Wednesday 21 December 2016

როცა სოციალური ქსელები ნერვებს გიშლიან და აუქმებ!



სოციალურ ქსელებში აქაუნთებს ორ კვირაში ერთხელ ვინ აუქმებს?

ცხადია, დეიდაჩემის თაობის ქალები არა. კი ბატონო, მათ ხშირად პაროლები ავიწყდებათ, მაგრამ არასოდეს ამბობენ "აუუუ, სოც.ქსელები დიდ დროს მართმევენ, ვერ ვმუშაობ და დროებით დეტოქსი მჭირდება". 

გვერდებს სოც.ქსელებში, თვეში სამჯერ ან ხუთჯერ, არასტაბილური ფსიქიკის გოგოშკები და მასეთივე ფსიქიკის მქონე ბიჭები აუქმებენ. საერთოდ, მასეთ ტიპაჟებს უამრავი პრეტენზიები აქვთ სოციალურ ქსელებთან და სულ ეთამაშებიან თავიანთ აქაუნთებს. ჯერ საათში ერთხელ პროფაილის ფოტოებს ცვლიან, ყოველ ნახევარ საათში ახალ სტატუსებს - „სიბრძნეებს“ აფრქვევენ, შემდეგ კი, უკვე ემოციების პიკზე, როცა ხვდებიან, რომ მათი მიმართვების ადრესატი მაინც, „ყრუ და მუნჯია“, უცებ აქაუნთს აუქმებენ. ასე "სჯიან"..  სამყაროს! :)

აი მაგალითად, ტიპიური სიტუაცია: 
გოგო, ვინმე გივიკოს დათრევას ცდილობს, იმ გივიკოს კი, ეს გოგო ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ ნორმალური არავინ ჰყავს და დროებით, "უთევზობაზე" ამ გოგოს ეთამაშება, ხან ყურადღებას ამჟღავნებს, ხან სადღაც ქრება.

საწყალი გოგო თავში ათასგვარ დედუქციურ და ინდუქციურ ანალიზებს ატარებს და ცდილობს გაიგოს რატომ ატრაკებს ეს გივიკო და რატომ ვერ „დაარქვა“ სახელი ამ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ამას გივიკოსაც ეკითხება, ირიბი თუ პირდაპირი კითხვებით, რაზეც გივიკო, დონ კორლეონეს სიფათს იღებს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კინოში მოსმენილი ფილოსოფიური ფრაზებით პასუხობს. ვითომ შეუცნობელი, საბედისწერო კაცია ეს ჩვენი გივიკო.

ჩვენს ქათმუშკას კი სჯერა.. უფრო სწორად, ვითომ სჯერა და იმ დაუნდობელ შინაგან ხმას, რომელიც დაჟინებით ეუბნება: „დებილო, არ უყვარხარ“, არ უსმენს.

არადა კაცების უმრავლესობის ფსიქიკა, შვიდი წლის ბავშვის ფსიქიკასავით მარტივია. თუ უნდა, კონკრეტულად შენთანაა, თუ არ უნდა დიდხანს ატრაკებს და მორჩა. ატრაკებს იმიტომ, რომ ჯერ ისეთი გოგო ვერ ნახა, რომელიც მას უნდა და ამიტომ წავა-წამოვა ამ საწყალ გოგოს დააფორიაქებს. მასზე უკეთესი ვერ ნახა, იმიტომ, რომ არც თვითონაა მისტერ გულების დამპყრობელი. ვის რაში სჭირდება, საბოლოო ჯამში, მაინც ამ ქათმუშკას დაუბრუნდება. ქათმუშკას იმიტომ, ვეძახით, რომ ასეთ კაცს ვერ ეშვება. 

მოკლედ, სანამ ვინმე უკეთესის ძებნაშია კაცი, მანამდე დროებით მიდის-მოდის ფართხალებს და თვითონაც არ იციცს რას აკეთებს.  
ანუ, ამ გივიკოს ვიღაცა სხვა მოსწონს, იმ სხვას კი, გივიკო არ სჭირდება. იმ სხვაზე გაბრაზებული გივიკო მიდის სახლში და ირინა შეიკის ფოტოებზე მასტრუბირებს, შემდეგ კი, ერთ ან ორ საათში ფეისბუქებზე სქროლვით გაწამებულ ქათმუშკას მოკლე მესიჯს უგზავნის: როგორ ხარ?

