სინდერელლას ზღაპართან გაცნობის ასაკიდან თითქმის ყველა გოგონა იზრდება პატარა კონკიად, რომელიც მდიდარ პრინცზე ოცნებობს და მას ელოდება. უფრო სწორად, პატარა უაზრო პარაზიტი იზრდება.
გოგონა პრინცს ელოდება მანამდე, სანამ ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, დაღლილი და გაცვეთილი, მიხვდება, რომ პრინცები კონკიებზე არ ქორწინდებიან და იმისთვის, რომ პრინცს გაჰყვე ცოლად, მხოლოდ ლამაზი კაბა არაა საკმარისი.
დიახ, კონკია მავნებელი ზღაპარია, რომელიც უამრავ მუქთაქორა "პრინცესას", ზრდის, რომლებიც მილიონერ ქმრებზე ოცნებობენ და არაფერს აკეთებენ. „აი, გაჰყვება ცოლად მდიდარ კაცს და იქნება „კნეინასავით“ - ასე ახალისებენ დეგენერატი დედიკოებიც თავიანთ პრინცესებს.
ასეთ პრინცესებს ცხადია არაფრის კეთების
სურვილიც არ აქვთ და 11-წლიდან "გლამურზე" ოცნებობენ. მათი ერთერთი ლეგენდის თანახმად, მოდელი ნატალია ვოდიანოვა თურმე ბაზარში კარტოფილს ყიდდა, შემდეგ უცებ სამოდელო ბიზნესის
ვარსკვლავი გახდა და მერე ინგლისელ ლორდს გაჰყვა ცოლად. ლამაზი ზრაპარია, ხო? ოღონდ, ის ნაწილი,
თუ როგორ დადიოდა ნატალია დებილურ კასტინგებზე, ღამის ტუსოვკებზე და რამდენი „ღამის
პრინცი“ გამოცვალა მანამდე სანამ თავის გეი და ლოთ ლორდს გაჰყვებოდა ცოლად, ზღაპრიდან ამოღებულია.
მეორე ზღაპარი: თურმე ცნობილი მოდელი
ჟიზელ ბუნდხენი მოდის აგენტებმა მაკ-დონალდსში აღმოაჩინეს და ის მაშინვე Vogue-ს გარეკანზე
აღმოჩნდა. იმ ნაწილზე, თუ რამდენი „პრინცი“ გამოცვალა ჟიზელმა მანამდე არაფერია
ნათქვამი. ნუ, "პრინცესებს" სჯერათ ზღაპრების
და მსგავსი დებილური ისტორიები მოჰყავთ მაგალითად.
კეთილი ფერიების და პრინცების მოლოდინში გოგონები ცხოვრების საუკეთესო წლებს კარგავენ. ხოლო, იმას, რომ შენი კეთილი ფერია შენ თვითონ უნდა იყო, თავად იზრუნო კაბებზეც, გარეგნობაზეც და პრინცესას ეტლზეც, მათ არავინ არ ასწავლის. არც იმას ასწავლიან, რომ ნამდვილი
პრინცესა ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა
და არა ლამაზ კაბაში ჩაკვეხილი კუკუნა.
მე კი, მთელი ბავშვობა თუნდაც იმიტომ მძულდა კონკია, რომ თავისი დედინაცვალი და ავი დები თმებით ვერ ათრია. სულ ვფიქრობდი, რომ ეს საცოდავი, უსუსური არსება ვერ იქნებოდა ჩემთვის იდეალი და მისაბაძი. აი პეპი გრძელიწინდა სულ სხვა საქმეა! პეპი მიყვარდა და 40 ჯერ მაქვს წაკითხული ჩემი პეპპილოტა!!