Friday, 22 September 2017

ქალური შოვინიზმი

 

იქნებ კატალონიელ ქალებს, მექსიკელი ქალები არ მოსწონთ, ან შეიძლება ინგლისელი ქალები გერმანელ ელზას, მარტას და ზელდას ან შოტლანდიელ ქალებს ზემოდან უყურებენ, ჩვენ ვჯობივართო?

ან იქნებ ფრანგი ქალები იტალიელ ქალებს ვერ იტანენ და დასცინიან? ყველაფერია შესაძლებელი.

აქ საინტერესო ფაქტორი ის არის, რომ ერთმენეთისთვის კარგად ნაცნობი, თითქმის მშობლიური 
ერები, როგორც ყოველთვის, "თავისიანებს" ვერ იტანენ და სერიოზულად არ იღებენ. ქალების აზრით, იქ, სადღაც ოკეანების გაღმა არსებობენ მაგარი ქალები, ეს "ჩვენიანები" კი, არაფერი, ნაგავია კაცო! 

შავგრემნების სამოთხეში სკანდინავიელი ან სლავი ქერა ქალები არიან ქალღმერთები, უფრო გრილ ქვეყნებში კი, შავ წარბ-წამწამიანი ქალი - ეკზოტიკაა. 

მთავარია, რომ განსხვავებული და უცხო იყოს, მთავარია, "ჩვენიანი" არ იყოს. "ჩვენიანი არც მოდელი, არც მსახიობი და საერთოდ არაფერი "არ ვარგაო"!

ფრანგ, გერმანელ, ინგლისელ, რუს, პოლონელ ან უკრაინელ ქალებს შეიძლება არ მოსწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ყველანი ერთნაირი ვაგინების პატრონები არიან.

აი, კავკასიელებს ნამდვილად არ მოსწონთ ერთმანეთი, თუმცა, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.
კავკასიური ერები ერთმანეთს ამრეზით უყურებენ და ერთმანეთის მიმართ დამაკნინებელ ეპიტეტებს არ იშურებენ. 
აი ფრანგი მიშელი კი, ამათთვის სულ სხვა ფენომენია! ის ხომ ფრანგია, შესაბამისად, მაგარია და მხოლოდ შანელის სუნამოთი შარდავს.

მე ერთი ბებია "ქალაქელი სვეტი" მყავდა, მეორე კი მიწაზე მომუშავე გლეხი, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთის მიმართულებით დაკლულ ცხვარს ჭამდა, აი სწორედ ის გლეხი ბებია, სხვა ეროვნების ხალხს უჯიშოებად თვლიდა! დარწმუნებული ვარ, შენი სოფლელი ბებიაც ასე ფიქრობს სხვა ერებზე! ყველგან მასეა. ქალაქელი ბებია კი, საერთოდ არ იყო შოვინისტი, იმიტომ, რომ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობდა და ზუსტად იცოდა, რომ ყველანი ერთნაირები ვართ
 ნუ შანელ-5-ით მოშარდავე ფრანგები არ ვართ და რა გინდა რომ ქნა! 

მოკლედ, რისი თქმა მინდა, 
რადიო თავისუფლების ფეისბუქ-გვერდზე სტატია იყო გამოქვეყნებული, რომელშიც ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის და აზერბაიჯანელი ხანის ქალიშვილის, ვინმე გონჩა ბეიმის სასიყვარულო ურთიერთობებზე იყო ვარაუდი. სტატიას რომ ახლდა იმ ფოტოს თუ დავუჯერებთ, გონჩა ბეიმი სილამაზისგან შორს იყო. ნუ რას იზამ, იმ დროინდელ კაცებს ჯერ არ ჰყავდათ ნანახი ადრიანა ლიმა და ამიტომაც, მსუქანი გონჩაც ლამაზი ეგონათ, ალბათ.

                                  

სტატიის კომენტარებში ერთი უვიცი ქათმუშკა კიოდა: "ეკატერინე ჭავჭავაძის მოტრფიალე კაცს ეს სიმახინჯე როგორ შეუყვარდებოდაო! დიდი პოეტის ხსოვნას ნუ აყენებთო შეურაცხმყოფასო! ეკატერინე ჭავჭავაძე ულამაზესი იყოო!!" . 

აგერ ბატონო, ეკატერინე ჭავჭავაძეს პორტრეტიც! ჰა გონჩა ჰა ეს, ერთმანეზე ვარესები! მაგრამ, ქათმუშკა უტიფრად მიმტკიცებდა, რომ მაწონი შავია:

"არა, არა, ამ პორტრეტზე ეკატერინე ცუდად არის, ის პორტრეტი სადაც ლამაზად არის, დაიკარგაო!" - მაინც არ ცხრებოდა ქათმუშკა. 


ახლა, ეს ორი ქალი (ეკატერინე ჭავჭავაძე და გონჩა ბეიმი) წარმოიდგინეთ გახდილები ქალთა აბანოში და მომიყევით რა კავშირი აქვთ ამ მსუქან კნეინებს სილამაზესთან? ან ერთს ან მეორეს? ან ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრიალო გონჩას ბეიმის ან ეკატერინე ჭავჭავაძეს?

მაგრამ, იმ ტუტუც ქალს, რომელსაც ფეისბუქზე თავის საცხოვრებელ ადგილად, წალენჯიხის ნაცვლად საფრანგეთი ჰქონდა მითითებული, ჰგონია, რომ ეკატერინე ულამაზესია, აზერბაიჯანელი გონჩა კი სიმახინჯე და " დიდი პოეტის შეურაცხყოფაა", იმიტომ, რომ "თათარი" და "უჯიშოა".

ახლა ის გონჩა 
იგივე გარეგნობით რომ ყოფილიყო, ვთქვათ, ინგლისელი ლორდის ქალიშვილი მის როზამუნდა ბლექველი ან ფრანგი მადამ ეჟენი ბეზანსონი, მაშინ იმ წალენჯიხელ გოიმ ქალს დაბურძგლავდა და მის თვალში უსაზღვროდ ლამაზი და ელეგანტური ქალბატონი იქნებოდა. 

პროვინციული ვაგინები ოკეანის გაღმა, სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ "სხვანაირ" ვაგინებს ეტრფიან და ბაძავენ. 

რა უცნაური ლოგიკაა აქვთ ქათმუშკებს არა? აი მაგალითად, გერმანელ ელზას, ფინელ ჰილდას და ესპანელ იზაბელას, ეროვნების განმსაზღვრელ ნიშნად მწვანე ფერის ვაგინები რომ ჰქონოდათ, მაშინ კიდე გავიგებდით უცხო ვაგინების გაღმერთების ფენომენს..

No comments:

Post a Comment