Monday, 3 April 2017

ცხოვრებისგან დაჩაგრულები


მადლობა სოციალურ ქსელებს, რომ დღეს ნებისმიერ მიკრობს, ბაქტერია ინფუზორიას საკუთარი „აზრის“ „დაფიქსრების“ საშუალება აქვს და ინტერნეტ-სივრცეს აბინძურებს. ზის მუტანტი, ფეიქ-გვერდის უკან დამალული და საკუთარ მახინჯ ბუნებას ამჟღავნებს.

ის მუტანტიც, პრინციპში ნორმალურ ბავშვად დაიბადა და ალბათ 100-დან 20 პროცენტი მაინც, ჰქონდა შანსი, რომ ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ „ცხოვრებისგან დაიჩაგრა“ და კიდევ ერთი მავნებელი მიკრობი გახდა, რომელიც თავის არსებობით პლანეტას აბინძურებს.

ეს საცოდავი არსება დიდი ხანია ნორმალურ ხალხს ფეხებზე ჰკიდია და ამიტომ ყველაფრის ჯავრს თოფით „ნადირობის“ დროს საწყალ ფრინველებზე იყრის, რომლებსაც მხოლოდ სიამოვნებისთვის კლავს, თორემ შიმშილის გრძნობას იაფფასიანი ძეხვებითაც უმკლავდება. საღამოს ეს მავნებელი არსება თავს ცოცხალ ორგანიზმად მაშინ გრძნობს, ან მისი უბადრუკი არსებობა აზრხს მაშინ იძენს, როდესაც ფეისბუკ-პროფაილებიდან გულისამრევ „კომენტარებს“ წერს...

სირი, რომელიც მთელი დღე სოფლის ბირჟაზე გდია და სიგარეტის ფულს მათხოვრობს, მაშინ როდესაც დედამისი თურქეთში დამლაგებლად მუშაობს, თავს კაცად მაშინ გრძნობს, როდესაც ფეისბუკში პატრიოტობს და არაქართველებს ემუქრება.

ქალი, რომელსაც რეალში სადმე რომ შემხვდეს, მასზე ფურთხსაც ვერ გავიმეტებ, ფეისბუქიდან მიყეფს, რაღაცა სისაძაგლეს მწერს და თავი „პიროვნება“ ჰგონია.

ასეთი საცოდავი არსებები მილიონობით არიან ინტერნეტ-სივრცეში. 

დამახინჯებული ცხოვრების, დეფორმირებული ფსიქიკის, გულისამრევი ფოტოების პატრონები, ჩვენში, ნორმალურ ადამიანებში ღებინების რეფლექსს იწვევენ. თუმცა ეს ბაქტერიები მხოლოდ ინტერნეტში არიან „საშიშები“, რეალში ასეთი ნაგავი ძალიან მშიშარაა და თავის აყროლებულ შინაგან „სამყაროს“ მხოლოდ ონლაინ ამჟღავნებს.


No comments:

Post a Comment