Thursday 20 April 2017

ჭკვიანი ქალი!


ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქათამი თავს სხვებზე ჭკვიან ქალად თვლის და წინადადების დამთავრებასაც არ გაცლის, თვითონ იწყებს ლაპარაკს და ყველაფერზე "სწორი" პასუხი აქვს; ყველაფერზე თავისი "მნიშვნელოვანი აზრი“ გააჩნია და ყველაფერი "იცის".

იცის ვინ როგორ „გაიკეთა კარიერა“, ვინ რატომ აროს წარმატებული, ვინ რამდენჯერ იყო პლასტიკურ ქირურგთან, ვინ ბოზია და ვინ ცოტა ნაკლებად ბოზი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად, ის აუცილებლად თავისი საქმიანობის სფეროში "პროფესიონალიც" და "პროფესორიც" არის.

ეს კიდევ ჯანდაბას და ის დაბადებიდან პოლიტიკური "ექსპერტიც" არის. სხვისთვის ჭკუის სწავლება ხომ ქათმების საყვარელი ჰობია.

მაგალიტად, ყველა მსუქანი ქალი რჩევებს მაძლევს როგორ უნდა დავიკლო წონაში და "უნიკალურ" დიეტებს მასწავლის. ყველა მუწუკიანი გოგო მასწავლის, როგორ უნდა ვიკვებო სწორად და თავის კრემებს აქებს. ყველა ჟანგისფერთმიანი ქალი თმის მოვლაზე მელაპარაკება. ყველა უთავმოყვარეო ქალი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება არცერთ კაცს გულწრფელად არ ჰყვარებია, რჩევებს მაძლევს, როგორ უნდა „ავაწყო პირადი ცხოვრება“.

ყველაფერი "იციან" ქათმუშკებმა, ყველაფერში "მაგრები" არიან, მაგრამ მაინც უბედურები არიან. იმიტომ, რომ ქათმუშკები მთელი ცხოვრება სხვა ქათმუშკებს ეჯიბრებიან. კოლექტიურად ისქელებენ ტუჩებს, კოლექტიურადვე უარყოფენ ამას და კოლექტიურად ბანაობენ 5 კილოგრამიან ტონალურში.   

არადა ცოტა უნდა იყაყანო, ბევრი უსმინო სხვებს, იქნებ რამე საინტერესოს გეუბნებიან. და კიდევ, ფეისბუკ-სტატუსების გარდა სხვა რაღაცეებიც უნდა იკითხო! J



Sunday 16 April 2017

წარმატების ზუსტი ინდიკატორი


სიტყვა წარმატებაზე, ერთი რედაქციიდან უნიკალური თანამშრომელი მახსენდება, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად VIP პერსონებთან ინტერვიუზე მიდიოდა, რესპოდენტებთან სამახსოვრო ფოტოს იღებდა და შემდეგ სოციალურ ქსელებში დებდა წარწერით: „ინგლისური ჩაი დიდი ბრიტანეთის ელჩთან“, „ყავა კალაძესთან“, ან „საინტერესო საუბარი მეთიუ ბრაიზასთან“ და ასე შემდეგ.

ის, რომ „კულისებს მიღმა“, ინტერვიუს დროს, ჩუმად გვერდზე იჯდა და დებილივით თავს იქნევდა, მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, სამაგიეროდ „მთელ თბილისს“ (და მას სოც.ქსელებში მთელი თბილისი ჰყავდა მეგობრებში) ეგონა, რომ ეს „უაღრესად ნიჭიერი და წარმოუდგენლად საქმიანი“ ქალბატონი ნებისმიერ დროს, ვინმე ვი-აი-პი პერსონასთან ინგლისურ, ჩინურ ჩაის, ან ტაილანდურ ყავას სვავდა. 

მოკლედ, ძალიან "წარმატებული" იყო სოციალურ ქსელებში. ასეთი ტიპების ვირტუალური მანქანები, კურორტები სოც.ქსელებში ცალკე საკითხია..

