Wednesday, 20 December 2017

ინფუზორია-ქალამანა აზრს გამოხატავს!

როგორ ფიქრობთ, რისგან ბოროტდება ადამიანი? გადატანილი სტრესისგან, ტრაგედიისგან?

რა! ტრაგედიების გადატანაც და ცხოვრების გაგრძელებაც შეგვიძლია და ბევრმა დავრწმუნდით კიდევაც, რომ უბედურებების შედეგად ჭკუიდან არ ვიშლებით. 

გაბოროტების ნამდვილი მიზეზი განადგურებული თვითშეფასებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ბევრჯერ აგრძნობინეს, რომ არარაობა და "მეორეხარისხოვანი ნაგავია". 

საღად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემის მქონე ადამიანი ვერ იქნება ბოროტი და მავნებელი. 

ანუ, მავნებლობა ფსიქიკური ტრავმის შედეგია. თავიდან ყველა ადამიანი კომპლექსების გარეშე იბადება. მისი დაკომპლექსების და ჩაგრვის პროცესი მერე იწყება, როცა ხან მშობლები და ხან გარშემო მყოფები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, არწმუნებენ, რომ უმნიშვნელოა და არარაობაა. 

საწყალ ადამიანს გარშემომყოფების სჯერა და „აღიარებს“, რომ არარაობაა და აღარც ცდილობს ამ შეფასებას თავი დააღწიოს. ის ამას სამუდამო განაჩენივით ეგუება და მართლა არარაობა ხდება. თუმცა, ზოგი მაინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ არარაობა არაა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ლამობს, რომელსაც „სხვების აზრი“ ჰქვია. 

არარაობებად არ იბადებიან. ჩვენი არჩევანია ვინ ვიქნებით - ადამიანი თუ ინფუზურია-ქალამანა. 

თუ არ დაიბადე ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი, მაინც შეგიძლია მომავალში გახდე ლამაზიც, ძლიერიც და მდიდარიც. მთავარია არ გაბოროტდე იმ ადამიანების გამო, რომლებმაც დაგაჯერეს, რომ ნაგავი ხარ და ეს წყენა სიცოცხლის ბოლომდე გულში არ ატარო. მთავარია საკუთარ თავზე იმუშავო და მიკრობების კეტოგორიაში არ გადახვიდე.

ვინ არის ინფუზორია-ქალამანა? - ის, ვინც დაუჯერა სხვებს და შეეგუა იმას, რომ არარაობაა, ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და გაბოროტდა. გაბოროტდა და სხვისი ბედნიერების შურს. სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს წერს და ცდილობს სხვებსაც გული ატკინოს. მისი ერთადერთი ფუნქცია და ჰობი სხვების კრიტიკა, გამწარება და წუწუნია. ის თავის შხამს ინტერნეტ-სივრცეში აფრქვევს და ჯანმრთელ ადამიანებსაც უშლის ნერვებს. 

ინტერნეტი შეუზღუდავია და ნებისმიერ ინფუზორია-მიკრობს "აზრის“ გამოხატვის საშუალებას აძლევს. 
დაუბანელი, სუნიანი არსება, რომელსაც კვირაში ერთხელ თავის დაბანა სუპერ სისუფთავე ჰგონია, ძეხვის სუნიანი თითებით კლავიატურაზე სისულეებს ბეჭდავს. ცუდს წერს ყველაზე და ყველაფერზე. არასოდეს არაფერი არ მოსწონს. ლანძღავს კარგსაც და ცუდსაც. ყველაფერზე მხოლოდ უარყოფით კომენტარებს წერს და იგინება. 

მოცლილ არარაობას ხუთი ფეიკ გვერდი აქვს და იქიდან ანთხევს ბოღმას. 
ასეთი *ლე გააზიარებს ვიღაცის პოსტს და თავის *ლე სამეგობროსთან ერთან ლანძღავს ავტორს, რომელსაც არც კი, იცნობს. ასეთ სირებს ეს „გამოხატვის თავისუფლება“ ჰგონიათ. 

შენ ნუ იქნები ასეთი გაბოროტებული ინფუზორია-ნაგავი!

Sunday, 3 December 2017

ლონდა, ვანდა და ბედნიერი ქალები

დედაჩემს ვეხვეწებოდი, რომ გაკვეთილების მერე გახანგრძლივებულში არ დავეტოვებინე და მასთან სამსახურში წავეყვანე, სადაც ჩემი ბავშვური სამოთხე იყო.

იმდენად მიყვარდა ის ადგილი, რომ წლების შემდეგაც ხშირად მესიზმრებოდა და მენატრებოდა იქაური ყავის არომატი და ილიაუნის ბიბლიოთეკის მტვრიანი თაროები.

ჩემს სამოთეს მოჭორავე "ანგელოზებიც" ჰყავდა, რომლებიც თან საოცარი ყავის არომატს ქმნიდნენ და თან 80-იანი წლების თბილისის ყველაზე აქტუალურ თემებზე ჭორაობდნენ.

მაშინ „ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა „პროსტა მარიაც“ არ იყო ჯერ და ამიტომ, ქალების კოლექტივი თავიანთ დედამთილებს, მულებს და მეზობლებს ჭორავდა: ვინ რა კარგად ან რა ცუდად გათხოვდა და ასე შემდეგ. ოღონდ გაყრაზე მაშინ არ ჭორაობდნენ, იმიტომ, რომ გაყრა ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორც დღეს ჩოხებიანი გეების ქორწინება.

