რამდენიმე დღის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ შველის მოკვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ უმსგავსო ფაქტმა, ყველაზე მეტად "მშვენიერი" სქესის წარმომადგენლები გააღიზიანა. ის "მშვენიერი ნიმფები", რომლებიც ღორის ხინკალს და ბატკნის ჩაქაფულს ისეთი ექსტაზით და სიამოვნებით მიირთმევენ, როგორსაც ორგაზმის დროს არ განიცდიან.
გოჭის ხორცის მოყვარული კეთილი და გრაციოზული ავაზები რატომღაც გაბრაზდნენ, რომ ვიღაცა ნაბიჭვარს შველის ხორცისგან ხინკლები მოუნდა.
აღარ უნდა "ადამიანს" გოჭის ხაში და ახლა შველის ხაში მოუნდა. ისევე, როგორც შენ გინდება ბატკნის ჩახოხბილი.
ამ სურათის დანახვაზე გოგოშკები ნიანგის ცრემლებს ღვრიან:
ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ასეთი ქალები. ცხოველების მიმართ მათი შერჩევითი სიკეთე უცნაურია. ლამაზ ცხოველებს, ანუ ლამაზ შველს არ ჭამენ, მაგრამ ლამაზი ბატკანი არ ეცოდებათ?
სახლში რომ ჰყავთ ის კატა ან ძაღლი კარგია, ლამაზია, მას არ ჭამენ, მაგრამ "გოჭის ხორცი და ტყემალი მმმმმმ" - რა კარგია.
ეს ისეთივე ლოგიკურია, მაგალითად, როგორც: ლამაზი ქალი პოდიუმზე და ჟურნალების ყდაზე, მახინჯი კი კუხნაში :))
ეს ისეთივე ლოგიკურია, მაგალითად, როგორც: ლამაზი ქალი პოდიუმზე და ჟურნალების ყდაზე, მახინჯი კი კუხნაში :))
აბა სცადე და მუცლის მონა ქალებს უთხარი, რომ ხორცი არ ჭამონ, ისეთი რეაქცია ექნებათ, თითქოს შეაგინე. საკუთარ შვილზეც უარს იტყვიან, ოღონდ ხინკალზე და მწვადებზე არა.
თუ სინდისმა შეაწუხათ, იტყვიან, რომ ხორცის გარეშე ავად ხდებიან და კვდებიან. ან რაღაცა ვიტამინები აკლდებათ და ბლა-ბლა-ბლა..
უკაცობას, უფულობას და უყველაფრობას გადაიტანენ, ოღონდ უხინკლობას და უმწვადობას არა!
ის ამბავი ყველას გაგიგიათ ალბათ, როცა ავიაკატასტროფის დროს უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილი ადამიანები შიმშილისგან ადამიანურ სახეს კარგავდნენ და თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ჭამდნენ. ვიღაცა ნაბიჭვარი ამას "გადარჩენის ინსტინქტს" დაარქმევს.
მიმიფურთხებია ასეთ გადარჩენაზე! ადამიანურ სახეს თუ კარგავ ნული ფასი აქვს შენს არსებობას! რათ უნდა დედამიწას არაადამიანები, რომლებიც მუცლის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები?
მიმიფურთხებია ასეთ გადარჩენაზე! ადამიანურ სახეს თუ კარგავ ნული ფასი აქვს შენს არსებობას! რათ უნდა დედამიწას არაადამიანები, რომლებიც მუცლის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები?