დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ქალს რომ აჩვენონ მისი დაქალის სხვა დაქალთან მის შესახებ მიმოწერის სქრინი ან ხმის ჩანაწერი, მათ "იდეალურ" მეგობრობას ბოლო მოეღება. ქალი "უცებ" მიხვდება, როგორი საგაძელია მისი დაქალუშკა.
ნუ ახლა, მანამდეც იცოდა რა გველიც არის, უფრო სწორად „გრძნობდა“ მაგრამ არ იმჩნევდა, იმიტომ რომ, მისი აზრით, ქმრის ყოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დაქალებიც ჰყავდეს.
სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, რომ იმ გამოაშკარავებულ მიმოწერაში, ერთი დაქალუშკა მეორეს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდეს ან მისი სასიყვარულო თავგადასავლების დეტალებს უმხელდეს სხვას.
არა, ნუ პირადული რა? პირადული ყველა ქათამს ერთნაირი აქვს, იმიტომ რომ, ერთმანეთს ბაძავენ ყველაფერში. მოსაყოლიც კი, არაფერი აქვთ საინტერესო. ყველაფერი ერთნაირი. თანაც, პირადულზე კინკლაობის შემდეგ დაქალუშკები მალევე რიგდებიან, იმიტომ, რომ დაქალის გარეშე თუ დარჩნენ აბა ვის უნდა უამბონ თავისი საცოდავი ინტრიჟკები?
დაქალუშკებისთვის გაცილებით უფრო საწყენია ასეთი ფრაზები: „გოგო, ამ ჩემს მაკუნას როგორ არ უხდება გასქელებული ტუჩები, სულ მგონია, რომ პირში კაკალი აქვს, თან ვერც ვეუბნები, რა სასაცილოა ფოტოებზე, სუფთა კარიკატურაა რა!“
(არადა, ეს დაქალი ორი დღის წინ უმტკიცებდა ანჯელინა ჯოლიზე უფრო ლამაზი ხარო)
ან ასეთი: “გოგო, ლიზიკო ისე, გასუქდა სულ სქელტრაკიანი დედამისის კოპია გახდა, თან ვერც ვეუბნები, რომ დაიკლოს. რა ვიცი, თვითონ თვლის, რომ ნორმალურად გამოიყურება და ხომ ვერ დავიწყებ ახლა რას ჰგავხარ და რამე“.
აი, ასეთ მესიჯებზე უფრო გაგიჟდება ლიზიკო, იმიტომ რომ გუშინ ეს ჭორიკანა წაკლა დაქალუშკა უმტკიცებდა: “აუ ლიიზ, ძაან მაგრად ხარ, ისე გიხდება ეს წონა, ბეიონსე მიმიქარავს ისეთი სექსი და შოკი ხარ! არც კი გაბედო დიეტის დაწყება!“.
ლიზიკომაც ცხადია დაქალს დაუჯერა. დღეს კი უცებ იგებს, რომ თურმე მისი დაქალი თვლის, რომ „ის სქელტრაკა დედას დაემსგავსა“.

„თვითონ ასე ჰგონია და ვერ ვეუბნები“ - ეს ფრაზა ყველაზე დიდი საშინელებაა დაქალუშკებისთვის.
საერთოდ დაქალუშკებს ერთმანეთზე ბევრი "რამე ჰგონიათ", რასაც ერთმანეთს ვერ ეუბნებიან და სხვებთან ჭორავენ.
საერთოდ დაქალუშკებს ერთმანეთზე ბევრი "რამე ჰგონიათ", რასაც ერთმანეთს ვერ ეუბნებიან და სხვებთან ჭორავენ.
ბავშვობაში, როცა ჩემი ერთი დაქალი მეორეზე ჭორაობდა, ჯერ ჩუმად ვუსმენდი და ხშირ შემთხვევაში ბანსაც ვაძლევდი. მერე ცოტა რომ გავიზარდე, კითხვები გამიჩნდა: რატომ? აი რატომ ჭორავ მას, როცა ის ჩვენთან არ არის, მერე კი, ყველანი ერთად რომ ვიკრიბებით კარგი მეგობრების სურათს ვქმნით?
ჩემს პატარა ქათმუშკებს აღიზიანებდათ ასეთი კითხვები და დავანებე თავი, ჩავთვალე, რომ ეს ნორმაა, ალბათ ასეც უნდა იყოს. მაგრამ, სულ მაინტერესებდა, ჩემს არ ყოფნაში მე როგორ მჭორავდნენ.
ერთხელ ფაქტზე დავიჭირე და ძალიან გამიკვირდა, რადგან დაქალუშკა იმას კი არ ყვებოდა, რაზეც ეჭვი მქონდა და მეშინოდა, არამედ სულ სხვა რაღაცეებს თხზავდა, ისეთებს, რომლებსაც ჩემი აზრით, ჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა. სახელის ხსენების გარეშე ვერც მივხდებოდი ვისზე იყო საუბარი. ისე გამიკვირდა, რომ საჩხუბრად შესაბამისი სიტყვებიც ვერ მოვძებნე და დეგენერატივით ვუყურებდი :)))

ყველაზე სასაცილო კი, ის დაქალუშკაა, რომელთანაც მის დაქალს აქებენ, ჯერ თავს იქნევს ვითომ გეთანხმება და თან ვითომ შემთხვევით, ისეთი დეტალები "წამოსცდება" დაქალზე, რომ თვალი შუბლზე აგივა.
ან როცა, ორი მატრაკვეცა მეგობრობს და თან ეჯიბრება ერთმანეთს. ტრაგედია მაშინ იწყება, როცა რომელიმე ქათმუშკა ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს მეორეს.
საერთოდ კი, გოგოზე/ქალზე რაღაცის გაგონება თუ გინდა, ჯერ დაქალთან შეაქე, ცამდე აიყვანე, ჰაი რა მაგარია გოგოა, მაგაზე კარგი არ არსებობს და ასე შემდეგ, მერე დააკვირდი დაქალუშკას რეაქციას.
ის ჯერ დაგეთანხმება და მერე ნელ-ნელა გახსნის პანდორას ყუთს, ანუ ჭორიკანა პირს!
ისეთებიც მინახავს, ვითომ მაგარი დაქალები იყვნენ, აი რომ შეგშურდებოდა. დაჟე არც ჭორაობდენენ ერთმანეთზე. მაგრამ, მათი იდილია მანამდე გაგრძელდა, სანამ ჰორიზონტზე ხუთ ფრონტზე მოთამაშე კაცუნა გამოჩნდა, რომელიც ქათმუშკების დაბოლების ხარჯზე, თვიშეფასებას იმაღლებდა.
უნივერსიტეტში ერთი საყვარელი დაქალი მყავდა, სხვა რამეს რომ ვერ დაუწუნებდი ისეთი კარგი იყო და ერთადერთი ნაკლი ჰქონდა, ბიჭებს რომ დაინახავდა საკუთარ დედასაც კი, ფეხებზე იკიდებდა. საკონტროლოების დროს მაგის იმედზე ვიყავით, სულ გვეხმარებოდა, მაგრამ ვიღაცა, სრულიად უცხო ბიჭი თუ მიუჯდბოდა და სთხოვდა დამეხმარეო, ყველა მეგობარს ჯანდაბაში გვიშვებდა და აღარც გვიცნობდა. :))
პარადოქსი იმაშია, რომ ქათმუშკებს უყვართ, როცა დაქალი ჰყავთ, რომ ჰკითხოთ თავისი დაქალები უყვართ კიდევაც, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური ორპირიანი სიყვარული იციან.