თან წიგნს ვკითხულობდი და თან ასეთ ფრაზებს ვისმენდი: „დედაჩემის დაქალი სულ ამბობდა: გოგოს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, როგორ იპოვოს კარგი ბიჭი და გათხოვდესო“

მაშინ ეს მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.

ქალების კოლექტივის თითქმის ყველა წევრი გათხოვილი ან უკვე დაქვრივებული იყო და ისინი მისია შესრულებული მესიების სიფათებით იჯდნენ და ორ პროვინციელ შინაბერა დებს გულშემატკივრობდნენ გათხოვებაში. 35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებას“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.  

ვანდა და ლონდა გამუდმებით იმას ყვებოდნენ, როგორი მოწესრიგებულები და კარგი დიასახლისები იყვნენ და რამდენს კარგავდნენ მათი სახით ეს ოხერი კაცები

ერთხელ ვანდა საავადმყოფოში იწვა და იქაც, ყველაფერი პერანგიდან დაწყებული პირსახოცებით დამთავრებული ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მთავარმა ექიმმა თქვა: „აჰ ვანდა, ისეთი გოგო ხარ, რომ ვინც შენ ცოლად არ მოგიყვანა მე იმ კაცის დედა მოვტყან!“.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდაც და ვანდაც როგორც იქნა, გათხოვდნენ. ორი-სამი თვე მზითვებს განიხილავდნენ და შემდეგ ზარ-ზეიმით ქორწილებიც გადაიხადეს. ჯგუფში შინაბერები აღარ იყვნენ და მთავარი თემა ისევ დედამთილები და მულები გახდა. 

ლონდა ახალ ოჯახზე ნორმის ფარგლებში ჭორაობდა, აი მისი და ვანდა კი, სულ თავის ქმარს ემდურიდა. უფროსი ლონდა თავს უფრო ჭკვიანად თვლიდა და ერთხელ ვერ მოითმინა: „გაჩერდი ქალო, ძლივს ქRმები“ ვიპოვეთ და ახლა მთლა იდეალური არ მოუნდა ამას! სადაა იდეალური?"

ატყდა ხარხარი. სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო.  

ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ჩემი სამოთხის მოჭორავე ანგელოზები ან ძალიან ბებრები არიან ან ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ დღეს რა შეიცვალა? დღესაც მილიონობით ლონდები და ვანდები თითქმის დაბადებიდან "ქRმებს" ეძებენ და ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ სარეცხის თოკზე კაცის შარვალი ეკიდოს.

ერთი პერიოდი მახსოვს იყო ასეთი "მოდა", როცა პროვინციელი გოგონები თითქოს ვალის მოხდის გამო „დროებით“ თხოვდებოდნენ, ბავშვს აჩენდნენ და ერთ წელიწადში ეყრებოდნენ უვარგის ქმრებს და მერე იწყებდნენ რომანტიკაზე და ბედნიერებაზე ფიქრს.

ისე კი, განათხოვარი კიდე ჯანდაბას. აი, ტერმინი „შინაბერა“ იყო მწარე. მაგას ჯობდა "მარტოხელა დედა", "ქვრივი" ან თუნდაც ბოზი ყოფილიყავი. აი ეს „შინაბერა“ ძაან შეურაწმყოფელი იყო რა! J)) ამიტომაც უამრავ ნორმალურ ქალს სახლში კუანა, არაფრის მაქნისი დედის ბულკები ჰყავთ. მერე რა, რომ ქმარი არ მოსწონს და ტელესერიალის გმირებზე ოცნებობს. მერე რა, რომ შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ოთახს ანიავებს საშინელი სუნის გამო, სამაგიეროდ გვერდზე "ხინკლების შრედერი" ქმარი ხვრინავს, ქმარი ჰყავს, ესეგი „ბედნიერი ქალია“. 

Friday, 22 September 2017

ქალური შოვინიზმი

 

ვინ იცის, იქნებ კატალონიელ ქალებს, ვთქვათ, მექსიკელი ქალები არ მოსწონთ. ან შეიძლება ინგლისელი ქალები გერმანელ ელზას, მართას და ზელდას ან შოტლანდიელ ქალებს ზემოდან დაჰყურებენ, - "ფუჰჰ, ჩვენ ვჯობივართო"? ან იქნებ ფრანგი ქალები იტალიელ ქალებს ვერ იტანენ და დასცინიან?
რა ვიცი. შეიძლება ასეა. 

აქ საინტერესო ფაქტორი ის არის, რომ ერთმენეთისთვის კარგად ნაცნობი, თითქმის მშობლიური 
ერები, "თავისიანებს" ვერ იტანენ და სერიოზულად არ იღებენ. იქ, სადღაც ოკეანების გაღმა არსებობენ მაგარი ქალები, ეს "ჩვენიანები" კი, არაფერი, ნაგავია კაცო! ასე ფიქრობს ყველა. რომც არ თქვას, მაინც ასე ფიქრობს. 
მთავარია, რომ განსხვავებული და უცხო იყოს, მთავარია, "ჩვენიანი" არ იყოს. "ჩვენიანი არც მოდელი, არც მსახიობი და საერთოდ არაფერი "არ ვარგაო"!

