Friday, 16 December 2016

როგორ უნდა შეეტენო ცოლად ძმაკაცს..

"ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს", - ამას ხშირად ის ქათმუშკები გვიმტკიცებენ, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ბიჭს ეძმაკაცებიან, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან რომელიმეს ცოლად შეეტენებიან.

ლამაზებმა მაგალითად, ზუსტად იციან, რომ (ჰეტეროსექსუალ) ბიჭთან ნამდვილი მეგობრობა არ გამოდის. კაცი შენთან საჭიროზე მეტ დროს თუ ატარებს, ესეგი "დაინტერესებულია". ეს მარტივი და ბანალური სიმართლე მახინჯებმაც იციან, მაგრამ რა ჰქნან? მათი ბოლო იმედი ის საწყალი „ძმაკაცია“.

მოკლედ, როგორ უნდა შეეტენო რომელიმე ძმაკაცს? აგერ ინსტრუქცია, რომლეიიც 100%-ით ამართლებს. ჯერ ერთი, გირჩევნია, ერთი მსხვერპლი შეარჩიო, იმიტომ, რომ ყველას თუ ეტენები, მსხვერპლი მიხვდება, როგორი სასოწარკვეთილიც ხარ და გაიქცევა. 
ამიტომ, ერთი კარგი ბიჭი შეარჩიე და შეუტიე: 

1) ყველანაირად ეცადე, რომ ფიზიკურად და ვირტუალურად 24 საათი ერთად იყოთ; ხშირად დაურეკე და მის სისულელეებს ისეთი ინტერესით უსმინე თითქოს ბუდდაა ან ოშო. 

2) უიქენდები წინასწარ დაგეგმე. ფეხბურთზეც აუცილებლად გაყევი. მისი ძაღლის დაბადების დღე მოიმიზეზე და მიადექი კარზე. 

3) ყველა მის მეგობარს დაუახლოვდი. მათთან ერთად „მსხვერპლს“ ხშირად სიურპრიზები გაუკეთე. ყველგან და ნებისმიერ დროს მოულოდნელად თავზე დაადექი, (ვითომ შემთხვევით)

4) მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე, თორემ სხვა გოგოს სტალკინგს შეუდგება ინსტაგრამზე. 

5) მოთმინება იქონიე. (იოცნებე ფინიშზე. თავი წარმოიდგინე უზარმაზარი მუცლით  და საქორწინო კაბით :))

6) მისი საყვარელი კერძების გაკეთება ისწავლე. მერე ძალით მოათრიე და აჭამე. 

7) ყველა პრობლემა მოუგვარე, იმ დონემდე მიიყვანე, რომ შენს გარეშე არსებობა ვეღარ წარმოიდგიონოს. ყველაფერში დაეხმარე. შენ "ყველაზე კეთილი" და "ყველაზე ერთგული ხარ"!

8) მისი ყველა დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი დღე შენთან ერთად უნდა იყოს გატარებული.

9) აუცილებლად დედამის ან ბებიამისს ჩაუდაქალდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

10) ყველაფერი გააკეთე, რომ მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა თქვენს დუოს ისე შეეჩვიონ, რომ "დოლჩე და გაბანა" თქვენთან შედარებით, საცოდავ კარიკატურად დარჩნენ.

11) ნელ-ნელა ყველას შეაპარე ის აზრი, რომ წყვილი ხართ. შეგიძლია ჭორები გაავრცელო, რომ ერთად ხართ. ამით კონკურენტ გოგოებს გაანეიტრალებ. 

12) ასობით ერთად გადაღებული funny-ხალისიანი ფოტო გამოაქვეყნე სოციალურ ქსელებში. თაგებს თუ წაშლის, კიდევ დათაგე. 

13) თუ მას ქერა გოგოები მოსწონს, თმა შეიღებე. მერე რა, რომ შენს "ბრეჟნევის" წარბებს არ უხდება ღია ფერის თმა. თუ საჭირო გახდება, წარბებიც მოიშორე. აბა გენაცვალე, "სიყვარული" ხომ მსხვერპლს ითხოვს! 

14) არ დაგავიწყდეს, ყველაზე მთავარი - მისი ოფოფიანი დედიკო, რომელსაც ალბათ არ მოსწონხარ. აუცილებლად მიიყვანე ის ქალი კაპიტულაციამდე. ისე, რომ ბოლოს ფარხმალი დაყაროს და თქვას: "მერე რა რომ, ლამაზი არაა ან "ყბა აქვს ორ მეტრიანი", "სამაგიეროდ ჩემი შვილიკო ძალიან უყვარს და დედიკოსავით მოუვლის".

15) დაუღალავი ინტენსიურობით შეუტიე „მსხვერპლს“ და ბოლოს აუცილებლად მოიგებ! მთავარი მოთმინებაა. 