ამ მარტივ „როგორ ხარ?“-ზე საბრალო გაწამებულ გოგოს მთელი რევოლუციური მონოლოგი აქვს მომზადებული და მომენტს ელოდება, რომ ბოღმა ამოანთხიოს და ყველაფერი მიწეროს უსინდისო გივიკოს, მაგრამ ბოლო წუთში მაინც ვერ ბედავს და სხვა უფრო „მეგობრულ“ რამეს სწერს, თუმცა მისი განაწყენებული ტონი თეთრ ეკრანზე დაბეჭდილ ყველა ასოს ეტყობა.

ასეთ ბანალურ სიტუაციებში გოგოებს რატომღაც ჰგონიათ, რომ სიყვარული რთული რამ არის და ამ ჩვენს გოგოსაც ჰგონია, რომ ახლა ის და გივიკო "რთულ ურთიერთობებში არიან“. 

უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო ქათმუშკა აქამდე მიხვდებოდა, რომ გივიკოს არ უყვარს და ეტყოდა: „Иди в х*й, გივიკო!“, მაგრამ ქათამია და სიყვარულობანას თამაშობს. იმაზე ფიქრი, რომ სულ მარტო დარჩება ძალიან აშინებს და ასეთ გივიკოებს ებღაუჭება.

გივიკო თავის ოცნების ქალს სხვაგან ეძებს, ჩვენი ქათმუშკა კი, სოციალურ ქსელში ისევ „ნამიოკებს“ პოსტავს. 

P.S. რა პრობლემები და რა კომპლექსებიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, თუ მართლა უყვარხარ, ასე არ მოგექცევა. თუ არ გჯერა, მაშინ გააგრძელე პოკემონებზე ნადირობა! 

Friday 16 December 2016

როგორ უნდა შეეტენო ცოლად ძმაკაცს..


"რა თქმა უნდა, ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს", - ამას ხშირად ის 
ქათმუშკები გვიმტკიცებენ, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ბიჭს „ეძმაკაცებიან“, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან რომელიმეს ცოლად შეეტენებიან.

ლამაზებმა მაგალითად, ზუსტად იციან, რომ (ჰეტეროსექსუალ) ბიჭთან ნამდვილი მეგობრობა არ გამოდის. კაცი შენთან საჭიროზე მეტ დროს თუ "კარგავს", ესეგი "დაინტერესებულია"..

ეს მარტივი და ბანალური სიმართლე მახინჯებმაც იციან, მაგრამ რა ჰქნან? მათი ბოლო იმედი ის საწყალი „ძმაკაცია“..

მოკლედ, როგორ უნდა „შეეტენო“ რომელიმე ძმაკაცს? აგერ ინსტრუქცია, რომლეიიც 100%-ით ამართლებს.

ჯერ ერთი, გირჩევნია, ერთი მსხვერპლი შეარჩიო, იმიტომ, რომ ყველას თუ ეტენები, მსხვერპლი მიხვდება, როგორი სასოწარკვეთილიც ხარ და გაიქცევა. 
ამიტომ, ერთი „კარგი ბიჭი“ შეარჩიე და შეუტიე:

ყველანაირად ეცადე, რომ ფიზიკურად თუ ვირტუალურად 24 საათი ერთად იყოთ; ხშირად დაურეკე და მის სისულელეებს ისეთი ინტერესით უსმინე თითქოს ბუდდაა. 

უიქენდები დაგეგმე. ფეხბურთზეც გაყევი. მისი ძაღლის დაბადების დღე მოიმიზეზე და დაადექი კარზე. 

ყველა მის მეგობარს დაუახლოვდი. მათთან ერთად „მსხვერპლს“ ხშირად სიურპრიზები გაუკეთე. ყველგან და ნებისმიერ დროს მოულოდნელად თავზე დაადექი, (ვითომ შემთხვევით ნახე)

მოდუნების საშუალება არ მისცე, თორემ ისევ შენი კონკურენტი "სწერვა" გოგოს სტალკინგს შეუდგება ინსტაგრამზე. მოთმინება იქონიე. ("ფინიშზე" საკუთარი თავი წარმოიდგინე უზარმაზარი მუცლით  და საქორწინო კაბით :)))

მისი საყვარელი კერძების გაკეთება ისწავლე. მერე ძალით მოათრიე და აჭამე. 

იმ დონემდე მიიყვანე, რომ შენს გარეშე არსებობა ვერ წარმოიდგიონოს. ყველაფერში დაეხმარე. გახსოვდეს, შენ "ყველაზე კეთილი" და "ყველაზე ერთგული ხარ"!!

