Friday 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"


ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. 
სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ხარ..

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია და ხროვაში თუ ჯოგში ყროყინით, თავს დაცულად გრძნობს. 


ზოგს კი, ვითომ ფეხზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ მისი "ფეხებზემკიდიაობა" მხოლოდ ფეისბუქ სტატუსებში "ვლინდება" და ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო ადვილად ვარდება დეპრესიაში. 


ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და 13 წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და "საერთო აზრს" უერთდება. 
შიშის თუ კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. 

ამგვარად, ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა ჯანდაბის გამო. 


"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვანი არსება სხვებს უმტკიცებს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი ჭკვიანია.


სნობიზმიც აქედან მოდის. 
ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია". 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. 

ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.


ნუ ყველაფერი ხდება, ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 

არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ მხოლოდ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ მიიღე ის ფაქტი, რომ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 


სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.




Monday 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა და 
რატომღაც პირველი ის მომივიდა თავში, რომ ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა..

შევხედე მის 43 წლისთვის ძალიან ადრე გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი" ამოწურა, დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და ახალგაზრდობას, ქალურობას მისტირის. 

"რეალიზებული" ანუ "ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე "ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში". ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. მოუვლელი, მოუქნელი ქალი ნამდვილად ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. 


ცოლი, იგივე "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. მაგრამ, თუკი ჩაუღრმავდები სიტუაციას, რეალობა ასეთია: ის ქმარი კომპიუტერთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს და ამას იმით ხსნის, რომ "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს".

თავისი ცოლი-დიასახლისი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი, გაწეწილი ქალიც აღარ ეყოლება. ოჯახს ინარჩუნებს..

ერთ ავადსახსენებელ დღეს "იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაეწყება. მისი თეორიები სიყვარულზე, "მონათესავე სულებზე", "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას შეასკდებიან.. 

მერე სარკეში ჩაიხედავს, სადაც გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოდ ითვლებოდა, ახლა გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. 

ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.. მოიწყენს იდეალური დიასახლისი და "ბედნიერი ცოლი".

რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები! 

თავში აერევა ძველი და ახალი "იდეალები": სიყვარული, "ოჯახური სიწმინდე", ურთიერთგაგება, უკრაინელი ნაშები, ქმრის ახალი თანამშრომელი ნინაკა (რომელსაც მისი ქმარი საჭიროზე უფრო მეტ ხანს ემესიჯება) და ასე შემდეგ..

აი აქ მთავრდება ქალის ბედნიერება.. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ იგრძნობს! როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას დაინახავს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და საკუთარ ფეხებზე მყარად დგას! ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება!

Saturday 9 January 2016

როგორია ქალი, რომელსაც არ ღალატობენ?


„ჩემ ქმარს არასდროს არ ვაპატიებ ღალატს!“ - კივის ფეისბუკიდან ქალი, რომელიც სახით შარშანდელ კარტოფილს მაგონებს, ტანით კი პინგვინს. რატოა დიდ გულზე, რისი იმედი აქვს ნეტა?

 - „მაშინ მიიღეთ ზომები, იმიტომ, რომ ფიქრებში უკვე გიღალატათ“ - ვუთხარი. 
„აჰა, ჰა, ძალიან გამაცინე'"-ო .

ფიქრებში ღალატი ხომ "არ ითვლება", თანაც შარშანდელკარტოფილისსახიან გოგოს ჰგონია, რომ მისი ქმარი ფიქრებში ადრიანა ლიმასთან ან ბელა ჰადიდთან „ღალატობს“. 

„ეგ არაფერია კაცო,“ - ფიქრობს, - „ადრიანა იყოს, ის მაგარი ქალია..“ 

ნუ ახლა, მისთვის დიდი პატივია ასეთი „მეტოქე“, მაგრამ სამწუხაროდ რეალში მისი "მეტოქე" ადრიანა კი არა, გვერდით კორპუსში მცხოვრები ბუღალტერი ნათიაა, რომელმაც ტუჩები გაისქელა და ახლა მკერდის გადიდების ოპერაციისთვის აგროვებს ფულს.

მისი ქმარი ვაი-ვაგლახით "ასრულებს ქმრის მოვალეობას" და იმ დროს ნათიაზე ფიქრობს. 
"ფიქრებში ღალატობს" არ ითვლება, მაგრამ ქალისთვის მაინც შეურაცმყოფელი ფაქტია, რომ ქმარი იმ ტუტუც, კუდაბზიკა მეზობელ ნათიაზე ფიქრობს, რომელსაც თვითონ გამარჯობასაც კი არ ეუბნება..