შეიძლება თავიდან ცოტა გაგიჭირდეს, მაგრამ ნახავ, საბრალო ბიჭი, მალე „დრაკონების დედოფალ“ ქხალისიზე მასტრუბირებას შეწყვეტს და შენსკენ მოიხრება. მაგ დროს უცებ „შეაჯექი“, დაფეხმძიმდი და მიათრიე ქორწინების სახლამდე. მერე სასწრაფოდ სამი-ოთხი შვილი გაუჩინე და სოციალურ ქსელში დათაგე ყოველდღე. აუცილებლად ბავშვებთან ერთად. აბა შენ იცი! 

შენთან 15-20 წელი იცხოვრებს და მერე 45 წლის ასაკში, უკვე გამელოტებული და ღიპიანი „მოჯადოებული პრინცივით“ ატირდება, რომ საუკეთესო წლები ეშმაკუნა, აფერისტ გომბეშოსთან გაატარა. 

ამას რატომ ვწერ? 
იმისთვის, რომ თავი დაანებო ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ. სიყვარული ძალით "შეტენვას" არ გულისხმობს, სიყვარული ის არის, როცა საყვარელ  ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების უფლებას უტოვებ.

Tuesday, 30 August 2016

მავნებელი Cinderella!

ბავშობაში ვერ ვიტანდი სინდერელას და ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო: იქნებ მშურს, რომ მე პრინცესა გოგო არ ვარ?

ძალიან გული მწყდებოდა, რომ სხვა გოგონებივით ნაზი არ ვიყავი: მათსავით არ ვწიოდი, არ ვკიოდი, არ ვტიროდი, არასოდეს არაფრის არ მეშინოდა და წელიწადში 25-ჯერ ვკითხულობდი ჩემს საყვარელ წიგნს "პეპი გრძელწინდას".

დღეს უკვე ვიცი რატომ არ მიყვარდა სინდერელა. 

სინდერელასთან გაცნობის ასაკიდან თითქმის ყველა გოგონა იზრდება პატარა კონკიად, რომელიც მდიდარ პრინცზე ოცნებობს და ელოდება. პატარა უაზრო პარაზიტი იზრდება, რომელიც არაფერს არ აკეთებს და მის მარჩენალ პრინცს ელოდება, რომლის კიდესრზე დაჯდება და დეკორატიული კატასავით იცხოვრებს. 

გოგონა პრინცს ელოდება მანამდე, სანამ ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, დაღლილი და გაცვეთილი, მიხვდება, რომ სინამდვილეში პრინცები კონკიებზე არ ქორწინდებიან და იმისთვის, რომ პრინცს გაჰყვე ცოლად, მხოლოდ ლამაზი კაბა არაა საკმარისი. 

კონკია მავნებელი ზღაპარია, რომელიც უამრავ მუქთაქორა "პრინცესას", ზრდის. „აი, გაჰყვება ცოლად მდიდარ კაცს და იქნება „კნეინასავით“ - ასე ახალისებენ დეგენერატი დედიკოებიც თავიანთ პრინცესებს. და ცოტა ლამაზი თუ არის ასეთი პრინცესა, 11-წლიდან "ინტერნეტ-გლამურზეც" ოცნებობს. 

ქათმუშკების ერთერთი ლეგენდის თანახმად, მოდელი ნატალია ვოდიანოვა თურმე ბაზარში კარტოფილს ყიდდა, შემდეგ უცებ სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავი გახდა და მერე ინგლისელ ლორდს გაჰყვა ცოლად. ლამაზი ზრაპარია, ხო? ოღონდ, ის ნაწილი, თუ როგორ დადიოდა ნატალია დებილურ კასტინგებზე, ღამის ბიძურ ტუსოვკებზე და რამდენი „ღამის პრინცი“ გამოცვალა მანამდე სანამ თავის გეი და ლოთ ლორდს გაჰყვებოდა ცოლად, ზღაპრიდან ამოღებულია.

მეორე ზღაპარი: თურმე ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდხენი მოდის აგენტებმა მაკ-დონალდსში აღმოაჩინეს და ის მაშინვე Vogue-ს გარეკანზე აღმოჩნდა. იმ ნაწილზე თუ რამდენი „პრინცი-სპონსორი“ გამოცვალა ჟიზელმა არაფერია ნათქვამი. "პრინცესებს" სჯერათ ზღაპრების და მსგავსი დებილური ისტორიები მოჰყავთ მაგალითად.

ყველაზე მნიშვნელოვანს, იმას, რომ შენი კეთილი ფერია შენ თვითონ უნდა იყო, თავად იზრუნო კაბებზეც, გარეგნობაზეც და პრინცესას ეტლზეც, მათ არავინ არ ასწავლის. 