ყველა მისი უიქენდი, დღესასწაული თუ ცხოვრების მნიშვნელოვანი დღე შენთან უნდა იყოს დაკავშირებული.

აუცილებლად დედამის ან ბებიამისს ჩაუდაქალდი. 


ყველაფერი გააკეთე, რომ მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა თქვენს "დუეტს" ისე მიეჩვიონ, რომ "დოლჩე და გაბანა" თქვენთან შედარებით, საცოდავ მოგონებად დარჩნენ.

ნელ-ნელა ყველას შეაპარე ის აზრი, რომ წყვილი ხართ. შეგიძლია ჭორები გაავრცელო, რომ ერთად ხართ. ამით რამდენიმე კონკურენტ გოგოს გაანეიტრალებ. 

მილიონობით ერთად გადაღებული ხალისიანი ფოტო გამოაქვეყნე სოციალურ ქსელებში. თაგებს თუ წაშლის, კიდევ დათაგე. 

თუ მას ქერა გოგოები მოსწონს, თმა შეიღებე. მერე რა, რომ შენს "ბრეჟნევის" წარბებს არ უხდება ღია ფერის თმა. თუ საჭირო გახდება, წარბებიც მოიშორე. აბა გენაცვალე, "სიყვარული" ხომ მსხვერპლს ითხოვს! :)

არ დაგავიწყდეს, ყველაზე მთავარი - მისი ოფოფიანი დედა აუცილებლად მიიყვანე კაპიტულაციამდე! ისე, რომ ბოლოს ფარხმალი დაყაროს და თქვას: "მერე რა რომ, ლამაზი არაა და რონალდოს ფეხები აქვს" ან "ყბა აქვს ორ მეტრიანი", "სამაგიეროდ ჩემი შვილიკო ძალიან უყვარს და დედიკოსავით იზრუნებს მასზე"!

დაუღალავი ინტენსიურობით შეუტიე „მსხვერპლს“ და ბოლოს აუცილებლად მოიგებ! მთავარი მოთმინებაა. 

შეიძლება თავიდან ცოტა მორიდებულად იქცეოდეს, მაგრამ აი ნახავ, ის საბრალო ბიჭი, მალე „დრაკონების დედოფალ“ ქხალისიზე მასტრუბირებას (დროებით) შეწყვეტს და შენსკენ მოიხრება. მაგ დროს უცებ „შეაჯექი“, იყოჩაღე და ცხვირით მიათრიე ქორწინების სახლამდე. აბა შენ იცი! 

მერე სასწრაფოდ სამი-ოთხი შვილი გაუჩინე და სოციალურ ქსელში დათაგე ყოველდღე. აუცილებლად ბავშვებთან ერთად.

ის შენთან 15-20 წელი იცხოვრებს და მერე 45 წლის ასაკში, უკვე გამელოტებულ დაღიპანებული, „მოჯადოებული პრინცივით“ აზრზე მოვა და აქვითინდება, რომ საუკეთესო წლები ეშმაკუნა, აფერისტ გომბეშოსთან გაატარა.



ამას რატომ ვწერ? იმისთვის, რომ თავი უნდა დაანებო ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ. სიყვარული ძალით "შეტენვას" არ გულისხმობს, სიყვარული ის არის, როცა საყვარელ  ადამიანს უფრო სწორი არჩევანის გაკეთების უფლებას უტოვებ.

Wednesday 14 December 2016

"სტილზე შემჯდარი" სოფლელები


რამდენიც გინდა მიმტკიცე, რომ ადამიანის „გეოგრაფიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს“, მაგრამ სოფელში დაბადებულსა და ქალაქელს შორის - ერთი დიდი განმასხვავებელი ფაქტორი არსებობს - სოფლელის კომპლექსირა თქმა უნდა, "ქალაქელიც" იხრჩობა სხვადასხვა კომპლექსებში, მაგრამ სოფლელს მხოლოდ ერთადერთი კომპლექსი აქვს, (და მისი სხვა პრობლემებიც იმ კომპლექსიდან მოდის).

