Thursday, 20 August 2015

"კეთილი ტყუილი" კიბომდე მიგიყვანს!


ტყუილი ცუდია და მხოლოდ იშვიათ სიტუაციებშია საჭირო, მაგრამ ჩვენ "საჭირო" დროს კი არა, გამუდმებით უტიფრად ვიტყუებით. 
მთელი ცხოვრება "კეთილი ტყუილებით" ვცდილობთ თავი სასიამოვნო და თავაზიან ადამიანად წარმოვაჩინოთ და მე-15 ნერვული შეტევის დროსაც კი, ვერ ვხვდებით, რომ არცერთი "კეთილი" ტყუილი, სულაც არ არის კეთილი და ასეთი ტყუილებით სხვებსაც და საკუთარ თავსაც დათვურ სამსახურს ვუწევთ.

Trust and remember:

1. თუ დაქალი/ან ვინმე სხვა ნაცნობი გეკითხება, მსუქანია თუ არა, სიმართლე უთხარი და მის საჯდომზე საზიზღარ ცელულიტებზე მიანიშნე! ისიც დაამატე, რომ თუ ქალი გულისამრევად გამოიყურება, ესეგი დაკომპლექსებული საქონელია! გააცნობიერებინე, რომ სულ ტყუილად ჰგონია, რომ "ნორმალურად" გამოიყურება!

2. თუ შენს ახლობელს იმხელა ღიპი აქვს, რომ საკუთარ სასქესო ორგანოს მხოლოდ სარკეში ხედავს, მიანიშნე, რომ მეტეორიზმიანი ღორია და ღამე თოხლაობას მოეშვას!

3. თუ ვინმეზე ფიქრობ, რომ იდიოტია, ჯობია თავიდანვე აგრძნობინო, რასაც ფიქრობ მასზე, თორე ერთ მშვენიერ დღეს, შენი კეთილგანწყობა თავში აუვარდება და აუცილებლად, აქეთ დაგიძახებს იდიოტს. ასეთ სიტუაციებში მოსწრებაზეა საქმე!


4. თუ შენი დაქალი შტერია და ვერ ხვდება, რომ მის გარშემო უაზრო, გაუგებარი "თაყვანისმცემლების" ხროვა მის სილამაზეზე კი არა, სიქათმეზე მიანიშნებს, უთხარი, რომ მამრებს ის ადვილად გამოსაყენებელი საქონელი ჰგონიათ..უთხარი, რომ იმ გამოპრუწული ტუჩებით ანჯელინა ჯოლის კი არა, ესკორტის ბოზანდარას ჰგავს. უთხარი ყველაფერი, რასაც ფიქრობ. ჯობია, ეწყინოს და იჩხუბოთ, ვიდრე "ტკბილ ტყუილებში" აცხოვრო და მერე საბრალოს უფრო აუვარდეს თავში და უფრო მეტად გამასხარავდეს.

5. თუ შენი ახლობლის, ნაცნობის ან რა ვიცი, სხვა ვინმეს ლაპარაკის მანერა, აზროვნება და ქცევა ნერვებს გიშლის, არაფრის დიდებით არ მოუსმინო და არ აიტანო თავაზიანობის ან ხათრის გამო და საერთოდ მასზე ერთი წუთიც არ დაკარგო. სასწრაფოდ მოიშორე თავიდან, თანაც მიზეზის ახსნით (დრო არ მაქვს), თორე აქეთ დაგამადლებს, რომ თურმე ის "გითმობდა დროს"!

6. არასოდეს არც სიბრალულის და არც ხათრის გამო არ გაატარო დრო ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონს (ან გრძნობ, რომ შენ არ მოსწონხარ)!  

7. არასოდეს არ უთხრა კომპლიმენტი მოუვლელ, დაუბანელ ქალს ან კაცს! ასეთებს მოტივაცია კი არა, მათრახი სჭირდებათ!

8. არასოდეს არ გააკეთო ის, რაც არ მოგწონს ან არ გინდა. თუ რამე გეზარება, ესეგი არ გჭირდება! მოეშვი და აკეთე ის, რაც გინდა და გჭირდება! თუ იმას აკეთებ, რაც გეზიზღება, ესეგი დაღლილი ვირი ხარ, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვედრის იმედით ცხოვრობს. მოკლედ, სხვა უფრო საინტერესო საქმით დაკავდი.

9. ნუ დაიწყებ ურთიერთობას ადამიანთან, რომელზეც ძალიან შეყვარებული არ ხარ! საკუთარ თავს მაინც ვერ მოატყუებ და იმ ურთიერთობიდან ნახმარი წინდასავით გამოხვალ.

10. ნუ ცდილობ ვინმეს მოეწონო, ეს მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევს! ჯობია, აქეთ მოგეწონონ!

11. უ ატყუებ საკუთარ თავს (ნუ ატყუებ სხვებსაც)! კეთილი ტყუილები არ არსებობს! 

რა თქმა უნდა, ყოველთვის სიმართლეს თუ ილაპარაკებ, ჩემსავით უხეში და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ. სამაგიეროდ ნევროზი, დეპრესია, ფსიქოზი და ნერვული აშლილობები აღარ შეგაწუხებს! 

"კარგი გოგოს ან ბიჭის" როლის თამაშს და ვითომ "კეთილი" ტყუილების თქმას თუ გააგრძელებ, - ჩახშობილი ემოციების მსხვერპლად იქცევი და კიბოც არ აგცდება! 
ერთ დღეს, როცა ნერვები გიმტყუნებენ და შენს ახლობელს ან ოჯახის წევრს,  დედას, ან შვილს უყვირებ ცოფიანივით, მაშინვე გაიხსენე, რომ ნამეტანი სიბრაზე და ნერვული აშლილობა სწორედ "კეთილი" ტყუილების და ჩახშობილი ემოციების ბრალია! 

No comments:

Post a Comment