Wednesday, 20 December 2017

ინფუზორია-ქალამანა აზრს გამოხატავს!

როგორ ფიქრობთ, რისგან ბოროტდება ადამიანი? გადატანილი სტრესისგან, ტრაგედიისგან?

რა! ტრაგედიების გადატანაც და ცხოვრების გაგრძელებაც შეგვიძლია და ბევრმა დავრწმუნდით კიდევაც, რომ უბედურებების შედეგად ჭკუიდან არ ვიშლებით. 

გაბოროტების ნამდვილი მიზეზი განადგურებული თვითშეფასებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ბევრჯერ აგრძნობინეს, რომ არარაობა და "მეორეხარისხოვანი ნაგავია". 

საღად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემის მქონე ადამიანი ვერ იქნება ბოროტი და მავნებელი. 

ანუ, მავნებლობა ფსიქიკური ტრავმის შედეგია. თავიდან ყველა ადამიანი კომპლექსების გარეშე იბადება. მისი დაკომპლექსების და ჩაგრვის პროცესი მერე იწყება, როცა ხან მშობლები და ხან გარშემო მყოფები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, არწმუნებენ, რომ უმნიშვნელოა და არარაობაა. 

საწყალ ადამიანს გარშემომყოფების სჯერა და „აღიარებს“, რომ არარაობაა და აღარც ცდილობს ამ შეფასებას თავი დააღწიოს. ის ამას სამუდამო განაჩენივით ეგუება და მართლა არარაობა ხდება. თუმცა, ზოგი მაინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ არარაობა არაა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ლამობს, რომელსაც „სხვების აზრი“ ჰქვია. 

არარაობებად არ იბადებიან. ჩვენი არჩევანია ვინ ვიქნებით - ადამიანი თუ ინფუზურია-ქალამანა. 

თუ არ დაიბადე ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი, მაინც შეგიძლია მომავალში გახდე ლამაზიც, ძლიერიც და მდიდარიც. მთავარია არ გაბოროტდე იმ ადამიანების გამო, რომლებმაც დაგაჯერეს, რომ ნაგავი ხარ და ეს წყენა სიცოცხლის ბოლომდე გულში არ ატარო. მთავარია საკუთარ თავზე იმუშავო და მიკრობების კეტოგორიაში არ გადახვიდე.

ვინ არის ინფუზორია-ქალამანა? - ის, ვინც დაუჯერა სხვებს და შეეგუა იმას, რომ არარაობაა, ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და გაბოროტდა. გაბოროტდა და სხვისი ბედნიერების შურს. სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს წერს და ცდილობს სხვებსაც გული ატკინოს. მისი ერთადერთი ფუნქცია და ჰობი სხვების კრიტიკა, გამწარება და წუწუნია. ის თავის შხამს ინტერნეტ-სივრცეში აფრქვევს და ჯანმრთელ ადამიანებსაც უშლის ნერვებს. 

ინტერნეტი შეუზღუდავია და ნებისმიერ ინფუზორია-მიკრობს "აზრის“ გამოხატვის საშუალებას აძლევს. 
დაუბანელი, სუნიანი არსება, რომელსაც კვირაში ერთხელ თავის დაბანა სუპერ სისუფთავე ჰგონია, ძეხვის სუნიანი თითებით კლავიატურაზე სისულეებს ბეჭდავს. ცუდს წერს ყველაზე და ყველაფერზე. არასოდეს არაფერი არ მოსწონს. ლანძღავს კარგსაც და ცუდსაც. ყველაფერზე მხოლოდ უარყოფით კომენტარებს წერს და იგინება. 

მოცლილ არარაობას ხუთი ფეიკ გვერდი აქვს და იქიდან ანთხევს ბოღმას. 
ასეთი *ლე გააზიარებს ვიღაცის პოსტს და თავის *ლე სამეგობროსთან ერთან ლანძღავს ავტორს, რომელსაც არც კი, იცნობს. ასეთ სირებს ეს „გამოხატვის თავისუფლება“ ჰგონიათ. 

შენ ნუ იქნები ასეთი გაბოროტებული ინფუზორია-ნაგავი!

Sunday, 3 December 2017

ლონდა, ვანდა და ბედნიერი ქალები

დედაჩემს ვეხვეწებოდი, რომ გაკვეთილების მერე გახანგრძლივებულში არ დავეტოვებინე და მასთან სამსახურში წავეყვანე, სადაც ჩემი ბავშვური სამოთხე იყო.

იმდენად მიყვარდა ის ადგილი, რომ წლების შემდეგაც ხშირად მესიზმრებოდა და მენატრებოდა იქაური ყავის არომატი და ილიაუნის ბიბლიოთეკის მტვრიანი თაროები.