მოკლედ, ფრანგ, გერმანელ, ინგლისელ, რუს, პოლონელ ან უკრაინელ ქალებს შეიძლება არ მოსწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ყველანი ერთნაირი ვაგინების პატრონები არიან. არც ერთი არ შარდავს შანელ5-ით და არც ერთი ერი არ არის მასიურად ლამაზი. 

მაგრამ, კავკასიელებს ყველაზე მეტად არ მოსწონთ ერთმანეთი, თუმცა, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.
ეს ერები ერთმანეთს ამრეზით უყურებენ და ერთმანეთის მიმართ დამაკნინებელ ეპიტეტებს არ იშურებენ. ამათთვის 
ფრანგი მიშელი სულ სხვა ფენომენია! ის ხომ ფრანგია, შესაბამისად, მაგარია და მხოლოდ შანელის სუნამოთი შარდავს.

ერთი ბებია "ქალაქელი სვეტი" მყავდა, მეორე კი მიწაზე მომუშავე გლეხი, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთის მიმართულებით დაკლულ ცხვარს ჭამდა, აი სწორედ ის გლეხი ბებია, სხვა ეროვნების ხალხს უჯიშოებად თვლიდა! დარწმუნებული ვარ, შენი სოფლელი ბებიაც ასე ფიქრობს სხვა ერებზე! ყველგან მასეა. ქალაქელი ბებია კი, საერთოდ არ იყო შოვინისტი, იმიტომ, რომ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობდა და ზუსტად იცოდა, რომ ყველანი ერთნაირები ვართ
 

ანუ, ამ პოსტით რისი თქმა მინდა:
რადიო თავისუფლების ფეისბუქ-გვერდზე სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელშიც ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის და აზერბაიჯანელი ხანის ქალიშვილის, ვინმე გონჩა ბეიმის სასიყვარულო ურთიერთობებზე იყო ვარაუდი. სტატიას რომ ახლდა იმ ფოტოს თუ დავუჯერებთ, გონჩა ბეიმი სილამაზისგან შორს იყო. მაგრამ, რას იზამ, იმ დროინდელ კაცებს ჯერ არ ჰყავდათ ნანახი ადრიანა ლიმა და ამიტომაც, მსუქანი გონჩა ლამაზი ეგონათ, ალბათ.

                                  

სტატიის კომენტარებში ერთი ისტერიული ქათმუშკა კიოდა: "რრასსს ამბობთ კაცო, ეკატერინე ჭავჭავაძის მოტრფიალე კაცს ეს სიმახინჯე როგორ შეუყვარდებოდაო! დიდი პოეტის ხსოვნას ნუ აყენებთო შეურაცხმყოფასო! ეკატერინე ჭავჭავაძე ულამაზესი იყოო!!" . 

იქნებ ეს ქათმუშაკა მართალს ამბობს მეთქი და ეკატერინე ჭავჭავაძე დავგუგლე.

აგერ ბატონო, ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტიც! ჰა გონჩა ჰა ეს, ერთმანეზე ვარესები! სილამაზის ნატამალი "ჩკა"! მაგრამ, ქათმუშკა უტიფრად მიმტკიცებდა, რომ მაწონი შავია.

ვაჩვენე პორტრეტი, - ერთი შენ ხარ ლამაზი და ერთი ეს ეკატერინე მეთქი და:

"არა, არა, ამ პორტრეტზე ეკატერინე ცუდად არის, ის პორტრეტი სადაც ლამაზად არის, დაიკარგაო!" - მაინც არ ცხრებოდა ქათმუშკა. 


ახლა, ეს ორი მსუქანი ქალი - ეკატერინე ჭავჭავაძე და გონჩა ბეიმი წარმოიდგინეთ გახდილები ქალთა აბანოში.. მითხარით რა კავშირი აქვთ ამ მსუქან კნეინებს სილამაზესთან? ან ერთს ან მეორეს? რა ცუდი გემოვნება ჰქონია ნიკოლოზ ბარათაშვილს :))

მაგრამ, იმ ტუტუც ქალს, რომელსაც ფეისბუქზე საცხოვრებელ ადგილად, წალენჯიხის ნაცვლად საფრანგეთი ჰქონდა მითითებული, ჰგონია, რომ ეკატერინე ულამაზესია, აზერბაიჯანელი გონჩა კი სიმახინჯე და " დიდი პოეტის შეურაცხყოფაა", იმიტომ, რომ "თათარი" და "უჯიშოა". მეც მყავდა შოვინისტი ნათესავები და ვიცი, რომ ერთუჯრედიანები არც ერთ ერს არ გვაკლია. 

ახლა ის გონჩა 
იგივე გარეგნობით რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ინგლისელი ლორდის ქალიშვილი მის როზამუნდა ბლექველი ან ფრანგი მადამ ეჟენი ბეზანსონი, მაშინ ალბათ იმ წალენჯიხელი გოიმი ქალის თვალში უსაზღვროდ ლამაზი და ელეგანტური ქალბატონი იქნებოდა. პროვინციული ვაგინები ოკეანის გაღმა, სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ "სხვანაირ" ვაგინებს ეტრფიან და ბაძავენ. რა უცნაური ლოგიკაა აქვთ ქათმუშკებს არა? 
აი მაგალითად, გერმანელ ელზას, ფინელ ჰილდას და ესპანელ იზაბელას, ეროვნების განმსაზღვრელ ნიშნად - მწვანე ფერის ვაგინები რომ ჰქონოდათ, მაშინ კიდე გავიგებდით უცხო ვაგინების გაღმერთების ფენომენს.

