ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს.
ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია და ხროვაში თუ ჯოგში ყროყინით, თავს დაცულად გრძნობს.
ზოგს კი, ვითომ ფეხზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ მისი "ფეხებზემკიდიაობა" მხოლოდ ფეისბუქ სტატუსებში "ვლინდება" და ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო ადვილად ვარდება დეპრესიაში.
ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და 13 წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და "საერთო აზრს" უერთდება. შიშის თუ კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს.
ამგვარად, ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა ჯანდაბის გამო.
"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვანი არსება სხვებს უმტკიცებს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი ჭკვიანია.
სნობიზმიც აქედან მოდის. ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია".
რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს.
ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.
ნუ ყველაფერი ხდება, ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია.

არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად.
თუ მხოლოდ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ მიიღე ის ფაქტი, რომ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს.
სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.