Monday 15 May 2017

Unfuckable girls - კარგი გოგოები


ყველას გვყავს ნაცნობებში ისეთი გოგოები, რომლების დახასიათება მხოლოდ ერთადერთი ფრაზით შეიძლება - კარგი გოგო. სულ რომ იღიმიან და შარზე თუ არ ხარ ვერაფერს რომ ვერ დაუწუნებ. მათზე ყველა ფრაზა ასე მთავრდება: „..მაგრამ ძალიან კარგი გოგოა“. 

მაგალითად: "სქელი ტრაკი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა!" „კარგი გოგოა“  და მორჩა რა! 

ეს ფრაზა ერთადერთი ემოციაა, რომელსაც კარგი გოგო იწვევს. ის არ გიყვარს, არ გინდა, არ გძულს და საერთოდ არანაირ ემოციებს არ იწვევს. 

„პრივეტ, როგორ ხარ?“ - გაგიღიმებს, გაუღიმებ и пошёл дальше! J

გასათხოვარ გოგოებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თორემ ბებერი "კარგი გოგო" სადაა.

იმიტომ, რომ კარგი გოგოს სტრატეგია მხოლოდ გათხოვებაზეა გათვლილი. კარგი გოგო აუცილებლად გათხოვდება.

მერე რა რომ არ გიყვარს, არ გაღელვებს, არ აღაგზნებს, არ გაინტერესებს, "ზატო" "კარგი გოგოა“. გაწონასწორებული, მშვიდი, მომღიმარი და „კეთილი“. შენ არ მოგწონს, დედაშენს მოეწონება.

ოღონდ კეთილი რატომ არის არ ვიცი. 

ალბათ იმიტომ, რომ ყველა მამრს მომღიმარი სახით, უაღრესად ნაზად ელაპარაკება და ისეთი საყვარელი და კეთილია, რომ ვინმესთან პაემანზეც რომ ნახო, იმასაც აპატიებ: ნუ რა ჰქნას, კეთილია და ის ბიჭიც ისე სთხოვდა, რომ შეეცოდა, ერთი შანსი მისცა და ცოტა დრო დაუთმო. ისეთი არაფერი, მხოლოდ ისაუბრეს J

სხვათაშორის, შეიძლება ჩვენს „კარგ გოგოს“ „სტერვებზე“ უფრო უარესი ხასიათი ჰქონდეს. საჭირო რომ გახდება სტერვასაც თმებით ათრევს. მითუმეტეს, რომ კარგი გოგოს სტრატეგია მხოლოდ გათხოვებამდე და პირველი შვილის გაჩენამდეა ძალაში. აი მერე აჩვენებს თავის ეშვებს დედამთილსაც და ყველას! :))

ისე, რომ დაფიქრდე, ადამიანი რა ნაირად უნდა იყო სულ კარგ ხასიათზე? რობოტი ხო არ ხარ? 

როცა მუდმივ რეჟიმში მომღიმარი, "კეთილი" და "კარგი" ხარ, ესეგი ან გარე სამყაროს აღქმის უნარს მოკლებული დეგენერატი ხარ, ან უბრალოდ, "პოზიტიური" გოგოს როლს თამაშობ.  

მოკლედ, ეს „კარგი გოგოები“ ბავშვობიდან ჩემი თავის ტკივილი და ბოღმაა. ჩემ მშობლებს ასეთები სულ მაგალითად მოჰყავდათ: „აი გოგო ასეთი უნდა იყოს, შენნაირი ავი და ქაჯი კი არა..“ 

განსაკუთრებულად მეზიზღება ეს კატეგორია რა! :))))

ამ ჩუმჩუმელა აფერისტების გამო, მთელი ცხოვრება სინდისი მკლავდა: მე რატომ არ ვარ კარგი გოგო? J

Wednesday 10 May 2017

სათნო ბოზები


რას ფიქრობთ, როცა რელიგიურ ღონისძიებებზე ყველაზე „სათნო“, ყველაზე „სულიერად ამაღლებული“ და „ღვთის ყველაზე მორჩილი მონას“ სახით ის ქალები სხედან (ან დგანან), რომლებსაც საზოგადოებაში ცუდი რეპუტაცია აქვთ? აი, როცა „პატიოსანი“ "ოჯახის ქალი" დეიდები ჰა-ჰა და ჰი-ჰი თავის ამბავში არიან, პუტანკებად ცნობილები კი, "გულიანად ლოცულობენ"?

ბავშვობაში მეც მორწმუნე ვიყავი და მიყვარდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ისეთ სიტუაციებს, როდესაც ჩემს მეზობლებს - "ოჯახის ქალებს" სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ლოცვებიც და რიტუალებიც და ვერც მალავდნენ რომ მხოლოდ საჩვენებლად და საჭორაოდ იკრიბებოდნენ.

