპლომები არავის არ აინტერესებს? კარგად იციან, რომ ვიცე-პრემიერად რომ დაგნიშნონ, 30 დიპლომი კი არა, ზოგჯერ ერთიც კი არ გჭირდება. ჯობია ილოცო, რომ შენი სკოლის მეგობარი დათუნა სადმე კარგ თანამდებობაზე დანიშნონ, იქნებ შენც სადმე დაგსვას და პენსიასავით ხელფასი დაგინიშნოს.

"მარადიული სტუდენტები" შტერები კი არ არიან, რომ ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდნენ, უბრალოდ, როცა 40 წლის ხარ და არაფერი განსაკუთრებული მიღწევა არ გაქვს და სერიოზულს არაფერს აკეთებ, - სხვების თვალში მთლად წყალწაღებული „ნეუდაჩნიკი“ რომ არ იყო, თავი მარადიულ, სწავლის მაძიებელ ლომონოსოვად მოგაქვს, - თუ რამეა, სწავლობს ქალი (ან კაცი)! სულ სწავლობს.

თუ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ხარ და შესაბამის კვალიფიკაციას იმაღლებ - გასაგებია. 

თუ მეცნიერების კანდიდატი ხარ და მორიგ დისერტაციას იცავ, მესმის, მაგრამ როცა 40 წლის უაზრო ტრაკზე, უაზრო თავგადასვლებს ეძებ - ეს ძალიან საცოდავი სანახავია.

ალბათ, როცა 40 წლის სტუდენტი სტუდენტურ მერხთან ჯდება, მისი  ცნობიერება რეალობას სცდება და იჯერებს, რომ ჯერ პატარაა და ცხოვრება წინ აქვს. 

წინ კი აქვს ცხოვრება, მაგრამ სტუდენტობა, მაინც პატარების საქმეა. მერე უკვე მოსაბეზრებელია. თანაც, სწავლა-განათლების მისაღებად აუცილებელი არაა ყოველ წელს, სხვადასხვა კოლეჯის მერხებთან იჯდე. 

მსგავსი თემა: ცნობა ჰარვარდიდან

Tuesday 7 February 2017

ცხოველები, რომლებიც გიყვარს-VS-ცხოველები, რომლებსაც ჭამ


რამდენიმე დღის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ შველის მოკვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ამ უმსგავსო ფაქტმა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, "მშვენიერი" სქესის წარმომადგენლები გააღიზიანა, ის მშვენიერი "ნიმფები", რომლებიც ღორის ხინკალს და ბატკნის ჩაქაფულს ისეთი ექსტაზით და სიამოვნებით მიირთმევენ, როგორსაც ორგაზმის დროს არ განიცდიან, გოჭის ხორცის მოყვარული "კეთილი" გოგონები, - "გრაციოზული ავაზები" რატომღაც გაბრაზდნენ, რომ ვიღაცა ნაბიჭვარს შველის ხინკლები მოუნდა.

ვახ, აღარ უნდა "ადამიანს" გოჭის ხაში და ახლა შველის ხაში მოუნდა. ისევ, როგორც შენ გინდება ბატკნის ჩახოხბილი.

"უი-უი!"- მოთქვამენ ასეთი სურათის დანახვაზე გოგოშკები და ნიანგის ცრემლებს ღვრიან!  


ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ასეთი ქალები. მათი შერჩევითი სიკეთე და ცხოველთმოყვარეობა უცნაურია.  ლამაზ ცხოველებს არ ჭამენ და შედარებით უფრო ულამაზოებს (გოჭებს, ბატკნებს) სანსლავენ.

ზუსტად ისევე, როგორც ცხოვრება ექცევა ქალებს: ლამაზი ქალი პოდიუმზე და ჟურნალების ყდაზე, მახინჯი კი, კუხნაში.. ახია თქვენზე :))



აბა სცადე და მუცლის მონა ქალებს უთხარი, რომ ხორცი არ ჭამონ, ისეთი რეაქცია ექნებათ, თითქოს შეაგინე. საკუთარ შვილზეც კი უარს იტყვიან, მაგრამ ხინკალზე და მწვადებზე არა. და თუ სინდისმა შეაწუხათ, იტყვიან, რომ ხორცის გარეშე ავად გახდებიან და მოკვდებიან. ან რაღაცა ვიტამინები დააკლდებათ და ბლა-ბლა-ბლა.. ესენი უკაცობას, უფულობას და უყველაფრობას გადაიტანენ, ოღონდ უხინკლობას და უმწვადობას ვერა! 