Tuesday, 13 June 2017

ბედნიერების სუნი


ჩემი ნაცნობი სულ წუწუნებდა, რომ მისი კოლეგა, ახალგაზრდა ბიჭი საშინლად ყარდა და მასთან ერთად ოთახში ჯდომა იმდენად უჭირდა, რომ კარ-ფანჯრებს ზამთარშიც ღიას ტოვებდა. 
მორიდებული ადამიანია ეს ჩემი მეგობარი და ვერც ეუბდებოდა: „წადი დაიბანე შენ კარგმოტ*ნულო“

ერთ მშვენიერ დღეს კი, გახარებული ყვებოდა, ის ბიჭი აღარ ყარსო და ამ სასწაულებრივი მეტამორფოზის მიზეზი თურმე დაწესებულების პირველ სართულზე სხვა ოფისში მომუშავე გოგონა ყოფილა, რომელიც შენობაში მყოფ ყველა მამრთან კეკლუცობდა და ერთი-ორჯერ ამ ჩვენს სუნიან ბიჭსაც გაუღიმა. 

იმ დღიდან სუნიანი ბიჭი ძალიან ხშირად გადიოდა ოთახიდან და აშაკარად უფრო ხშირად ბანაობდა. თუმცა, საუბედუროდ, „ბედნიერების სუნი“ დროებითი აღმოჩნდა. ის გოგო ვიღაც ცოლიან ტიპს გაეკიდა, სუნიანი ბიჭი კი, დეპრესიას დაუბრუნდა და ისევ აყროლდა. 

„ამ შენს სუნიან კოლეგას სასწრაფოდ სხვა სიყვარული უნდა მოუძებნო, თორემ ბოთკინს ვერ აცდები“ - ვღადაობდით. 

ერთი არანაკლებად მძიმე შემთხვევა მახსოვს: დეპრესიული-მემონტაჟე ბიჭი, თავისი ფიცხი და მურტალი ხასიათის გარდა საზოგადოებას კიდევ იმით გვსჯიდა, რომ საერთოდ არ ბანაობდა. მასთან მონტაჟის დროს ვოცნებობდით, რომ მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ გაეხადა ის ქუდი და მისი 5 თვის წინ დაბანილი თავის საშინელი სუნი ან გვეგრძნო. 

ყველა დუმდა. ნუ რა გინდა რომ თქვა? "მემონტაჟე ყარს და მასთან არ ვიმუშავებ" ხომ ვერ იტყოდი. 

ტიპი სულ დეპრესიაში იყო. მისი ქრონიკული დეპრესიის მიზეზის ახსნასაც ვცდილობდით, იქნებ რამე სჭირს და იმიტომ არის სულ დეპრესიაში, მაგრამ როგორც დეპრესიისკენ მიდრეკილ ყველა ჩლუნგს, მასაც სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. ანუ დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში არ იყო. 

მგონი სულ ერთ ადგილზე ჯდომისგან ემართებოდა ის მარაზმი. ნუ, უბრალოდ მუდო იყო რა. Унылое гавно..

Smelling bad, ანუ აყროლება - ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზია. 

დიახ, ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი არ ყარს. სადმე, რამე თუ გიყარს, ესეგი უბედური მუტანტი ხარ. 

ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსაზღვრა სწორედ მისი არ დაბანვის სურვილით და სუნით არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტად ყარს, მით უფრო უბედური და საცოდავია. 

წყალი მარტო დასალევად კი არ არის! ცივილიზაციის პირობებში, როცა წყლის ჭიდან ამოტანა აღარ გვიწევს, როგორ შეიძლება, ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი, ნუ ჯანდაბას, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც არ ბანაობდეს? 

შეიძლება ადამიანი საკუთარ სუნს ვერ გრძნობდეს, მაგრამ ლოგიკურადაც ვერ აზროვნებს? ორი კვირა თუ არ იბანავე ესეგი უკვე ყარხარ და გარეთ ნუ გადიხარ და გარშემომყოფებს ნუ აწუხებ სუნით რა. 

ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი სისუფთავეს და სასიამოვნო არომატებს უნდა აფრქვევდეს. 

მოკლედ, წადი იბანავე! 

Wednesday, 10 May 2017

სათნო ბოზები

ას ფიქრობთ, როცა რელიგიურ ღონისძიებებზე ყველაზე „სათნო“, ყველაზე „სულიერად ამაღლებული“ და „ღვთის მორჩილი მონას“ სახით ის ქალები სხედან (ან დგანან), რომლებსაც საზოგადოებაში ცუდი რეპუტაცია აქვთ? 

როცა „პატიოსანი“ დეიდები ჰა-ჰა და ჰი-ჰი თავის ამბავში არიან, პუტანკებად ცნობილები კი, "გულიანად ლოცულობენ"?

ბავშვობაში მიყვარდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ისეთ სიტუაციებს, როდესაც ჩემს მეზობელ "ოჯახის ქალებს" სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ლოცვებიც და რიტუალებიც და ვერც მალავდნენ რომ მხოლოდ საჩვენებლად და საჭორაოდ იკრიბებოდნენ; უბნის "პუტანკები" კი, ხაზგასმულად მოკრძალებულად ჩაცმულები „გულით, სულით და ფიქრებით“ ვითომ "ღმერთან იყვნენ.