უბნის "პუტანკები" კი, ხაზგასმულად მოკრძალებულად ჩაცმულები „გულით, სულით და ფიქრებით“ ვითომ "ღმერთან იყვნენ..

-  „ერთი ამას უყურე ქალო რა დღეშია, ახლა ვითომ ცოდვები მოინანია თუ რა?“ - ამბობდა ერთი პატიოსანი დეიდა.
-  „უიმე, ქალო, იქნებ სწორ გზაზე დადგა, რა გინდა?“ - კისკისებდა და იაზვობდა მეორე.
-  „ვაი ამის პატრონს, ამისგან ქალი აღარ გამოვა“ - გამოუტანა განაჩენი მესამემ.

მე კიდევ, 11 წლის ბავშვის ჭკუით მჯეროდა, რომ რომელიმე პუტანკა ცოდვებს მართლა მოინანიებდა და იმ დღიდან "წმინდა ქალწულად" იქცეოდა.

უკვე მოგვიანებით, სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ პატიოსან დეიდებსაც, ჭორიკანა ოჯახის ქალებსაც და პუტანკებსაც ერთნაირად ეკიდათ ცალ ფეხზე რწმენაც და ღმერთიც. 

კდემამოსილი ჭორიკანა  დეიდებიც, მათი მოსისხლე მტერი ბოზებიც, (როგორც ყველა ფარისეველი მორწმუნე), სხვების საჩვენებლად კარგი ქალების და კარგი ადამიანების როლს თამაშაობდნენ.

რა კარგია არა? რაც გინდა ჩაიდინე, რა ნაგავიც გინდა იყავი, საჯაროდ მორწმუნეს როლს თუ ითამაშებ და ცოდვებს "მოინანიებ", ბრბო ყველაფერს გაპატიებს, მთავარია ღმერთის სახელი ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა ახსენო :))

ყველაზე სასაცილო კი ის მომენტია, როცა უცებ "გასათნოებული" ყოფილი ბოზები  "ურწმუნოებს" გმობენ და ჩვენ გვასწავლიდნენ ჭკუას: ნწ, ნწ, როგორ შეიძლება! გოგო, აზრზე მოდი, ღმერთის სახელი არ დაივიწყო!

ნწ, ნწ, სირცხვილია, რწმენა არ უნდა დაკარგო! 

ხალხი ასეთებს ამართლებდა კიდევაც: მერე რა, ერთხელ, 5 ჯერ (ან 500 ჯერ) თუ შეცდა ადამიანი? ახლა ხომ დადგა ღმერთის გზაზეო! 

ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც 10-ჯერ შეუცვლიათ რწმენა და კარგა ხანს ვერ იღებნენ გადაწყვეტილებას, რომელი რელიგიას უკან დაიმალონ და დღემდე სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა როლებს თამაშობენ. 

ზოგი კრიშნადან იწყებდა, მუსლიმობით ამთავრებდა და მერე საერთოდ ფეხებზე იკიდებდა რელიგიას და ბოლოს თანამედროვე კოსმოპოლიტი ხდებოდა, მერე კი ისეც თავიდან გადიოდა რელიგიურ წრეზე.

დემონსტრაციულად  „სათნო-სიფათიან" მორწმუნე ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემდაუნებურად ვფიქრობ: უუუ შენ ფარისეველო ბოზანდარა! ჩვენ რომ ვიცით ისეთო!" :))


Tuesday 9 May 2017

პოტენციური მკვლელები ჩვენს შორის


ახლა ჯოგური ინსტინქტის საშიშ შედეგებზე ვწერ. იმ ინსტინქტზე, როცა ადამიანის ცხოვრების აზრი - ნახირში კომფორტულად ყოფნა და სხვა ვირებთან ერთხმად ყროყინია.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი, ან თქვენი რამდენი ნაცნობი გამოესარჩლება ქუჩაში ძალადობის მსხევრპლს? ან თქვენ, მაგალითად ლინჩის შემსწრე რომ გახდეთ, შეეწინააღმდეგებით გამწარებულ ბრბოს? 

აი, მაგალითად, მოქალაქემ შეაგინა პატრიარქს, რელიგიას ან რა ვიცი ბრბოსთვის რომელიმე მიუღებელი საქციელი ჩაიდინა და ახლა სჯიან, როგორც ავღანეთში.


ნუ, "რემბო“, "შვარცნეგერ-ტერმინატორი" არ ხარ და რომელი ძალებით შეეეწინააღმდეგები ბრბოს არა? თანაც, ალბათ ბავშვობიდან გასწავლიდნენ დედიკოები, რომ ქუჩაში სხვის ჩხუბში არ უნდა ჩაერიოო, უცნობი ქალი არ უნდა დაიცვა, "იქნებ ღირსიაო"? 

