აი დღეს მაგალითად, ასეთ სცენას ვხედავ: ორი ადამიანი, ორი (ან სამი) "მოსიყვარულე" კოლეგა, დაქალი ან ვთქვათ, მეზობელი ტკბილად საუბრობს. ვფიქრობ, ვახ, როგორი თბილი და ცივილური ურთიერთობები აქვთ ამ ადამიანებს. მსიამოვნებს და მშურს მათი კოლეგიალობის. ცოტა ხანში ერთი მათგანი თვალთახედვის არეალიდან ქრება და მესამე "თბილი" ადამიანი შემოდის. დარჩენილი "საყვარელი" ადამიანები წასული ნაცნობის ლანძღვას და მასზე ჭორაობას იწყებენ. თან ამას ისე აკეთებენ, თითქოს ეს ისეთივე ჩვეულებრივი, რიტუალური პროცესია, როგორც ყველასთვის გამარჯობის თქმა.
- "გაიგე ამის ამბავი"?
- "გაიგე ამის ამბავი"?
- ჰო, გოგო, რა უბედურებაა, მართლა, როგორ შეიძლება .."
- "ფუ აღარ შემიძლია ამ ქალის ნაგლობების ატანა რა, მოეთრიოს დროზე. სულ აგვიანებს. ერთხელაც ვეღარ მოვითმენ და რასაც ვფიქრობ ყველაფერს მივახალებ პირში. თავი დიდი ვინმე ჰგონია და სხვები ვითომ ფეხებზე ჰკიდია. უბრალო ადამიანური პატივისცემა არ იცის, უზრდელი ლაწირაკია" - სისინებდა ერთი დედაკაცი მეორეზე.
საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის თავის კოლეგაზე ბრაზობდა, აი იმაზე, რომელთანაც გუშინ შეხმატკბილებულად საუბრობდა სელფებს იღებდა და განსაკუთრებული არტისტობით უძვრებოდა. სოც.ქსელებში ფოტოებსაც დიდი მონდომებით "უგულებს".
ცოტა ხანში როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა, ვისაც ლანძრავდნენ და დაიწყო ასეთი დიალოგი: "ვაიმეე, ****კუნა, რა ლამაზი ხარ, როგორ გიხდება ასე თმა".
და ასე გრძელდება უსასრულობამდე.
და ასე გრძელდება უსასრულობამდე.
ა ბატონო, კიდევ ერთი:
"აუ, მე მინდოდა შვებულების აღება და იმ დეგენერათკამ დამასწრო ისევ. ძალიან უნამუსო და უსინდისო ადამიანია, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ახლახანს იყო წასული და კიდევ მოუნდა ქალბატონს. თან დილით მომწერა და მომიბოდიშა, არ მინდოდაო, მაგრამ ასე გამოვიდაო. ძლივს მოვითმინე რომ არ გამომელანძღა, წასვლა თუ არ გინდოდა, ვერ დაეტიე ერთ ადგილას?" - წუწუნებდა "საყვარელი" კოლეგა მეორეს საქციელზე.
ნაჩხუბრები თუ არიან კიდევ გასაგებია, რადგან ნაწყენი ადამიანი ზედმეტსაც ილაპარაკებს, მაგრამ სანამ "კარგად ხართ", იმ პერიოდში მაინც, რომ დააჭირო ენას კბილი, არა?
აი კიდევ ორი "დაქალის" დიალოგი მესამე "დაქალზე":

- "აუ, რას ჰგავს გოგო, ახლა რა ჩემი საქმეა, მე ვარეფერს ვეუბნები, მაგრამ თვითონ თუ ვერ ხედავს, სხვა ახლობელი ვინმე არ ჰყავს, რომ უთხრას რა დღეშია?".
- "გოგო, რომც უთხრას ვინმემ, შენ გგონია დაუჯერებს. ხო იცი როგორი ხასიათი აქვს. თვითონ ასე მოსწონს და ვსიო. დაიკიდე რა".
(ლანძღვის ობიექტი შემოდის)
ხშირად შორიდან სამაგალითო რომ ჩანს ის ურთერთობა, ახლოდან ჭორებით და ლანძღვით ყარს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, ან ზოგი უბრალოდ ენას კბილს აჭერს და ბევრს არ ტლიკინებს, მაგრამ ზოგადად ყველგან ორპირობა ყვავის.
თუ გგონია, რომ შენი გარემოვცა, შენზე მხოლოდ კარგს ამბობს, ჩაატარე პატარა ექსპერიმენტი და დაგემსხვრევა ის ინფანტილური ილუზიები.
თუმცა რაში გჭირდება? ეს ყველაფერი ხომ პრინციპში "ნორმალურია".
თუ გგონია, რომ შენი გარემოვცა, შენზე მხოლოდ კარგს ამბობს, ჩაატარე პატარა ექსპერიმენტი და დაგემსხვრევა ის ინფანტილური ილუზიები.
თუმცა რაში გჭირდება? ეს ყველაფერი ხომ პრინციპში "ნორმალურია".
ნუ, "ნორმალურები ადამიანები" ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში.
ადამიანები ერთამანეთით სულ უკმაყოფილოები არიან და ერთმანეთის ზურგს უკან წუწუნით იფხანენ გულს. გასაგებია, რომ რიგი მიზეზების გამო, არ უნდათ ერთმანეთთან ურთიერთობის გაფუჭება და ნამდვილ აზრებს მალავენ. მაგრამ ერთდროულად ლანძღვა და პირფერობა ბევრ ენერგიას არ ითხოვს? აბა, არ მოგწონს ადამიანი და მაინც ეტენები - ეს რა ფენომენია არ მესმის.

- "იცი რა ჩემო კარგო, ეგ ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, აბა როგორ გინდა? ყველა შენნაირი ბუა ვერ იქნება, ხალხს გამარჯობასაც რომ არ ეუბნები! დიახაც, ეგრე უნდა იცხოვრო, ყველასთან კარგად უნდა იყო და ზურგს უკან რაც გინდა ის ილაპარაკე! არ გეწყინოს, მაგრამ შენ ხარ არანორმალური! აბა ყველასთან სიმართლე რომ ვილაპარაკოთ კარგად გვექნება საქმე!" - მითხრა ერთმა ნამეტნავად "დიპლომატიურმა" ნაცნობმა.
"ჩემი ქმრის ნათესავები რომ მოდიან, სუფრას ვშლი და ვეუბნები "на здоровье милые", გულში კი ვფიქრობ: "подавись сука" - გამაცინა კიდევ ერთმა ნაცნობმა.
მოკლედ მაგარი არტისტია ხალხი. "Подавись сука!"
ყველას თითო ოსკარი გვეკუთვნის ასეთი არტიტობისა და დიპლომატიისთვის!
ყველას თითო ოსკარი გვეკუთვნის ასეთი არტიტობისა და დიპლომატიისთვის!
No comments:
Post a Comment