ჩემს სამოთეს მოჭორავე "ანგელოზებიც" ჰყავდა, რომლებიც თან საოცარი ყავის არომატს ქმნიდნენ და თან 80-იანი წლების თბილისის ყველაზე აქტუალურ თემებზე ჭორაობდნენ.

მაშინ „ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა „პროსტა მარიაც“ არ იყო ჯერ და ამიტომ, ქალების კოლექტივი თავიანთ დედამთილებს, მულებს და მეზობლებს ჭორავდა: ვინ რა კარგად ან რა ცუდად გათხოვდა და ასე შემდეგ. ოღონდ გაყრაზე მაშინ არ ჭორაობდნენ, იმიტომ, რომ გაყრა ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორც დღეს ჩოხებიანი გეების ქორწინება.

თან წიგნს ვკითხულობდი და თან ასეთ ფრაზებს ვისმენდი: „დედაჩემის დაქალი სულ ამბობდა: გოგოს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, როგორ იპოვოს კარგი ბიჭი და გათხოვდესო“

მაშინ ეს მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.

ქალების კოლექტივის თითქმის ყველა წევრი გათხოვილი ან უკვე დაქვრივებული იყო და ისინი მისია შესრულებული მესიების სიფათებით იჯდნენ და ორ პროვინციელ შინაბერა დებს გულშემატკივრობდნენ გათხოვებაში. 35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებას“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.  

ვანდა და ლონდა გამუდმებით იმას ყვებოდნენ, როგორი მოწესრიგებულები და კარგი დიასახლისები იყვნენ და რამდენს კარგავდნენ მათი სახით ეს ოხერი კაცები

ერთხელ ვანდა საავადმყოფოში იწვა და იქაც, ყველაფერი პერანგიდან დაწყებული პირსახოცებით დამთავრებული ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მთავარმა ექიმმა თქვა: „აჰ ვანდა, ისეთი გოგო ხარ, რომ ვინც შენ ცოლად არ მოგიყვანა მე იმ კაცის დედა მოვტყან!“.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდაც და ვანდაც როგორც იქნა, გათხოვდნენ. ორი-სამი თვე მზითვებს განიხილავდნენ და შემდეგ ზარ-ზეიმით ქორწილებიც გადაიხადეს. ჯგუფში შინაბერები აღარ იყვნენ და მთავარი თემა ისევ დედამთილები და მულები გახდა. 

ლონდა ახალ ოჯახზე ნორმის ფარგლებში ჭორაობდა, აი მისი და ვანდა კი, სულ თავის ქმარს ემდურიდა. უფროსი ლონდა თავს უფრო ჭკვიანად თვლიდა და ერთხელ ვერ მოითმინა: „გაჩერდი ქალო, ძლივს ქRმები“ ვიპოვეთ და ახლა მთლა იდეალური არ მოუნდა ამას! სადაა იდეალური?"

ატყდა ხარხარი. სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო.  

ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. ჩემი სამოთხის მოჭორავე ანგელოზები ან ძალიან ბებრები არიან ან ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ დღეს რა შეიცვალა? დღესაც მილიონობით ლონდები და ვანდები თითქმის დაბადებიდან "ქRმებს" ეძებენ და ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ სარეცხის თოკზე კაცის შარვალი ეკიდოს.

ერთი პერიოდი მახსოვს იყო ასეთი "მოდა", როცა პროვინციელი გოგონები თითქოს ვალის მოხდის გამო „დროებით“ თხოვდებოდნენ, ბავშვს აჩენდნენ და ერთ წელიწადში ეყრებოდნენ უვარგის ქმრებს და მერე იწყებდნენ რომანტიკაზე და ბედნიერებაზე ფიქრს.

ისე კი, განათხოვარი კიდე ჯანდაბას. აი, ტერმინი „შინაბერა“ იყო მწარე. მაგას ჯობდა "მარტოხელა დედა", "ქვრივი" ან თუნდაც ბოზი ყოფილიყავი. აი ეს „შინაბერა“ ძაან შეურაწმყოფელი იყო რა! J)) ამიტომაც უამრავ ნორმალურ ქალს სახლში კუანა, არაფრის მაქნისი დედის ბულკები ჰყავთ. მერე რა, რომ ქმარი არ მოსწონს და ტელესერიალის გმირებზე ოცნებობს. მერე რა, რომ შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ოთახს ანიავებს საშინელი სუნის გამო, სამაგიეროდ გვერდზე "ხინკლების შრედერი" ქმარი ხვრინავს, ქმარი ჰყავს, ესეგი „ბედნიერი ქალია“.