სოფლელი მთელი ცხოვრება ცდილობს პროვინციელის კომპლექსი მოიშოროს და ხან თავს იგიჟებს ვითომ ამაყობს თავისი გეოგრაფიული წარმომავლობით, ხან კი დაბადების ადგილს მალავს, მაგრამ მაინც ქვეცნობიერად, მთელი ცხოვრება ცუდი განაჩენივით თავის წარმომავლობას ეჭიდავება. სულ ცდილობს, „თავში ავარდნილ ქალაქელებს“ დაუმტკიცოს, რომ ადამიანის გეოგრაფიულ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა და უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, ისეთი "განსხვავებული" და "დახვწილი" გემოვნებების და „სტილების“ დემონსტრირებას ახდენს, რომ „ქალაქელს“ კი არა, ოლიმპოსის ღმერთებსაც შეშურდებათ.

გული მწყდება, როცა სოფლელი გოგონები არ ჭამენ ნატურალური რძის ნაწარმს (ბევრს ვიცნობ ასეთს), იმიტომ რომ, სოფლის ნაწარმია და თუ გიყვარს, ესეგი "სოფლური სისხლი გიყივის". „აჰა, მგელი ტყისკენ იხედებაო“ არ თქვანო ჩემზეო და მაინც სოფლელიაო არ წამომაძახონო? - ფიქრობენ.

„ქალაქელს“ შეუძლია ნინო ჩხეიძესაც და ლეილა თოდაძესაც მოუსმინოს ან ნასვამზე „სამი დალიეზე“ იხალისოს, ცააცკალი სოფლელი კი, ამგვარი მუსიკების გაგონებისას ხუთჯერ გაიხედავს უკან და „ტერიტორიას შეამოწმებს“, არავინ არ მამხილოს „სოფლურ სტიქიაშიო“. ვახ, მერე რა, რომ მთის და ბარის შვილია, მაინც შექსპირის პიესებზეა გაზრდილი და მხოლოდ ჯენის ჯოპლინს, ჯიმი ჰენდრიქს, მიკ ჯაგგერს და რავიცი კიდე ვინ ჯანდაბაა „სტილი“, იმათ უსმენს. და უცებ ვინმემ რომ გაიგოს, რომ შემთხვევით, სადღაცა „პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა, სიყვარულმა ხელის გულზე გატარას“ მოსმენა მოუწია! ეუფ, წარმოიდგინე რამხელა „პაზორია“!

მსგავსი "პაზორისგან" თავის დასაცავად კი, ფეისბუკზე ლეილა თოდაძის სიმღერას დააშეარებს და ვითომ იღადავებს – „ნახე გოიმებს დავცინიო“. აი, პირადად ვიცნობ ასეთს რა! 


"გოიმების დაცინვა" კი, ნაღდი სოფლელის მთავარი ინდიკატორია. 

რა სტილებზეც არ უნდა შეჯდეს და რა ნიღბებშიც არ უნდა დამალოს თავისი დაკომპლექსებული სიფათი, „უდონოების“ დაცინვით, მაინც გამოამჟღავნებს თავის პლებეურ წარმოშობას. 

როცა თავისი ჭკუით "ელიტურ", სნობურ, „დახვეწილ საზოგადოებას" მიბაძავს და „ავტორიტეტების აზრზე“ დაყრდნობით იმარიონეტებს, მაშინ აყროლდება ყანას სუნით.

"სოფელოსაც" და "არასოფელოსაც", რომელიც სხვებს დასცინიან, ურჩევნიათ ჯერ საკუთარი თავი თავი მოიწესრიგონ, ადამიანს დაემსგავსონ, შაურმების და სხვა ნაგავი საკვების ჭამას მოეშვან, მერე კი, საკუთარ კომპლექსებზე იმუშავონ და ყველაფერი მშობლიურის მიმართ ზიზღიც მოიშორონ. 

თორემ, ძალიან საზიზღარი სანახავია, როცა, სქელტრაკიანი, ან გამხმარ-დამჭკნარ-ტრაკიანი, ცელულიტიანი, გაწეწილი ბატის კანიანი არსება, რომელიც 24 საათი ნაცემი ძაღლის გამომეტყველებით დადის, - პარიზებზე, ნიუ-იორკებზე ლაპარაკობს და თავისი საცოდავი კომპლექსების დასამალად სხვებზე ღადაობს!

ჯერ სარკეში ჩაიხედე! ზურგი და ჩამოშვებული მხრები გაისწორე!  

P.S. ორი ვაკელი გოგო სვეტობს: ვააიმეე გოოგოოო, რა მურტალი ამინდიააა!
       ..ამ სვეტუნებს სოფლელი ლამაზმანი შემოუერთდება: ხოო, გოო, მართლა რა                        ჩაჯმული ამინდია! :))))