კი ბატონო, მარტო ფიქრებში ღალატობს. აბა იმ ნათიას რაში სჭირდება მისი გაზულუქებული, ღიპიანი ქმარი. ნათია ახალგაზრდა კარიერისტია, თავისი პერსპექტივები და "კრიტერიუმები“ აქვს და უფრო "მაღალი ეშელონის" ნიანგებს ეკურკურება..

ის ინდაური აივნიდან ნათიას უყურებს, ან ინსტაგრამზე ფეიკ-პროფილიდან ათვალიერებს. ნათია კი, სხვასთან მესიჯობს, ამ დროს ჩვენი ამაყი ცოლი დაქალუშკებთან ქმრის ერთგულებით ტრაბახობს. აქაოდა, მაგარი ქალი ვარ, ვინ მიღალატებს კაცო მე, ჩემნაირ ქალს? 

რადგანაც ქმარი "ერთგული" ჰყავს, კაი სექს-გურუსავით, ჟურნალ "პადრუგაში" წაკითხულ დებილურ რჩევებს აძლევს დაქალუშკებს, თუ როგორ იყვნენ ქმრებისთვის სასურველები. ისინი კი, უჯერებენ ალბათ.

არადა, ძალიანაც რომ მოუნდეს ადიულტერი მის ქმარს, მაინც ვერ იზამს, ფულიც არ აქვს იმდენი.. ცოლს მხოლოდ იაფფასიან თურქულ ბარში თუ უღალატებს, თორე სხვაგან ვის რა ჭირად უნდა ჯიბეგამოფხეკილი და ღიპიანი.


ცელულიტიანი ქათმუშკა კი, ბრაზილიურ ეპილაციას იკეთებს, სუნამოებს ისხამს, "ვიქტორის სიკრეტის" სექსუალურ საცვლებს ყიდულობს და "რომანტიკული საღამოს" მერე ფეისბუკის რომელიღაცა ფარულ ჯგუფში ნასწავლ "კამასუტრას აკრობატული ილეთებით" ქმარზე ექსპერიმენტებს ატარებს, თან ჰგონია, რომ ქმარი ყვერებით ჰყავს გამოჭერილი.

მოკლედ, გოგოებო! 

დაივიწყეთ ცელულიტი და გემრიელად ჭამას მიხედეთ, იმიტომ, რომ ქალი რომელსაც ქმარი არ ღალატობს, მითიური არსებაა, იმიტომ, რომ ასეთი ქალი არ არსებობს.

იმიტომ, რომ ადამიანი, ქალიც და კაციც პოლიგამიური არსებაა და რაღაც მომენტში ყოველდღიური პარტნიორი ყველას ბეზრდება და ეს ნორმალურია.

არანორმალურია, როცა ადამიანს გალიაში ამწყვდევ და სამარემდე ერთგულებას ითხოვ, თან როცა იცი, რომ ეს შეუძლებელია.

არ ღალატობენ, ნიშნავს, იმას, რომ ვერ ღალატობენ. სხვადასხვა მიზეზების გამო: ფული არ აქვს, ფინანსურად ცოლის კისერზე ზის, მოძღვარი უკრძალავს და ასე შემდეგ. 

ცოლები უკვე დიდი ხანია ყელში ამოუვიდათ, უბრალოდ „აწყობილი ოჯახური რუტინის“ დაშლა ეზარებათ. ერთად აღებული კრედიტები, ოპოთეკა, ბავშვები, საყოფაცხოვრობო პრობლემები, - ეს ყველაფერი ისედაც ხომ დეპრესიაა და კიდევ სკანდალები და ვიღაც სხვასთან ამ ყველაფრის ახლიდან დაწყება ხომ საშინელებაა. არსადაც არ წავა ის საწყალი!

ამიტომ, ცელულიტის და სტრიების გამო დიდად ნუ მოიკლავთ თავს, თვით კაილი ჯენერიც და მონიკა ბელუჩიც რომ იყოთ, ფინანსურად შეძლებული ინდაურები მაინც ღალატობენ. ღარიბები კი, ფიქრებში მაინც 100 პროცენტით კაილისთან არიან :))))
 
გული იმით დაიმშვიდეთ, რომ რეალური ღალატის ალბათობა ძალიან ცოტაა. ვისთან, სად გიღალატებს კაცო? რომელი მარიო ჩიმარო, ალენ დელონია, რომ ქალები მის გამო ვენებს იჭრიდნენ?

აი ასე, ქალი და კაცი სხვა არჩევანის არ არსებობის გამო ერთმანეთს იტანენ და "ერთგულები" რჩებიან. და ფეისბუკზეც სიყვარულზე პოსტავენ. 

შანსი რომ ჰქონდეთ, წამით არ გაჩერდებიან ერთმანეთთან. იმიტომ, რომ სელიავი! ასეთია ადამიანის ბუნება...