-  „ერთი ამას უყურე ქალო რა დღეშია, ახლა ვითომ ცოდვები მოინანია თუ რა?“ - იტყოდა ხოლმე ერთი პატიოსანი დეიდა.
-  „უიმე, ქალო, იქნებ სწორ გზაზე დადგა, რა გინდა?“ - კისკისებდა და იაზვობდა მეორე.
-  „ვაი ამის პატრონს, ამისგან ქალი აღარ გამოვა“ - გამოუტანდა განაჩენი მესამე.

მე კიდე, 11 წლის ბავშვის ჭკუით მჯეროდა, რომ რომელიმე პუტანკა ცოდვებს მართლა მოინანიებდა და იმ დღიდან "წმინდა ქალწულად" იქცეოდა.

უკვე მოგვიანებით, სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ პატიოსან დეიდებსაც, ჭორიკანა ოჯახის ქალებსაც და პუტანკებსაც ერთნაირად ეკიდათ ცალ ფეხზე რწმენაც და ღმერთიც. 

კდემამოსილი ჭორიკანა  დეიდებიც და სათნო ბოზებიც მხოლოდ საჩვენებლად კარგი ქალების და კარგი ადამიანების როლს თამაშაობდნენ.

რა კარგია არა? 

რაც გინდა ჩაიდინე, რა ნაგავიც გინდა იყავი, საჯაროდ მორწმუნეს როლს თუ ითამაშებ და ცოდვებს "მოინანიებ" ბრბო ყველაფერს გაპატიებს, მთავარია ღმერთის სახელი ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა ახსენო.

ხალხი ასეთებს ამართლებდა კიდევაც: მერე რა, ერთხელ, 5 ჯერ (ან 500 ჯერ) თუ შეცდა ადამიანი? ახლა ხომ დადგა ღმერთის გზაზეო! 

ყველაზე სასაცილო კი ის მომენტია, როცა უცებ "გასათნოებული" ბოზები  "ურწმუნოებს" გვასწავლიან ჭკუას: ნწ, ნწ, როგორ შეიძლება! გოგო, აზრზე მოდი, ღმერთის სახელი არ დაივიწყო!

ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც 10-ჯერ შეუცვლიათ რწმენა და კარგა ხანს ვერ იღებნენ გადაწყვეტილებას, რომელი რელიგიას უკან დაიმალონ და დღემდე სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა როლებს თამაშობენ. 

ზოგი კრიშნადან იწყებდა, მუსლიმობით ამთავრებდა და მერე საერთოდ ფეხებზე იკიდებდა რელიგიას და ბოლოს თანამედროვე კოსმოპოლიტი ხდებოდა, მერე კი ისეც თავიდან გადიოდა რელიგიურ წრეზე.

მას შემდეგ, დემონსტრაციულად  „სათნო-სიფათიან" მორწმუნე ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემდაუნებურად ვფიქრობ: "უუუ შენ მე რომ ვიცი ისეთო!" 


Sunday, 16 April 2017

წარმატების ზუსტი ინდიკატორი


სიტყვა "წარმატებული" ჩემთვის ერთერთ უნიკალურ თანამშრომელთან ასოცირდება, რომელიც ჟურნალისტი არ იყო, მაგრამ ჩვენთან, ანუ ჟურნალისტებთან ერთად VIP პერსონებთან ინტერვიუებზე მოდიოდა, რესპოდენტებთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა და შემდეგ სოციალურ ქსელებში დებდა წარწერით: „ინგლისური ჩაი დიდი ბრიტანეთის ელჩთან“, „ყავა კალაძესთან“, ან „საინტერესო საუბარი მეთიუ ბრაიზასთან“ და ასე შემდეგ.

ინტერვიუს დროს, გვერდზე ჩუმად იჯდა. 

ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, სამაგიეროდ მთელ თბილისს და მას სოც.ქსელებში მთელი თბილისი ჰყავდა მეგობრებში ეგონა, რომ ის უაღრესად ნიჭიერი და წარმოუდგენლად საქმიანი ქალბატონი იყო, რომელიც ნებისმიერ დროს ვინმე ვი-აი-პი პერსონასთან ინგლისურ ან ჩინურ ჩაის, ან ტაილანდურ ყავას სვამდა. მოკლედ, ძალიან წარმატებული იყო ის გოგო ფეისბუქზე. 

„და შენ რატომ დასცინი? დასაცინი შენ ხარ“ - მითხრა ჩემმა ერთმა ახლობელმა. 

"გამოცემის ერთერთი რუბრიკის თანახმად ყოველ კვირას შენ წერ ინტერვიუებს vip პერსონებთან, ხომ ასეა? ანუ, შენი საქმიანობაა ეს, მაგრამ მათთან ფოტოებს რატომღაც სხვები იღებენ და პიარდებიან. ახლა მოდი და მიმტკიცე, რომ შენ არ ხარ დებილი და ვითომ ჭკვიანი ხარ!" - ასე მითხრა.

