ბევრ კაცს იცნობთ, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში ფოტოებს ან ვიდეოებს აქვეყნებს ისტერიული: "ვაიმე, ხალხო, ქალმა ქმრობა მთხოვა!" - "ვაიმე, სიხარულისგან მეშვიდე ცაზე ვარ" - და მსგავსი ყლეობებით?
არა, ხო? იმიტომ, რომ არცერთი ნორმალური კაცი არ იტყვის, რომ რომელიმე ქალზე, ქეთინოზე, აიშაზე ან ტატიანაზე დაქორწინებაზე ოცნებობს. შეიძლება მართლაც ოცნებობს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ იტყვის, იმიტომ, რომ "ტეხავს".
მართლაც ტეხავს. ქალისთვის კიდევ უფრო სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ასეთი უაზრო სიხარულით ქალი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება იჯდა და ოცნებობდა, რომ რომელიმე სირიკო მას ცოლობას სთხოვდა.
ანუ ისეთი საცოდავი ჩლუნგია, რომ ვიღაცა სირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ეს ძალიან სამწუხაროა. ცოტა მეტი თავმოყვარეობა არ აწყენდა გოგოებს რა.
ასეთი დებილური დიალოგის მომსწრე გავხდი და ძალიან დამწყდა გული:
- "აუუუ მე უნდა ვიტიროოო! კიიი ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ გიო ხელს რომ მთხოვს, ვიცი, რომ აუცილებლად ვიტირეეეეებ? - (სენტიმენტებს ყრიდა ერთი გოგონა).
- "მე კიდე არ მესმის რა, სამი წელია ხვდებით ერთმანეთს და ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან დაქორწინდებით და რატომ უნდა იტირო, ვითომ დიდი სიურპრიზი იყოს შენთვის? - უპასუხა მეორემ (ცოტა უფრო დალაგებულმა).
ყველა უთავმოყვარეო ქალზე ნერვები მეშლება. გასაგებია, რომ მასეთებად მათ საზოგადოება ზრდის, მაგრამ მაინც, აი მასეთი უტვინო წაკლების ბრალია, დღეს ქალები საცოდავ პოზიციაში, რომ არიან და რომ მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანი ჯერ სასწრაფოდ გათხოვება, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი განქორწინებაა.
აი, რა იქნება ახლა სამი წლის მერე, სულაც რომ არ სთხოვოს იმ გიომ ხელი და უსინდისოდ მიატოვოს? დარდისგან მოკვდება საწყალი გოგო? ცხოვრების ერთადერთი აზრი დაეკარგება? თუმცა, არ მიატოვებს, ასე იშვიათად ხდება და დიდი ალბათობით, ის ბიჭი "წაიყვანს ცოლად" იმ საცოდავს, იმიტომ, რომ "შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობია" თან, ახლების ძებნაც დაეზარება, ნელ-ნელა მელოტდება და იქაც ჭაღარები აქვს უკვე:))
წარმოიდგინეთ მამრი, რომელიც ქალის ნაჩუქარ ბეჭედს ხედავს და სიხარულისგან დახტუნაობს: "ვაიმე, ვაიმე სიხარულისგან უნდა ჩავიფსაო".
როგორი სანახავი იქნება ეს?
მაგრამ ასე არ ხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ ქალს შეუძლია საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაიფსას. ასეთ დროს კაცი უფრო თავშეკავებულად იქცევა: რამე უფრო მასშტაბური ოცნებები თუ არ გააჩნია, ჩუმად მაინც დაეგდება და სამარცხვინო სიხარულების გამოხატვებით თავს არ შეირცხვენს.

სიყვარული არ არსებობსო. რა თქმა უნდა არ იარსებებს? აბა, როგორ უნდა გიყვარდეს უაზრო ქალი, რომელმაც გათხოვება ცხოვრების მთავარ ოცნებად და მიზნად აქცია, თან ისე, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ქმარი, მთავარია ცოტათი მაინც კაცს ჰგავდეს? ქალი, რომელიც 24 საათი ფინია ძაღლივით კუდში დასდევს კაცებს.
ფსიქიკურად ჯანმრთელ კაცს და ქალს ბევრად უფრო სერიოზული მიზნები, გეგმები და ოცნებები უნდა ჰქონდეთ ვიდრე შეუღლება/შეჯვარება და იაფფასიანი "რომანწიკა".
საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაფსმა და ამ ცირკის "ოცნებად" დარქმევა ერთუჯრედიანების ხვედრია. მთელი ცხოვრება იჯდე იოცნებო იმაზე, რომ ვიღაც სირიკო ბოლოს და ბოლოს ბეჭედს გაჩვენებს, ზუსტად იმ სიტუაციას ჰგავს, როცა მშიერი ძაღლი პატრონისგან ნანატრ ძეხვს ელოდება. ფუ ასეთ ქალებზე!
იხ. მსგავსი პოსტები: როგორ უნდა შეეტენო ცოლად ძმაკაცს..

No comments:
Post a Comment