
ოღჩ! OMG! ღორის
თავის სუპს ან ხაშს გულისხმობდა ალბათ! ვუსმენდი
და ყბა ჩამომივარდა. უცებ წარმოვიდგინე ნაწამები ღორის თავი ტაფაზე და მერე რატომღაც
ბავშვობაში ნანახი ჭიებიანი ცხვრის თავი გამახსენდა.
მერე შევღონდი და ადამიანებად წოდებული არსებების ცხოვრების აზრზე შევწუხდი.
რომ ჰკითხო, ყოველი მეორე საშუალოსტატისტიკური ადამიანი სულიერ განვითარებაზე და „ღმერთთან მოახლოვებაზე“ ფიქრობს, მაგრამ რა ჰქნას, ცხოველური საწყისი მასში დომინირებს. ადამიანი ღორის თავებსაც ცეცხლავს!!!.
თავებსაც ჭამენ, კუდებსაც, გენიტალიებსაც და ლამისაა რქებიც შეუჭამონ საწყალ ცხოველს. ეჰ, არადა, განა ღორის თავების ჩაცეცხლვა და მერე ორგანიზმიდან ჭიების განდევნაა თქვენი ცხოვრების აზრი?
ნუ, ძეხვებს, სოსისებს, ბასტურმას, შაურმას და სხვა ნაგავს რომ ჭამ მესმის, "ადამიანური" მომენტია, მაგრამ, ახალგაზრდა ქალი ისე რამ უნდა გამოგაყლევოს რომ ღორის თავის სუპი-ც მოგინდეს?
წლებია
ხორცს საერთოდ არ ვჭამ და "ღორის თავის სუპის" წარმოდგენაზე ხომ საერთოდ გადავირიე.
ამას წინათ ორი
„მის ფიგგი“ ფეისბუკზე კამათობდა თემაზე, „ვჭამოთ თუ არა პატარა გოჭუნები“? ალბათ რაღაც მომენტში სინდისმა შეაწუხათ.
ერთს, ღორის
მწვადების ხსენებაზე მუცელი უყურყურებდა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, პატარები ცოდოები არიანო იქნებ არ ღირსო.
მეორე მსუნაგი დედაკაცი, კი, რომელიც თვითონაც უკვე მის ფიგგის ჰგავდა თავს იკლავდა: „არა
რას ლაპარაკობ, მმმ, გოჭები და ტყემალიო! ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებო! ასეთ რამეზე უარი როგორ უნდა ვთქვაო!“
რომ ჰკითხო, ორივე ეს დედაკაცი ვითომ ცხოველების მოყვარულია
და ძაღლები და კატები უყვართ და მათ არ ჭამენ. ნუ ჯერ იმდენად არ შიათ, რომ თავისი ძაღლი შეჭამონ. მაგრამ, მე ასეთ ხალხს არ ვენდობი. რომ დასჭირდეთ თავის ძაღლსაც შეჭამენ ალბათ.
მსუნაგი დედაკაცების სიკეთე რატომღაც შერჩევითია. მათი უნამუსო მუცლის მსხვერპლები ჯერ-ჯერობით, მხოლოდ გოჭები
და ბატკნები არიან, მაგრამ ძალიან თუ მოშივდებათ ძაღლებსაც შეჭამენ ალბათ.
ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ გოჭისტ ქალებზე!
დაიმახსოვრეთ! ეს აქსიომაა: ღორის ხაშის და მწვადების მოყვარული გოგო ნელ-ნელა თავადაც „მის ფიგგი“ ხდება ანუ, ასაკთან ერთად ღორს ემსგავსება!
კი არ სუქდება, სიფათით ემსგავსება დედა-ღორს!
დამიჯერეთ, ადამიანი არის ის, რასაც ჭამს! ჰო და, ჯობია, ქათმის ფილე ჭამოთ და ისევ ქათმებად დარჩეთ, ვიდრე ღორებად გადაიქცეთ!
ნუ ჭამ ცხოველებს!


No comments:
Post a Comment