ცოტა დავფიქრდი. 
კი ბატონიო, დებილ ბრბოზე ასეთი „პიარი“ მოქმედებს. ვეთანხმები, რომ ასეთი მეთოდით "ფოლოვერების" მთელ არმიას შეაგროვებ, მაგრამ, 
ფოლოვერები რაღა სიკვდილია? მათ ხომ კოლექტიურად "უყვარხარ" და კოლექტიურადვე სძულხარ, სხვა რა ხეირი აქვთ? 

რას ამბობ, ფოლოვერების გამოყენება კომერციული მიზნებით შეიძლებაო. მაგალითად რაღაცა კრემის რეკლამა გააკეთე და ვიღაც ქათმუშკები იყიდიან, შენ კი ფულს გააკეთებო :)) 

თურმე პრესტიჟიც ყოფილა ფოლოვერები. 
ერთმა ნაცნონმა ვიღაცაზე ასეთი იდიოტიზმი წამოაყრანტალა: "კაცო, ის ვინ ჩემი ფეხებია, შევედი მის გვერდზე და სულ რაღაც 15 ლაიქი ჰქონდაო!"  ვოტტ! 

მოკლედ, ლაიქები და ფოლოვერები თუ არ გყავს მაგარ ტრაქში ხარ რო იცოდე! 


Friday, 24 February 2017

ვისაც სხვისი უბედურება ახარებს..

პირველი აზრი, რომელიც ადამიანს უბედურების დროს თავში მოსდის რატომღაც არის: ღმერთო რა დავაშავე? რისთვის დავისაჯე?

ისე, დავუშვათ, რომ ჩვენს თავს გადამტყდარი უბედურება, ღვთის სასჯელია. ეს ლოგოკურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უბედურება პირადად ჩვენ, ანუ თავად ცოდვილს ეხება, - თვითონ ხდება ავად, ან სხვა უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. 

თუ ღმერთი არსებობს, მისი სასჯელი ვერ შეეხება მის ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს. არ უნდა შეეხოს მათ. ყველა თავის სასჯელს უნდა იხდიდეს. მე თუ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, ჩემმა ახლობლებმა რატომ უნდა აგონ პასუხი ჩემი ცოდვების გამო? რომელი ლოგიკით? რომელი სამართლიანობით?

თუ ღმერთი არსებობს, ის ვერ იქნება ისეთი უსამართლო და სასტიკი და ჩემი ცოდვების გამო ჩემს ახლობლებს არ დასჯის. მშობლების ცოდვების გამო, შვილები ვერ დაისჯებიან.

ასეთი "სასჯელის" მოფიქრება და წარმოდგენა მხოლოდ პლანეტის უბოროტეს არსებას - ადამიანს შეუძლია. ეს ღვთის კი არა, ადამიანისეული "ლოგიკაა", რომ თურმე მშობლის გამო შვილი ისჯება...

გული მერევა, როცა ადამიანები ერთუჯრედიანი თავებით, სხვისი უბედურების ინტერპრეტაციას აკეთებენ. 

აი თურმე, ამა და ამ ცოდვების გამო, ასე დაემართა და „დაისაჯა“. სხვისი უბედურებების ინტერპრეტაციის მოტივაცია გასაგებია პრინციპში: ადამიანი ცდილობს უბედურების მსხვერპლს ბრალი მოუძებნოს და ამით საკუთარი თავი "დაიზღვიოს" უბედურებისგან, - თურმე ის ცუდი იყო და იმიტომ დაემართა, მე კარგი ვარ და მე არ დამემართება. 

ასეთი აზროვნება უკვე დიაგნოზია და ასეთ იდიოტებს ვეღარ ვუმკურნალებთ, მაგრამ თუ მთლად ხელიდან წასული დეგენერატი არ ხარ, უნდა შეიგნო, რომ ერთი ადამიანის ცოდვების გამო, მეორე ადამიანი ვერ დაისჯება. არ უნდა დაისაჯოს, ასეთი „სამართლიანობა“ არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. 

და თუ როდესმე, სადმე ჩვენი ცოდვების გამო ვაგებთ პასუხს, უეჭველი ყველანი საკუთარ თავზე ვიქნებით პასუხისმგებელნი! 

Tuesday, 7 February 2017

ცხოველები, რომლებიც გიყვარს-VS-ცხოველები, რომლებსაც ჭამ


რამდენიმე დღის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ შველის მოკვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. 

ამ უმსგავსო ფაქტმა, ყველაზე მეტად "მშვენიერი" სქესის წარმომადგენლები გააღიზიანა, აი ის "მშვენიერი ნიმფები", რომლებიც ღორის ხინკალს და ბატკნის ჩაქაფულს ისეთი ექსტაზით და სიამოვნებით მიირთმევენ, როგორსაც ორგაზმის დროს არ განიცდიან.

გოჭის მწვადის მოყვარული "კეთილი და გრაციოზული ავაზები" რატომღაც გაბრაზდნენ, რომ ვიღაცა ნაბიჭვარს შველის ხორცის ხინკლები მოუნდა. ვახ, აღარ უნდა "იმ ადამიანს" გოჭის ხაში და ახლა შველის ხაში მოუნდა. ისევე, როგორც შენ გინდება ბატკნის ჩახოხბილი. 

ამ სურათის დანახვაზე ფარისეველი გოგოშკები ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ:  


ვერასოდეს ვერ გავიგებ, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ასეთი ქალები. ცხოველების მიმართ მათი შერჩევითი სიკეთე უცნაურია. ლამაზ ცხოველებს, ანუ ლამაზ შველს არ ჭამენ, მაგრამ ნაკლებად ლამაზი ბატკანი არ ეცოდებათ? 

