Monday, 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა და 
რატომღაც პირველი ის მომივიდა თავში, რომ ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა..

შევხედე მის 43 წლისთვის ძალიან ადრე გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი" ამოწურა, დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და ახალგაზრდობას, ქალურობას მისტირის. 

"რეალიზებული" ანუ "ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე "ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში". ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. მოუვლელი, მოუქნელი ქალი ნამდვილად ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. 


ცოლი, იგივე "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. მაგრამ, თუკი ჩაუღრმავდები სიტუაციას, რეალობა ასეთია: ის ქმარი კომპიუტერთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს და ამას იმით ხსნის, რომ "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს".

თავისი ცოლი-დიასახლისი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი, გაწეწილი ქალიც აღარ ეყოლება. ოჯახს ინარჩუნებს..

ერთ ავადსახსენებელ დღეს "იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაეწყება. მისი თეორიები სიყვარულზე, "მონათესავე სულებზე", "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას შეასკდებიან.. 

მერე სარკეში ჩაიხედავს, სადაც გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოდ ითვლებოდა, ახლა გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. 

ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.. მოიწყენს იდეალური დიასახლისი და "ბედნიერი ცოლი".

რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები! 

თავში აერევა ძველი და ახალი "იდეალები": სიყვარული, "ოჯახური სიწმინდე", ურთიერთგაგება, უკრაინელი ნაშები, ქმრის ახალი თანამშრომელი ნინაკა (რომელსაც მისი ქმარი საჭიროზე უფრო მეტ ხანს ემესიჯება) და ასე შემდეგ..

აი აქ მთავრდება ქალის ბედნიერება.. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ იგრძნობს! როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას დაინახავს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და საკუთარ ფეხებზე მყარად დგას! ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება!

No comments:

Post a Comment