ის ამბავი ყველას გაგიგიათ ალბათ, როცა ავიაკატასტროფის დროს უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილი ადამიანები შიმშილისგან ადამიანურ სახეს კარგავდნენ და თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ჭამდნენ. ვიღაცა ნაბიჭვარი ამას "გადარჩენის ინსტინქტს" დაარქმევს,

მაგრამ დაე ასეთი ნაბიჭვრები არ გადარჩნენ! რათ უნდა დედამიწას არაადამიანები, რომლებიც თავისი მუცლის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები!


ქალების ფარისევლობა კი, ძალიან გამაღიზიანებელია.

სახლში რომ ჰყავთ ის კატა ან ძაღლი კარგია, ლამაზია და მას არ ჭამენ, მაგრამ "გოჭის ხორცი და ტყემალი მმმმმმ" - რა კარგია...


Saturday 4 February 2017

დაორსულებული სიდონიები



- საერთოდ, რა მისია აკისრიათ ბერმონაზვნებს?
-
 ბერმონაზონთა უმთავრესი მისია, ქვეყნისთვის განუწყვეტელი ლოცვაა

საერთოდ, ბერმონაზვნობის არსი მდგომარეობს იმაში
რომ მონაზონი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს..

მამაჩემს გულწრფელად სჯერა, რომ ქალწული მარიამი სასწაულებრივად "ზეცისგან" დაორსულდა. მეზობლის ქალიშვილი რომ დაორსულდეს მასე ერთ მშვენიერ დღეს „ზეცისგან“, ცხადია არ დაიჯერებს და იტყვის, რას ლაპარაკობ კაცო, 25 წელი მილიციაში ვიმუშავე, რა სასწაულები აღარ გამიგია, მაგრამ ასეთი რამ გამორიცხულია..

თუმცა, სჯერა, რომ 500-1000 წლის წინ "არ იყო გამორიცხული" "ზეცისგან დაორსულება".

აგერ ჩვენი დროის იტალიელი მონაზვნების "ღვთაებრივი" დაორსულების ამბავს კი, მამაჩემი სკეპტიკურად უყურებს J


"იტალიაში 9 მონაზონი დაორსულდა სასწაულებრივად" - ყასიდად ვუჯავრდები მე. 
"ჰო, რა მოხდა მერე? ეგ რა შუაშია" - ბრაზობს. 

ეგრე იცის რწმენამ. სადაც რელიგიაა, იქ ბიოლოგიაც, ანატომიაც, ფიზიკაც, ქიმიაც და ლოგიკაც უძლურია.


დღეს იტალიელი მონაზვნების "სასწაულებრივ" დაორსულების ვერსიას არავინ „არ ჭამს“. აბა, ახლა, 21-ე საუკუნის ხალხი მთლად ძველებურებივით გამოყლევებული კი არაა.

"დღეს ისეთი ცოდვილები ვართ, რომ ღმერთებიც აღარ იბადებიანო" - ამბობდა ჩემი დიდი ბებია. 

დღეს 'ზეცისგან" თუ დაორსულდი, მაშინ აიფონით გადაღებული „მტკიცებულებაც“ უნდა წარუდგინო ხალხს, თორემ ოდნავ დაჭკვიანებულ თანამედროვე მასებს ვეღარ დააჯერებ. დებილები კი არ ვართ კაცო J

დღეს ღვთის მოციქულები, წინასწარმეტყველები, მუჰამედები და სხვა წმინდანები აღარ იბადებიან. აგერ ინგრევა მსოფლიო და სწორედ დღეს გვინდა სასწაულმოქმედი მოსე, ან ბუდა , მაგრამ სადაა?

დღეს დაფეხმძიმებული სიდონიების ნაყოფები წმინდანობის კანდიდატებად არც კი განიხილებიან! 

დღევანდელ წმინდანებს და იმამებს კი, ღვთაებრივი კი არა, მორტალ-კომბატური მისია აქვთ! L L

P.S. Чем более преуспевала подвижница, 
тем сильнее возрастала жестокость искушений. 
Однажды она зимой шла по льду через реку. 
Вдруг появились бесы, схватили ее и потащили к проруби. 
Аннушка стала горячо молиться: «Отче наш, Иже еси на Небесех…»
 На словах «Да будет воля Твоя» бесы исчезли. J