შეიძლება გეშინიათ, ან გიტყდებათ. რა ვიცი.  ხუთასი აზრი უტრიალებს მშიშარა არსებას თავში..

მე რას გავაკეთებდი? საბედნიეროდ, არასოდეს, არავისი ლინჩის ან ჩაგვრის პროცესს არ შევსწრებივარ და არც თვითონ გავრეულვარ შარში. მაგრამ, ერთი კვირა არ მეძინა, როცა ვიდეო კადრები ვნახე, როგორ კლავდა ავღანეთში ახალგაზრდა ქალს 40 ველური მამრისგან შემდგარი ბრბო. ზოგი ურტყავდა, ზოგი იმ პროცესს მობილურზე იღებდა და ერთსაც არ მოსვლია აზრად, რომ დაეცვა. იმ ქალის ლინჩის მიზეზი რომ გავიგე, ვიფიქე, ავღანეთში რომ მეცხოვრა, მეც ასე მომკლავდნენ. ველური ნაბიჭვრები ქალს სახელად ფარხუნდას ყურანის დაწვას აბრალებდნენ: "მოლას ეჩხუბა და ყურანი დაწვაო" - ამბობდენენ. 

ეს საზარელი ფაქტი ავღანეთში მოხდა, სადაც არაადამიანური არაფერი გვიკვირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სასტიკი მუტანტები ცივილურ ქვეყნებშიც არიან, უბრალოდ ავღანეთში სისასტიკე არ ისჯება.

- „აი, რა უნდა უნდა გააკეთო, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა უშველო ქალს?“ - ვკითხე ჩემს ახლობელს.

- „ვერ უშველი, მაგ დროს მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი თუ გიშველის, რომ სუყველა დაბრიდო, თორე როგორ გინდა 40 ველურს გაუმკლავდეო“ - მიპასუხა.

სხვათაშორის, მშიშრები სულ იმ არგუმენტის უკან იმალებიან, რომ თურმე ოჯახი ჰყავთ და მათ გამო ფრთხილობენ და ამიტომაც სხვისი უბედურების მიმართ გულგრილები არიან. ერთი ჩემი ნაცნობი, თვითონ ყვებოდა, რომ მარშუთქაში ჩუმად იჯდა და 20 წუთი უყურებდა, როგორ აწვალებდნენ ორ სტუდენტ გოგოს, ვიღაც ნასვამი ნაბიჭვრები. არა, კი არ აუპატიურებდნენ, მაგრამ, "ჩაგრავდნენო".. ნუ რა ექნა ტიპს? 

"რომელი ჯეკი ჩანი მე ვარო?" - ამბობდა. 

კი ბატონო, „რემბო“ და „ტერმინატორი“ კინოში ცხოვრობენ, რეალში კი, ჩვეულებრივი მოყროყინე ვირები გვყავს.

მაგრამ, მოიცა, ვინ ელოდება თქვენგან გმირობას კაცო? მე სხვა რაღაცის თქმა მინდა: თუ გეშინია, გაიარე ჩუმად, ხმა არ ამოიღო. უფრო ამაზრზენი არიან ისეთები, რომლებიც სხვის ჩაგვრას მობილურით იღებენ, ან ზოგჯერ მხოლოდ ჩუმად ყურებით არ ჯერდებიან და ერთ ქვასაც ისინი ისვრიან "ზა კამპანიუ". 

ძალიან ბევრნი არიან ასეთები, იმაზე უფრო მეტნი ვიდრე გვგონია. 
ისეთები, რომლების ცხოვრების აზრი აგრესიული მასოვკის ნაწილად ყოფნაა. როგორ ამოვიცნოთ ასეთები? 

მაგალითად, როცა შენი ფეისბუკ-ფრენდი რომელიღაცა მერსი სულხანიშვილს, ნატა ფერაძეს, თინა მახარაძეს, ან „საზოგადოების“ რისხვის სხვა ობიექტებს განკიცხავს, მათ პოსტებს აშეარებს და „საერთო-სახალხო გინებების ორომტრიალს" თავის კინკილა გინებასაც ამატებს - ის არის ყლე! 

ნუ ახლა, არ ვამტკიცებ, რომ რეალური ლინჩის დროს, ეს ტიპებიც აუცილებლად წიხლს მიარტყავენ მსხვერპლს და მოძალადეებს შეუერთდებიან, მაგრამ პოტენციური მოძალადეები რომ არიან ფაქტია. კარგი კაცი ასე არ იქცევა! 

მარშუთკაში შენს მეზობელ ნატო დეიდას რომ სცემენ და შენ თუ ხმას ვერ იღებ, მაშინ ფეისბუკიდანაც ნუ ყროყინებ და ნუ კაცობ რა!