Saturday 30 July 2016

ოჯახურ-რომანტიკული შვებულება ვიაგრას გარეშე


შვებულებების სეზონი დაიწყო. 

ყველა, ვისაც ფეხები აქვს ზღვაზე წავიდა და ბედნიერი ოჯახური დასვენების ფოტოებს პოსტავს. 

ვინ ვისზეა ნაკლები? 

ერთი ჩემი ნაცნობი ქალიც ოჯახურ შვებულებაში მიდის ქმართან ერთად. უკვე ვიცი როგორ ფოტოებს დადებს.

დიდხანს იფიქრა ამ გოგომ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ წელს ბავშვებს არ წაიყვანს: „ჩვენი ქორწინების მე-9 წელს აღვნიშნავთ და რომანტიკაზეც უნდა ვიფიქროთო“.

მისი ორჯერ ნამშობიარევი, სტრიებიანი, ცელულიტიანი სხეული და ჩაფუშული მკერდი წარმოვიდგინე "ბიკინებში" და "თუ რომანტიკაა ყოველი შემთხვევისთვის ვიაგრაც წაიღე“ - მეთქი. 

„ჩემ ქმარს ვიაგრა ჯერ არ სჭირდებაო“ - ეწყინა.

ეჰ, ოჯახური რომანტიკა.. განა რეალურია ვიაგრას გარეშე :)))

ცოლს უხარია, ქმარს კი, რთული განსაცდელი ელოდება. 

ოფისში ჯდომისგან გასიებულ ღიპუცას ალბათ ისევ გაუჭირდება "გეგმის შესრულება" (შვიდ თვეში ერთხელაც). არადა, იქაც თუ ვერ დააკმაყოფილა თავისი მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო, ისტერიჩკა ცოლი, ქალს სახლში უფრო გაფსიხებულს ჩამოიყვანს და "მერე როგორ გინდა იცხოვრო ამ ეშმაკის მაშხალასთანო?" - ფიქრობს :))

თან ამხელა იპოეთეკა და კრედიტიც აქვთ აღებული ერთად. ოჯახს ფაქტიურად ცოლი ინახავს და გინდა არ გინდა უნდა შეინარჩუნო ოჯახი.

ნუ, სხვა დროს, სამსახურიდან დაბრუნებულს არც ისე ძალიან გიჭირს ქმრის მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება: დაღლილი ხარ.. მაგრამ შვებულებაში? "რომანიკულ" ადგილას არ იტყვის, რამ დაგღალა შენ საცოდავო ჯაგლაგო? 

რას იზამ, ხომ ვერ აღიარებ, რომ ამ ცელულიტიან ძროხაზე უკვე დიდი ხანია აღარ გიდგება, თან ლუდმაც თავისი საქმე გააკეთა და უბრალოდ ვეღარ ქაჩავ რა!
მოკლედ გლახადაა საქმე.

ალბათ, ჯობია ისევ "ოჯახურ სიწმინდეზე" დაიწყო ლაპარაკი: სიწმინდეზე ვეღარ აგიდგება და ა.შ...

მაგრამ, ოდნავ მაინც თუ დაგრჩა ძალა, შეგიძლია დღისით პლიაჟზე ნანახი ნაშებისგან მიიღო "პოზიტივი" და ღამით რომანტიკულ ბუდეში გმირულად სცადო "ოჯახის შენარჩუნება".

ნუ ახლა, ეს ყველაფერი რომც აუხსნა ცოლს, მაინც არ დაგიჯერებს. რას ჰქვია აღარ მოგწონვარო? 

არადა, ვინმემ ხომ უნდა უთხრას, შე კაი ქალო, გაუშვი ეს გაჭირვებული თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდეს დასასვენებლად. შენთვისვე უკეთესია, უფრო „გამოჯანმრთელებულიც“ დაგიბრუნდება! 

მაგრამ, არა! მარტო რომ გაუშვას ოჯახის სიწმინდე დაიკარგება! და საერთოდ, ცოლ-ქმარმა სულის ამოხდომამდე ერთმანეთს უნდა უყურონ! 

თანაც, ერთგულ ცოლს თავი ადრიანა ლიმა თუ არა, მინიმუმ ადრიანას ბებიას ახალგაზრდული ვერსია ჰგონია და ამ ბოლო შვებულებაში ბოლოს მოუღებს იმ საცოდავ ქმარს!  :)))