„და რატომ დასცინიო? დასაცინი შენ ხარო“ - მითხრა ერთმა ახლობელმა, - გამოცემის რუბრიკის თანახმად ყოველ კვირას შენ წერ ინტერვიუებს vip პერსონებთან, ანუ შენი საქმიანობაა ეს, მაგრამ მათთან ფოტოებს სხვები იღებენ და პიარდებიან. ახლა მოდი მიმტკიცე, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარო“! J 

ამ სიტყვების მერე ცოტა დავფიქრდი?
კი ბატონიო, ბრბოზე ასეთი „პიარი“ მოქმედებს. ვეთანხმები, რომ ასეთით მეთოდით "ფოლოვერების" მთელ
არმიას შეაგროვებ. ისე, ფოლოვერები რა სიკვდილია? მათ კოლექტიურად "უყვარხარ" და კოლექტიურადვე "სძულხარ", სხვა არაფერი არ იციან. თუმცა, ბრბოს გამოყენება კომერციული მიზნებით შეიძლება. 

ერთმა ნაცნონმა ვიღაცაზე ასეთი იდიოტიზმი წამოაყრანტალა: "კაცო, ის ვინ ჩემი ფეხებია, შევედი მის გვერდზე და სულ რაღაც 15 ლაიქი ჰქონდაო!" J J

მოკლედ J ლაიქები და ფოლოვერები თუ არ გყავს მაგარ ტრაქში ხარ თურმე J J


Monday 3 April 2017

ცხოვრებისგან დაჩაგრულები


მადლობა სოციალურ ქსელებს, რომ დღეს ნებისმიერ მიკრობს, ბაქტერია ინფუზორიას საკუთარი „აზრის“ „დაფიქსრების“ საშუალება აქვს და ინტერნეტ-სივრცეს აბინძურებს. ზის მუტანტი, ფეიქ-გვერდის უკან დამალული და საკუთარ მახინჯ ბუნებას ამჟღავნებს.

ის მუტანტიც, პრინციპში ნორმალურ ბავშვად დაიბადა და ალბათ 100-დან 20 პროცენტი მაინც, ჰქონდა შანსი, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ „ცხოვრებისგან დაიჩაგრა“ და კიდევ ერთი მავნებელი მიკრობი გახდა, რომელიც თავის არსებობით პლანეტას აბინძურებს.

ეს საცოდავი არსება დიდი ხანია ნორმალურ ხალხს ფეხებზე ჰკიდია და ამიტომ ყველაფრის ჯავრს თოფით „ნადირობის“ დროს საწყალ ფრინველებზე იყრის, რომლებსაც მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავს, თორემ შიმშილის გრძნობას იაფფასიანი ძეხვებითაც უმკლავდება. საღამოს ეს მავნებელი არსება თავს ცოცხალ ორგანიზმად მაშინ გრძნობს, ან მისი უბადრუკი არსებობა აზრხს მაშინ იძენს, როდესაც ფეისბუკ-პროფაილებიდან გულისამრევ „კომენტარებს“ წერს...

სირი, რომელიც მთელი დღე სოფლის ბირჟაზე გდია და სიგარეტის ფულს მათხოვრობს, მაშინ როდესაც დედამისი თურქეთში დამლაგებლად მუშაობს, თავს კაცად მაშინ გრძნობს, როდესაც ფეისბუკში პატრიოტობს და არაქართველებს ემუქრება.

ქალი, რომელსაც რეალში სადმე რომ შემხვდეს, მასზე ფურთხსაც ვერ გავიმეტებ, ფეისბუქიდან მიყეფს, რაღაცა სისაძაგლეს მწერს და თავი „პიროვნება“ ჰგონია.

ასეთი საცოდავი არსებები მილიონობით არიან ინტერნეტ-სივრცეში. 

დამახინჯებული ცხოვრების, დეფორმირებული ფსიქიკის, გულისამრევი ფოტოების პატრონები, ჩვენში, ნორმალურ ადამიანებში ღებინების რეფლექსს იწვევენ. თუმცა ეს ბაქტერიები მხოლოდ ინტერნეტში არიან „საშიშები“, რეალში ასეთი ნაგავი ძალიან მშიშარაა და თავის აყროლებულ შინაგან „სამყაროს“ მხოლოდ ონლაინ ამჟღავნებს.