რას ფიქრობთ, როცა რელიგიურ ღონისძიებებზე ყველაზე „სათნო“, ყველაზე „სულიერად ამაღლებული“ და „ღვთის ყველაზე მორჩილი მონას“
სახით ის ქალები სხედან (ან დგანან), რომლებსაც საზოგადოებაში ცუდი რეპუტაცია აქვთ? აი, როცა „პატიოსანი“ "ოჯახის ქალი" დეიდები ჰა-ჰა და ჰი-ჰი თავის ამბავში არიან, პუტანკებად ცნობილები კი, "გულიანად ლოცულობენ"?
ბავშვობაში მეც მორწმუნე ვიყავი და მიყვარდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ისეთ სიტუაციებს, როდესაც
ჩემს მეზობლებს - "ოჯახის ქალებს" სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ლოცვებიც და რიტუალებიც და ვერც მალავდნენ რომ მხოლოდ საჩვენებლად და საჭორაოდ იკრიბებოდნენ.
უბნის "პუტანკები" კი, ხაზგასმულად მოკრძალებულად ჩაცმულები „გულით, სულით და ფიქრებით“ ვითომ "ღმერთან იყვნენ..
უბნის "პუტანკები" კი, ხაზგასმულად მოკრძალებულად ჩაცმულები „გულით, სულით და ფიქრებით“ ვითომ "ღმერთან იყვნენ..
- „ერთი ამას უყურე ქალო რა დღეშია, ახლა ვითომ ცოდვები მოინანია თუ რა?“ - ამბობდა ერთი პატიოსანი დეიდა.
- „უიმე, ქალო, იქნებ სწორ გზაზე დადგა, რა გინდა?“ - კისკისებდა და იაზვობდა მეორე.
- „უიმე, ქალო, იქნებ სწორ გზაზე დადგა, რა გინდა?“ - კისკისებდა და იაზვობდა მეორე.
- „ვაი ამის პატრონს, ამისგან ქალი აღარ გამოვა“ - გამოუტანა განაჩენი მესამემ.
მე კიდევ, 11 წლის ბავშვის ჭკუით მჯეროდა, რომ რომელიმე პუტანკა ცოდვებს მართლა მოინანიებდა და იმ დღიდან "წმინდა
ქალწულად" იქცეოდა.
უკვე მოგვიანებით, სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ პატიოსან დეიდებსაც, ჭორიკანა ოჯახის ქალებსაც და პუტანკებსაც ერთნაირად ეკიდათ ცალ ფეხზე რწმენაც და ღმერთიც.
კდემამოსილი ჭორიკანა დეიდებიც, მათი მოსისხლე მტერი ბოზებიც, (როგორც ყველა ფარისეველი მორწმუნე), სხვების საჩვენებლად კარგი ქალების და კარგი ადამიანების როლს თამაშაობდნენ.
რა კარგია არა? რაც გინდა ჩაიდინე, რა ნაგავიც გინდა იყავი, საჯაროდ მორწმუნეს როლს თუ ითამაშებ და ცოდვებს "მოინანიებ", ბრბო ყველაფერს გაპატიებს, მთავარია ღმერთის სახელი ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა ახსენო :))
ყველაზე სასაცილო კი ის მომენტია, როცა უცებ "გასათნოებული" ყოფილი ბოზები "ურწმუნოებს" გმობენ და ჩვენ გვასწავლიდნენ ჭკუას: ნწ, ნწ, როგორ შეიძლება! გოგო, აზრზე მოდი, ღმერთის სახელი არ დაივიწყო!
ნწ, ნწ, სირცხვილია, რწმენა არ უნდა დაკარგო!
ხალხი ასეთებს ამართლებდა კიდევაც: მერე რა, ერთხელ, 5 ჯერ (ან 500 ჯერ) თუ შეცდა ადამიანი?
ახლა ხომ დადგა ღმერთის გზაზეო!
ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც 10-ჯერ შეუცვლიათ რწმენა და კარგა ხანს ვერ იღებნენ გადაწყვეტილებას,
რომელი რელიგიას უკან დაიმალონ და დღემდე სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა როლებს თამაშობენ.
ზოგი კრიშნადან იწყებდა, მუსლიმობით ამთავრებდა და მერე
საერთოდ ფეხებზე იკიდებდა რელიგიას და ბოლოს თანამედროვე კოსმოპოლიტი ხდებოდა, მერე კი ისეც თავიდან გადიოდა რელიგიურ წრეზე.
დემონსტრაციულად „სათნო-სიფათიან" მორწმუნე ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემდაუნებურად ვფიქრობ: უუუ შენ ფარისეველო ბოზანდარა! ჩვენ რომ ვიცით ისეთო!" :))