პირველი აზრი, რომელიც ადამიანს უბედურების დროს თავში მოსდის რატომღაც არის: ღმერთო რა დავაშავე? რისთვის დავისაჯე?
ისე, დავუშვათ,
რომ ჩვენს თავს გადამტყდარი უბედურება, ღვთის სასჯელია. ოღონდ ეს ლოგოკურია, მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როცა უბედურება პირადად ჩვენ, ანუ თავად ცოდვილს ეხება, - თვითონ ხდება ავად, ან სხვა
უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. თუ ღმერთი არსებობს, მისი სასჯელი ვერ შეეხება მის ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს.
არ უნდა შეეხოს მათ. ყველა თავის სასჯელს უნდა იხდიდეს. მე თუ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, ჩემმა ახლობლებმა რატომ უნდა აგონ პასუხი ჩემი ცოდვების გამო? რომელი ლოგიკით? რომელი სამართლიანობით?
არ უნდა შეეხოს მათ. ყველა თავის სასჯელს უნდა იხდიდეს. მე თუ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, ჩემმა ახლობლებმა რატომ უნდა აგონ პასუხი ჩემი ცოდვების გამო? რომელი ლოგიკით? რომელი სამართლიანობით?
თუ
ღმერთი არსებობს, ის ვერ იქნება ისეთი უსამართლო და სასტიკი და ჩემი ცოდვების გამო ჩემს ახლობლებს არ დასჯის. მშობლების ცოდვების გამო, შვილები ვერ დაისჯებიან.
ასეთი "სასჯელის" მოფიქრება და წარმოდგენა მხოლოდ პლანეტის უბოროტეს არსებას - ადამიანს შეუძლია. ეს ღვთის კი არა, ადამიანისეული "ლოგიკაა", რომ თურმე მშობლის გამო შვილი ისჯება...
ასეთი "სასჯელის" მოფიქრება და წარმოდგენა მხოლოდ პლანეტის უბოროტეს არსებას - ადამიანს შეუძლია. ეს ღვთის კი არა, ადამიანისეული "ლოგიკაა", რომ თურმე მშობლის გამო შვილი ისჯება...
გული
მერევა, როცა ადამიანები ერთუჯრედიანი თავებით, სხვისი უბედურების ინტერპრეტაციას აკეთებენ.
აი თურმე, ამა და ამ ცოდვების გამო, ასე დაემართა და „დაისაჯა“. სხვისი უბედურებების ინტერპრეტაციის მოტივაცია გასაგებია პრინციპში: ადამიანი ცდილობს უბედურების მსხვერპლს ბრალი მოუძებნოს და ამით საკუთარი თავი "დაიზღვიოს" უბედურებისგან, - თურმე ის ცუდი იყო და იმიტომ დაემართა, მე კარგი ვარ და მე არ დამემართება.

ასეთი აზროვნება უკვე დიაგნოზია და ასეთ იდიოტებს ვეღარ ვუმკურნალებთ, მაგრამ თუ მთლად ხელიდან წასული დეგენერატი არ ხარ, უნდა შეიგნო, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ცოდვების გამო, მეორე ადამიანი ვერ დაისჯება. არ უნდა დაისაჯოს, ასეთი „სამართლიანობა“ არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. და თუ როდესმე, სადმე ჩვენი ცოდვების გამო ვაგებთ პასუხს, - უეჭველი ყველა საკუთარ თავზე იქნება პასუხისმგებელი!