აბა, ბატკანს რატომ ჭამ შე კარგმოტ***ო? იმან რა დაგიშავა?

სახლში რომ ჰყავთ ის კატა ან ძაღლი კარგია, ლამაზია, მას არ ჭამენ, მაგრამ "გოჭის ხორცი და ტყემალი მმმმმმ" - რა კარგია. 

შემწვარი პატარა გოჭუნა მაგიდაზე რა უბედურებაა. მაშინ არ სტკივათ გული? 

ეს ისეთივე ტრაკიდან მოსული ლოგიკაა, როგორც მაგალითად: ლამაზი ქალები პოდიუმზე და ჟურნალების ყდაზე, მახინჯები კი კუხნაში გაუშვით.


აბა სცადე და მუცლის მონა ქალებს უთხარი, რომ ხორცი არ ჭამონ, ისეთი რეაქცია ექნებათ, თითქოს შეაგინე. 

საკუთარ შვილზეც უარს იტყვიან, ოღონდ ხინკალზე და მწვადებზე არა. თუ სინდისმა შეაწუხათ, იტყვიან, რომ ხორცის გარეშე ავად ხდებიან და კვდებიან. ან ვიტამინები აკლდებათ და ბლა-ბლა-ბლა. 

უკაცობას, უფულობას და უყველაფრობას გადაიტანენ, ოღონდ უხინკლობას და უმწვადობას არა! 

ის ამბავი ყველას გაგიგიათ ალბათ, როცა ავიაკატასტროფის დროს უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილი ადამიანები შიმშილისგან ადამიანურ სახეს კარგავდნენ და თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ჭამდნენ. 

ვიღაცა ნაბიჭვარი ამას "გადარჩენის ინსტინქტს" დაარქმევს. მიმიფურთხებია ასეთ გადარჩენაზე! ადამიანურ სახეს თუ კარგავ და მეგობრებს ჭამ, ნული ფასი აქვს შენს არსებობას, ჯობია ჩაძაღლდე. 

რათ უნდა დედამიწას არაადამიანები, რომლებიც მუცლის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები?



Wednesday, 18 January 2017

რომელი ეროვნების ქალია ყველაზე ლამაზი?

თუ სათაურს დაუჯერე და მართლა ფიქრობ, რომ რომელიმე ეროვნების ქალები მასიურად სხვებზე ლამაზები არიან, ესეგი იდიოტი ხარ!

თუმცა რა შენი ბრალია, სოფი ლორენმა და მონიკა ბელუჩიმ "ჩაგინერგეს" მაგ ინფანტილურ თავში ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ყველა იტალიელი ქალი მონიკა ბელუჩი და სოფი ლორენია. კოკო შანელმა კი, დაგაჯერა, რომ ფრანგი ქალები ყველაზე ელეგანტურები არიან და Chanel-5-ით შარდავენ.

იმ გარემოში, სადაც მე ვიზრდებოდი, ჩემი შავი, ბანჯგვლიანი ნაცნობ-ნათესავები ღია ფერის თმის და თვალების მქონე ქალებს აღმერთებდნენ. აღარ მოსწონდათ თავიანთი „შავი" ქალები და ფრაზა "თეთრი გოგო" ჩვენთან ავტომატურად კომპლიმენტი იყო. ნებისმიერი ღია ფერის თმის მქონე ქალი კი, რომელიც აზერბაიჯანელს არ ჰგავდა, უკვე ავტომატურად „კრასავიცა“ იყო.

რაც დეფიციტია ის გვინდა ხოლმე და ამის გამო, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ყველა გოგო "ძალით ბლანდინკა" ხდებოდა იმ იმედით, რომ ანჯელინა ჯოლის ან ორნელა მუტის დაემსგავსებოდა.

ერთი აზერბაიჯანელი ბიჭის სასოწარკვეთილი პოსტი შემხვდა ფეისბუკზე. საწყალ ბიჭს სკანდინავიელი გოგოების ფოტო ჰქონდა გაზიარებული წარწერით: „ღმერთო, ჩვენთან მარნეულში ასეთები რატომ არ არიან?“  


ანუ, მოთხოვნა იმაზეა, რაც დეფიციტშია.


სკანდინავიის უწარბ-უწამწამო ზღვის წავებს კი პირიქით, სამხრეთული ტიპის ბანჯგვლიანი კაცები მოსწონთ:) 
აქ მთავარი ფაქტორი კონტრასტია. მთავარია განსხვავებული ტიპაჟი იყოს და ჩვენ არ გვგავდეს.

კავკასიელი ბანჯგვლიანი, ღიპიანი კაცები რუსი ქალების სილამაზეზე თხზავდნენ ლეგენდებს, იმიტომ, რომ მესამეხარისხოვან კაცებს მხოლოდ რუსი ქალები უწვებიან უფასოდ (არა, ნორმალური რუსები კი არა, ალკაშების ოჯახში გაზრდილები). ნუ კაი ჰო, რუსი ქალების უმრავლესობა კაცების მიმართ ძალიან "კეთილია“. მათ არნახულ "სილამაზეზე" ლეგენდებიც აქედან მოდის მგონი.

