Monday, 16 May 2016

ცხოვრება ქვემძრომობის გარეშე

აბა მოგვიყევი, რა შეიცვლვლება შენს ცხოვრებაში თუ აბსოლუტურად ყველანაირ ქვემძრომობას და ლაქუცობას შეწყვეტ? 

რას დაკარგავ? სამსახურს? გარშემომყოფთა „სიყვარულს და პატივისცემას“?

მე გეტყვი, ყველაფერს დაკარგავ, იმიტომ, რომ ლაქუცობის გარეშე არაფერი ხარ, ნული ხარ! 

იმიტომ, რომ მარტო შენი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და კარიერა მლიქვნელობაზე და ლაქუცობაზეა აწყობილი და ქვემძრომები, ქვეშაფსიები და ლაქუცები თუ არ იქნებით, მართლა ბევრ რამეს დაკარგავთ. 

შეუცვლელი არავინ არის და შენნაირი თანამშრომელი ყველგან ყრია. რით განსხვავდები მაგალითად სხვა საშუალოსტატისტიკური ჟურნალისტისგან, იურისტისგან, პიარ-მენეჯერესიგან ან ფოტოგრაფისგან? 

არც არაფრით! სამსახურში უფროსისთვის მხოლოდ სტატისტიკა ხარ. შენ გაგიშვებს და ორ დღეში სხვას აიყვანს. 

ისევე, როგორც მას გაუშვებენ და მერე სხვა უფროსს შეუძვრები. 

ასეთია ცხოვრება :)) 

ასეთ მოცემულობაში, ოსტატური ლაქუცობა - გადარჩენისთვის ბრძოლაა

ტრაქში ძვრომის ხელოვნება დაამუღამე. ჯერ მინიმუმიდან დაიწყე: ზემდგომი პირების ყველა გამოყლევებული დებილური ფოტო "დაალაიქე", "დაუგულე", "დაუკომენტე" - "ვაუ რა ლამაზი, რა მაგარი ხარ"!

საქმეს სჭირდება ასე. როგორც იტყვიან: „Не подмажешь, не поедешь

კარგად შესრულებულ ქვემძრომობას შედეგი აუცილებლად ექნება. შენი უფროსი დაიჯერებს რომ მაგარი გოგო ან მაგარი ბიჭია. კი ხვდება, რომ,  კინკილა კაცუნაა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაიჯერებს, იმიტომ, რომ ადამიანებს მათი ეგო ძალიან მაგრად ეღადავებათ და უყვართ ხოტბა და მლიქვნელობა.

შურით ვუყურებდი, როგორ დამაჯერებლად ეტენებოდნენ თანამშრომლები თავიანთ უფროსებს. როგორ ლამაზად უმზადებდნენ ყავებს და მერე ჩინური რესტორნის ოფიციანტის შემართებით მიართმევდნენ :)) 

როგორ „თბილად“ არქმევდნენ მოფერებით მეტსახელებს და მერე „დიდი სიყვარულით“ მიმართავდნენ იმ მეტსახელებით. როგორ ოსტატურად თავს უქნევდნენ უფროსის ნათქვამ სისულელეებს და უმაკიაჟო, დაღლილი ვირთხის სიფათზეც წერდნენ: „ვაუ, რა ლამაზი ხარ“. 

ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ახალი უფროსი დაინიშნებოდა. 

ქვემძრომობა ჭრის. საწყალი ობიექტი, რომელსაც ასე შემართებით „უძვრები“, ყველაფერს ყლაპავს. შენ მას აქებ, მას კი ჰგონია, რომ მართლა მაგარი გოგო/ან ბიჭია. რა ჰქნას, უნდა რომ ასე იყოს. 

რაღაც მომენტში ავიწყდება საწყალს, რომ თანამდებობიდან თუ გაუშვებენ, პირველები სწორედ ის ქვემძრომები აქვევენ ზურგს და შეწყვეტენ გამარჯობის თქმას.

რას იზამ, ქვემძრომობას, როგორც „ჯუნგლებში გადარჩენის“ ხერხს იყენებ და გეპატიება კიდევაც. სხვა რა გზა გაქვს? რისი პროფესიონალი ხარ? რა ნიჭი გაქვს?  ვის რაში სჭირდები აბა? 

ისე კი, ძალიან დამღლელია პოდხალიმობა! არაა, ლაქუცებო?