Tuesday, 9 May 2017

პოტენციური მკვლელები ჩვენს შორის


ჯოგური ინსტინქტის საშიშ შედეგებზე ვწერ. იმ ინსტინქტზე, როცა ადამიანის ცხოვრების აზრი - ნახირში კომფორტულად ყოფნა და სხვა ვირებთან ერთხმად ყროყინია.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი, ან თქვენი რამდენი ნაცნობი გამოესარჩლება ქუჩაში ძალადობის მსხევრპლს? ან თქვენ, მაგალითად ლინჩის შემსწრე რომ გახდეთ, შეეწინააღმდეგებით გამწარებულ ბრბოს? 

აი, მაგალითად, მოქალაქემ შეაგინა პატრიარქს, რელიგიას ან რა ვიცი ბრბოსთვის რომელიმე მიუღებელი საქციელი ჩაიდინა და ახლა სჯიან, ისე, როგორც ავღანეთში. ამოიღებ ხმას?


ნუ ახლა, "რემბო“ ან "შვარცნეგერ-ტერმინატორი" თუ არ ხარ რომელი ძალებით შეეეწინააღმდეგები ბრბოს?

თანაც, ბავშვობიდან გასწავლიდნენ დედიკოები, რომ ქუჩაში სხვის ჩხუბში არ უნდა ჩაერიოო, უცნობი ქალი არ უნდა დაიცვა, "იქნებ ძალადობის ღირსია"? 

მეც ასე მასწავლიდნენ, "არ ჩაერიოო", მაგრამ მაინც ვერ ვშოშმინდები და ვერევი სხვის ჩხუბებში. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ კაცი რომ ვყოფილვიყავი ორთაჭალის ციხე იქნებოდა ჩემი მეორე სახლი. 

მაგრამ, შენ ალბათ გეშინია, ან გიტყდება. რა ვიცი რა ჯანდაბა გჭირს. შიში ოხერია და ხუთასი აზრი უტრიალებს თავში მშიშარა არსებას.

საბედნიეროდ, არასოდეს, არავისი ლინჩის ან ჩაგვრის პროცესს არ შევსწრებივარ და არც თავად არ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი. 

ერთი კვირა არ მეძინა, როდესაც ის ვიდეოკადრები ვნახე, სადაც ავღანეთში ახალგაზრდა ქალს ფარხუნდას 40 ველური მამრი კლავდა. შუა დღეს, შუა ქუჩაში და პოლიცია ვერაფერს ვერ აკეთებდა და ხალხიც უყურებდა. ზოგი ურტყავდა, ზოგი იმ პროცესს მობილურზე იღებდა და ერთსაც არ მოსვლია აზრად, რომ ის ქალი დაეცვა. 

ქალის ლინჩის მიზეზი რომ გავიგე, ვიფიქე, ავღანეთში რომ მეცხოვრა, მეც ასე მომკლავდნენ, იმიტომ, რომ არ ვარ მორწმუნე და არ მიყვარს მორწმუნე ხალხი. 

ველური ნაბიჭვრები ქალს ყურანის დაწვას აბრალებდნენ. სინამდვილეში კი, იმ ქალმა მეჩეთის წინ ერთერთ მოლას შეეკამათა და უთხრა "ხალხს ნუ ატყუებო".  

ეს საზარელი ფაქტი ავღანეთში მოხდა, სადაც არაადამიანური არაფერი გვიკვირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სასტიკი მუტანტები ცივილურ ქვეყნებშიც არიან, უბრალოდ აქ იმალებიან და ავღანეთში კი სისასტიკე არ ისჯება.

- „აი, რა უნდა უნდა გააკეთო, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა უშველო ქალს?“ 

- „ვერ უშველი, მაგ დროს მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი თუ გიშველის, რომ სუყველა დაბრიდო, თორე როგორ გინდა 40 ველურს გაუმკლავდეო“ .

ასეთ პროცესებს მშვიდად თუ უყურებ, უკვე პოტენციური მკვლელი ხარ! 

სხვათაშორის, მშიშრები იმ არგუმენტის უკან იმალებიან, რომ თურმე ოჯახი ჰყავთ და მათ გამო ფრთხილობენ და ამიტომაც სხვისი უბედურების მიმართ გულგრილები არიან. 

ერთი ჩემი ნაცნობი ყვებოდა, რომ მარშუთქაში ჩუმად იჯდა და 20 წუთი უყურებდა, როგორ აწვალებდნენ ორ სტუდენტ გოგოს, ვიღაც ნასვამი ნაბიჭვრები. არა, კი არ აუპატიურებდნენ, მაგრამ, "ჩაგრავდნენო". ნუ რა ექნა ტიპს? "რომელი ჯეკი ჩანი მე ვარო?" - ამბობდა. 

კი ბატონო, „რემბო“ და „ტერმინატორი“ კინოებში ცხოვრობენ, მაგრამ ვინ ელოდება თქვენგან გმირობას კაცო? პოლიციაში მაინც დარეკე რა.

უფრო ამაზრზენები არიან ისინი, რომლებიც სხვის ჩაგვრას მობილურით იღებენ, ან ზოგჯერ მხოლოდ ჩუმად ყურებით არ ჯერდებიან და ერთ ქვასაც ისინი ისვრიან "ზა კამპანიუ". 

ძალიან ბევრნი არიან უსულო სასტიკი ზომბები, იმაზე უფრო მეტნი ვიდრე გვგონია. 

როგორ ამოვიცნოთ ასეთები? 

მაგალითად, როცა შენი ფეისბუკ-ფრენდი რომელიღაცა მერსი სულხანიშვილს, ნატა ფერაძეს, თინა მახარაძეს, ან „კეთილი საზოგადოების“ რისხვის სხვა ობიექტს ყველასთან ერთად განკიცხავს და აგინებს,  ის არის ყლე! 

ასეთები პოტენციური მოძალადეები რომ არიან ფაქტია. კარგი კაცი ასე არ იქცევა! 

No comments:

Post a Comment