Tuesday, 1 December 2015

ყველაზე მაგარი გოგოები


შემოდგომის სუსხიან, წვიმიან დილას, 09.15 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ჩემს წინ ლამაზი გოგო მიდის. საშუალოზე ცოტა მაღალი, ღია ფერის თმებით და თვალებით, კუკლა ბარბია. კუკლას მოკლე კაბა აცვია და მგონი სცივა. 

უკან ორი ტიპი მიჰყვება და ეტყობათ, რომ კუკლას დანახზაზე კარგ ხასიათზე დადგნენ. გოგო ამაყად მიდის - ზუსტად ის კადრია იმ ფილმიდან, სადაც  სქელტრაკიანი ქალების კუმირი კაცებს აგიჟებს..მალენა თუ ჯანდაბა.

მაგას ვფიქრობდი რა ტიპის მოტივაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ სიცივეში დილა უთენია თხელ კოლგოთკიანი ფეხების დემონსტრირების სურვილი გაგიჩნდეს, ერთმა ბიჭმა ხმამაღლა წაიღრიჭა: "არ სცივა ნეტა?". ფუ, იდიოტები, იმის ნაცვლად, რომ კუკლას დანახვაზე უგონოდ დაეცნენ ან ჯენტლმენურად "სანთებელა გაუწოდონ", როგორც იმ ფილმშია, ბანალურად სცივა თუ არა იმით ინტერესდებიან. განა იმ კუკლასთვის იმ იდიოტების კარგ ხასიათზე მოყვანა გმირობის ტოლფასი არ იყო? 

ცივ ზამთარში დილით ლოგინიდან ადგომა და ტუალეტამდე მისვლა უკვე გმირობაა და ეს გოგო დგება კიდევაც და თხელი კაპრონის კოლგოტებიანი ფეხებით გარეთ გადის და კაცების თვალსაც ახარებს :))

ვფიქრობ, ნეტავ რა უნდა მინდოდეს, რომ ამ სიცივეში გარეთ კაპრონის კოლგოთკებით და მინი კაბით გავიდე? შევხედე იმ ორ გახარებულ იდიოტებს და მივხდი რა ტიპის მოტივაცაა ეს! ასეთი გოგოები თვალს ახარებენ! ვოოოტ!

ესენი რომ არა, კაცები მოწყენილობისგან მოკვდებიან, გადაშენდებიან.. აი, წარმოვიდგინე: ყველა გოგო ეგოისტი რომ იყოს, თბილად რომ ჩაიცვას, ჯინსებში და კედებში სწრაფი ნაბიჯებით რომ ჩაგიაროს ტროტუარზე, რა ინტერესი ექნებოდა ამ ცხოვრებას? ან ფიტნეს კლუბში ტუჩებგამოპრუწული ნაშა თუ არ გამოჩნდა და ტრაკის დემონსტრირებით, შტანგით ჩაჯდომები თუ არ გააკეთა, ნულის ფასი აქვს ამ ცხოვრებას! ასეთი ხალისიანი გოგოები ჰაერვით სჭირდება კაცობრიობას! თავად მათი არსებობის ფაქტი უკვე ერთგვარი ქველმოქმედებაა. 

მადლობა მინიკაბიან ნაშებს, რომლებიც ყინვაშიც კი, ამხნევებენ ცხოვრებისეული რუტინისგან გაბრუებულ კაცებს! მერე რა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის კაცებს მახინჯი ქალები ურჩევნიათ. გვერდით მახინჯი უნდა გყავდეს, რომ არხეინად იყო, - შენ გარდა სხვას არავის არ სჭირდება. ირგვლივ, კი იმდენი ტუჩებგაპრუწული, მოკლე კაბიანი მალენა-ბელუჩი დადის! 

ისე კი, ინსტაგრამ-ფეისბუკზე ადვილია ფეხების დემონსტრირება, ეგ არ ითვლება! 
აბა თუ მაგარი ხარ, ყინვაში გადი გარეთ მინი კაბით და საკვერცხეების ანთებას თუ გადაურჩი მერე იტრაბახე! მოკლედ, ყინვაში მინი-კაბით გარეთ გასული გოგოს ფეხის ფრჩხილიც ვერ იქნები! ის ქალი სულ სხვა ფენომენია რა! <3