Tuesday, 8 December 2015

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი


ნებისმიერი გასათხოვარი ქათმუშკა ცდილობს ცოლიანი მამაკაცისგან თავი შორს დაიჭიროს, იმიტომ, რომ იცის, რომ ასეთი ურთიერთობისგან არაფერი გამოვა, რომ ცოლიანი ღიპუცა ბანკის ვალებზე და იპოთეკაზე უფრო მეტს ფიქრობს ვიდრე სიყვარყლზე და სექსზე, მაგრამ თუ ცოლი ხარ და შეამჩნიე, რომ რომელიღაცა, სასოწარკვეთილი ქალი ქმრის წართმევას გიპირებს ეს პოსტი მოიშველიე! 

ჩვენს რეალობაში სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანების შესახებ სოციალური ქსელებიდან გაცილებით უფრო მეტს გაიგებ ვიდრე ადრე გაიგებდი მეზობლების ჭორებიდან. ამიტომ, სოც.ქსელების "გაფორმებას" მიაქციე ყურადღება!

მაგალითად, საკუთარ გვერდზე რომ დებ ქმრის ფოტოებს, ამით მხოლოდ დაქალებს და კოლეგებს აჩვენებ "რა მაგარი" ოჯახი გყავს! ნუ ეს გასაგებია, ხომ უნდა აჩვენო დაქალუშკებს, რომ შენი "ალენ დელონისთვის" ერთადერთი და განუმოერებელი ქალი ხარ, მაგრამ აუცილებელია, რომ ოჯახურ ფოტოებზე ქმარიც მონიშნო. ანუ, ისე უნდა "დათაგო", რომ შენი სიფათი მის კედელზეც ჩანდეს მინიმუმ სამ დღეში ერთხელ. ეს აქტი დაქალუშკებთან მატრაკვეცობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ამით სხვა "მონადირე" ქათმუშკებს აფრთხილებ, რომ შენს ღიპიან ალენ დელონს უკვე შენისთანა "განძი" ჰყავს! 

+ აუცილებლად ბავშთან ერთად გადაღებულ ფოტოზე თაგავ. ჯერ ბავშვი თუ არ გყავს, მეზობლის ბავში გაასაღე შენად :)) უნდა ნახონ, რომ შენს ინდაურს ორი (შენ და ბავშვები), სამი ან ხუთი განძი ჰყავს. 

შენს ოდნავ დეფორმირებულ "ბრედ პიტზე" პრეტენზიების მქონე ქათმუშკა თუ არსებობს (როგორი ძლიერი ნერვებიც არ უნდა ჰქონდეს), ოჯახურ ფოტოებს ნახავს და უკან დაიხევს!

გიშველის თუ არა ეს მეთოდი ქმრის ოჯახის შენარჩუნებაში? უეჭველი გიშველის. შენი კუანა ინდაური მულტი-მილიონერი ან ბრედ პიტი თუ არაა, ქათმუშკა ჩათვლის, რომ იმად არ ღირს, რომ მის გამო ნერვები მოიშალოს. ასე რომ, "ოჯახის სიწმინდე" მოიშველიე ხშირად.
 
                                   

თანაც, ბედნიერ ოჯახურ ფოტოებზე "დათაგვით" შენ ქმარს და მასში უცებ გამოღვიძებულ "დონ-ჟუან-კაზანოვასაც" კოჭებამდე შებოჭავ! აი, წარმოიდგინე, ტიპი ზის, ინსტაგრამზე ვიღაც ნაშას "კერავს" და თან ცდილობს სახეზე იდიოტური ღიმილი მოიშოროს, რომ შენმა აფთრის თვალებმა ვერ შეამჩნიონ "ნადირობის მომენტი" და ზუსტად в самый интересный момент, როდესაც ნაშა უკვე თითქმის თანახმაა, იმ წამს შენი პოტენციურად მოღალატე "არწივის" ვოლზე საყვარელი ოჯახური ფოტო ამოტივტივდება! ყოჩაღ! შენ ეს შეძელი და მოკალი "აკრძალული რომანტიკა". გაბრაზებული ნაშა დროებით დაბლოკავს შენს ქმარს. მერე რამდენიმე თვის შემდეგ, მოხსნის ბლოკს, მაგრამ დროებით მაინც შეძლებ მტრის "განეიტრალებას". მოკლედ, როგორც კი, ღიპიანი ალენ დელონის სიფათზე იმ ნაცნობ იდიოტურ ღიმილს შეამჩნევ, ეგრევე შენი არსენალიდან ოჯახური ფოტო ამოიღე. ამით შენს ქმარზე "პრეტენზიების მქონე" მორიგ ქათმუშკას ნოკ-აუთში ჩააგდებ! რაც შეიძლება მეტი ოჯახური ფოტო გადაიღე, აუცილებლად ქმარიც დათაგე, აუცილებლად ბავშვთან ერთად! და ოჯახური ბედნიერებაც გარანტირებული გექნება!  

Good luck, ქათმიკო! <3