დედაჩემს ვეხვეწებოდი, რომ
გაკვეთილების მერე გახანგრძლივებულში არ დავეტოვებინე და მასთან სამსახურში წავეყვანე,
სადაც ჩემი ბავშვური სამოთხე იყო. იმდენად მიყვარდა ის ადგილი, რომ წლების
შემდეგაც ხშირად მესიზმრებოდა და მენატრებოდა იქაური ყავის არომატი და ილიაუნის ბიბლიოთეკის მტვრიანი თაროები.
ჩემს სამოთეს მოჭორავე "ანგელოზებიც" ჰყავდა, რომლებიც თან
საოცარი ყავის არომატს ქმნიდნენ და თან 80-იანი წლების თბილისის ყველაზე აქტუალურ
თემებზე ჭორაობდნენ.
მაშინ „ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა „პროსტა მარია“ არ იყო ჯერ და ამიტომ, ქალების კოლექტივი თავიანთ დედამთილებს, მულებს და მეზობლებს ჭორავდა: ვინ რა კარგად ან რა ცუდად გათხოვდა და ასე შემდეგ. ოღონდ გაყრაზე მაშინ არ ჭორაობდნენ, იმიტომ, რომ გაყრა ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორც დღეს ჩოხებიანი გეების ქორწინება.

თან წიგნს ვკითხულობდი და თან ასეთ ფრაზებს ვისმენდი: „დედაჩემის დაქალი სულ ამბობდა: გოგოს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, როგორ იპოვოს კარგი ბიჭი და გათხოვდესო“.
ეს მაშინ მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.
ეს მაშინ მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.
ქალების კოლექტივის თითქმის ყველა წევრი გათხოვილი
ან უკვე დაქვრივებული იყო და ისინი მისია შესრულებული მესიების სიფათებით იჯდნენ და ორ პროვინციელ
შინაბერა დებს გულშემატკივრობდნენ გათხოვებაში.
35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებს“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.
35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებს“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.
ვანდა
და ლონდა გამუდმებით იმას ყვებოდნენ, როგორი მოწესრიგებულები და კარგი დიასახლისები იყვნენ
და რამდენს კარგავდნენ მათი სახით ეს ოხერი კაცები.
ერთხელ ვანდა საავადმყოფოში იწვა და იქაც, ყველაფერი პერანგიდან დაწყებული პირსახოცებით დამთავრებული ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მთავარმა ექიმმა თქვა: „აჰ ვანდა, ისეთი გოგო ხარ, რომ ვინც შენ ცოლად არ მოგიყვანა მე იმ კაცის დედა მოვტყან!“.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდაც და ვანდაც როგორც იქნა, გათხოვდნენ. ორი-სამი
თვე მზითვებს განიხილავდნენ და შემდეგ ზარ-ზეიმით ქორწილებიც გადაიხადეს.
ჯგუფში შინაბერები აღარ იყვნენ და მთავარი თემა ისევ დედამთილები და მულები გახდა.
ლონდა ახალ ოჯახზე ნორმის ფარგლებში ჭორაობდა, აი მისი და ვანდა კი, სულ თავის ქმარს ემდურიდა. უფროსი ლონდა თავს უფრო ჭკვიანად თვლიდა და ერთხელ ვერ მოითმინა: „გაჩერდი ქალო, ძლივს ქRმები“ ვიპოვეთ და ახლა მთლა იდეალური არ მოუნდა ამას! სადაა იდეალური?"

ატყდა ხარხარი.
სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო. ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა.
სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო. ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა.
ჩემი სამოთხის მოჭორავე ანგელოზები ან ძალიან ბებრები არიან ან ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ დღეს რა შეიცვალა?
დღესაც მილიონობით ლონდები და ვანდები თითქმის დაბადებიდან "ქRმებს" ეძებენ და ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ სარეცხის თოკზე კაცის შარვალი ჩანდეს.
მერე ერთი პერიოდი მახსოვს იყო ასეთი "მოდა", როცა პროვინციელი გოგონები
თითქოს ვალის მოხდის გამო „დროებით“ თხოვდებოდნენ, ბავშვს აჩენდნენ და ერთ წელიწადში ეყრებოდნენ
უვარგის ქმრებს და მერე იწყებდნენ რომანტიკაზე და ბედნიერებაზე ფიქრს, თუმცა აქაც პრობლემა იყო, აბა "გაწელილი
საშოთი" და „პრიცეპით“ რთულია გონებაშეზღუდული აზიატი კაცების ბედნიერება იყო..
ისე კი, განათხოვარი კიდე ჯანდაბას. აი, ტერმინი „შინაბერა“ იყო მომაკვდინებელი. მაგას
ჯობდა "მარტოხელა დედა", "ქვრივი" ან თუნდაც ბოზი ყოფილიყავი. აი ეს „შინაბერა“ ძაან შეურაწმყოფელი იყო რა! J)) ამიტომაც უამრავ ნორმალურ
ქალს სახლში კუანა, არაფრის მაქნისი დედის ბულკები ჰყავთ, თავად კი, ტელევიზორში ნანახ
კაცებზე ოცნებობენ.
მერე რა, რომ ქმარი არ მოსწონს და ტელესერიალის გმირებზე ოცნებობს. მერე
რა, რომ შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ოთახს ანიავებს საშინელი სუნის გამო, სამაგიეროდ
გვერდზე "ხინკლების შრედერი" ქმარი ხვრინავს, ქმარი ჰყავს, ესეგი „ბედნიერი ქალია“. J))))
No comments:
Post a Comment