შენი აზრით, ლონდონის, პარიზის, რომის, ფრანქფურტის ან ნიუ-იორკის ქუჩებში ათასობით მონიკები და სოფი ლორენები დადიან? იქ ბევრი შეგხვდა მასეთი? არა ხო? იმიტომ, რომ, სილამაზე ყველგან, ნებისმიერ ერში ერთნაირად იშვიათია. სილამაზე მასიური ვერ იქნება. სიმახინჯეა მასიური! 

ყველა ქვეყნის ქალების 60% მოუვლელია და არაა საჭირო იდიოტური კლასიფიცირება თუ რომელი ჯიში ჯობია - ფრანგები, ჩეჩნები, ოსები, რუსები და ა.შ.

მასიურად ლამაზი ერი არ არსებობს. სამაგიეროდ მასიურად დებილი ბრბო არსებობს, რომელსაც სერიოზულად ჰგონია, რომ რომელიმე ერი განსაკუთრებულად ლამაზია. აბა გისმენ, შენი აზრით, რომელი ერია ყველაზე ლამაზი? Опять რუსები? უი, დღეს ხომ უკრაინელებია მოდაში! 

                                        

Tuesday, 17 January 2017

გოგონა, რომელსაც ღორის ხაში უყვარს

ერთი ახალგაზრდა ქალი ტელეფონით ვიღაცას სთხოვდა, “აუ, ჩემს მოსვლამდე იქნებ გააკეთოო ღორის თავიო”. 

ოღჩ! OMG! ღორის თავის სუპს  ან ხაშს გულისხმობდა ალბათ! ვუსმენდი და ყბა ჩამომივარდა. უცებ წარმოვიდგინე ნაწამები ღორის თავი ტაფაზე და მერე რატომღაც ბავშვობაში ნანახი ჭიებიანი ცხვრის თავი გამახსენდა. 

მერე შევღონდი და ადამიანებად წოდებული არსებების ცხოვრების აზრზე შევწუხდი. 

რომ ჰკითხო, ყოველი მეორე საშუალოსტატისტიკური ადამიანი სულიერ განვითარებაზე და „ღმერთთან მოახლოვებაზე“ ფიქრობს, მაგრამ რა ჰქნას, ცხოველური საწყისი მასში დომინირებს. ადამიანი ღორის თავებსაც ცეცხლავს!!!.

თავებსაც ჭამენ, კუდებსაც, გენიტალიებსაც და ლამისაა რქებიც შეუჭამონ საწყალ ცხოველს. 
ეჰ, არადა, განა ღორის თავების ჩაცეცხლვა და მერე ორგანიზმიდან ჭიების განდევნაა თქვენი ცხოვრების აზრი? 

ნუ, ძეხვებს, სოსისებს, ბასტურმას, შაურმას და სხვა ნაგავს რომ ჭამ მესმის, "ადამიანური" მომენტია, მაგრამ, ახალგაზრდა ქალი ისე რამ უნდა გამოგაყლევოს რომ ღორის თავის სუპი-ც მოგინდეს? 

წლებია ხორცს საერთოდ არ ვჭამ და "ღორის თავის სუპის" წარმოდგენაზე ხომ საერთოდ გადავირიე. 

ამას წინათ ორი „მის ფიგგი“ ფეისბუკზე კამათობდა თემაზე, „ვჭამოთ თუ არა პატარა გოჭუნები“? ალბათ რაღაც მომენტში სინდისმა შეაწუხათ. 

ერთს, ღორის მწვადების ხსენებაზე მუცელი უყურყურებდა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, პატარები ცოდოები არიანო იქნებ არ ღირსო.

მეორე მსუნაგი დედაკაცი, კი, რომელიც თვითონაც უკვე მის ფიგგის ჰგავდა თავს იკლავდა: „არა რას ლაპარაკობ, მმმ, გოჭები და ტყემალიო! ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებო! ასეთ რამეზე უარი როგორ უნდა ვთქვაო!“

რომ ჰკითხო, ორივე ეს დედაკაცი ვითომ ცხოველების მოყვარულია და ძაღლები და კატები უყვართ და მათ არ ჭამენ. ნუ ჯერ იმდენად არ შიათ, რომ თავისი ძაღლი შეჭამონ. მაგრამ, მე ასეთ ხალხს არ ვენდობი. რომ დასჭირდეთ თავის ძაღლსაც შეჭამენ ალბათ. 

მსუნაგი დედაკაცების სიკეთე რატომღაც შერჩევითია. მათი უნამუსო მუცლის მსხვერპლები ჯერ-ჯერობით, მხოლოდ გოჭები და ბატკნები არიან, მაგრამ ძალიან თუ მოშივდებათ ძაღლებსაც შეჭამენ ალბათ.

ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ გოჭისტ ქალებზე! 

დაიმახსოვრეთ! ეს აქსიომაა: ღორის ხაშის და მწვადების მოყვარული გოგო ნელ-ნელა თავადაც „მის ფიგგი“ ხდება ანუ, ასაკთან ერთად ღორს ემსგავსება! 

კი არ სუქდება, სიფათით ემსგავსება დედა-ღორს!  

დამიჯერეთ, ადამიანი არის ის, რასაც ჭამს! ჰო და, ჯობია, ქათმის ფილე ჭამოთ და ისევ ქათმებად დარჩეთ, ვიდრე ღორებად გადაიქცეთ! 

ნუ ჭამ ცხოველებს!