არც იმას ასწავლიან, რომ ნამდვილი პრინცესა ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა და არა ლამაზ კაბაში ჩაკვეხილი კუკუნა. 

თუნდაც იმიტომ მძულდა ის კონკია, რომ თავისი დედინაცვალი და ავი დები თმებით ვერ ათრია.

ვფიქრობდი, რომ ეს საცოდავი, უსუსური არსება ვერ იქნებოდა ჩემთვის იდეალი და მისაბაძი. 

აი პეპი გრძელიწინდა სულ სხვა საქმეა! ჩემი პეპი მიყვარდა და 40 ჯერ მაქვს წაკითხული ჩემი პეპპილოტა!!

Monday, 16 May 2016

ცხოვრება ქვემძრომობის გარეშე

აბა მოგვიყევი, რა შეიცვლვლება შენს ცხოვრებაში თუ აბსოლუტურად ყველანაირ ქვემძრომობას და ლაქუცობას შეწყვეტ? 

რას დაკარგავ? სამსახურს? გარშემომყოფთა „სიყვარულს და პატივისცემას“?

მე გეტყვი, ყველაფერს დაკარგავ, იმიტომ, რომ ლაქუცობის გარეშე არაფერი ხარ, ნული ხარ! 

იმიტომ, რომ მარტო შენი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და კარიერა მლიქვნელობაზე და ლაქუცობაზეა აწყობილი და ქვემძრომები, ქვეშაფსიები და ლაქუცები თუ არ იქნებით, მართლა ბევრ რამეს დაკარგავთ. 

შეუცვლელი არავინ არის და შენნაირი თანამშრომელი ყველგან ყრია. რით განსხვავდები მაგალითად სხვა საშუალოსტატისტიკური ჟურნალისტისგან, იურისტისგან, პიარ-მენეჯერესიგან ან ფოტოგრაფისგან? 

არც არაფრით! სამსახურში უფროსისთვის მხოლოდ სტატისტიკა ხარ. შენ გაგიშვებს და ორ დღეში სხვას აიყვანს. 

ისევე, როგორც მას გაუშვებენ და მერე სხვა უფროსს შეუძვრები. 

ასეთია ცხოვრება :)) 

ასეთ მოცემულობაში, ოსტატური ლაქუცობა - გადარჩენისთვის ბრძოლაა

ტრაქში ძვრომის ხელოვნება დაამუღამე. ჯერ მინიმუმიდან დაიწყე: ზემდგომი პირების ყველა გამოყლევებული დებილური ფოტო "დაალაიქე", "დაუგულე", "დაუკომენტე" - "ვაუ რა ლამაზი, რა მაგარი ხარ"!

საქმეს სჭირდება ასე. როგორც იტყვიან: „Не подмажешь, не поедешь

კარგად შესრულებულ ქვემძრომობას შედეგი აუცილებლად ექნება. შენი უფროსი დაიჯერებს რომ მაგარი გოგო ან მაგარი ბიჭია. კი ხვდება, რომ,  კინკილა კაცუნაა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაიჯერებს, იმიტომ, რომ ადამიანებს მათი ეგო ძალიან მაგრად ეღადავებათ და უყვართ ხოტბა და მლიქვნელობა.

შურით ვუყურებდი, როგორ დამაჯერებლად ეტენებოდნენ თანამშრომლები თავიანთ უფროსებს. როგორ ლამაზად უმზადებდნენ ყავებს და მერე ჩინური რესტორნის ოფიციანტის შემართებით მიართმევდნენ :)) 

როგორ „თბილად“ არქმევდნენ მოფერებით მეტსახელებს და მერე „დიდი სიყვარულით“ მიმართავდნენ იმ მეტსახელებით. როგორ ოსტატურად თავს უქნევდნენ უფროსის ნათქვამ სისულელეებს და უმაკიაჟო, დაღლილი ვირთხის სიფათზეც წერდნენ: „ვაუ, რა ლამაზი ხარ“. 

ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ახალი უფროსი დაინიშნებოდა. 

ქვემძრომობა ჭრის. საწყალი ობიექტი, რომელსაც ასე შემართებით „უძვრები“, ყველაფერს ყლაპავს. შენ მას აქებ, მას კი ჰგონია, რომ მართლა მაგარი გოგო/ან ბიჭია. რა ჰქნას, უნდა რომ ასე იყოს. 

რაღაც მომენტში ავიწყდება საწყალს, რომ თანამდებობიდან თუ გაუშვებენ, პირველები სწორედ ის ქვემძრომები აქვევენ ზურგს და შეწყვეტენ გამარჯობის თქმას.

რას იზამ, ქვემძრომობას, როგორც „ჯუნგლებში გადარჩენის“ ხერხს იყენებ და გეპატიება კიდევაც. სხვა რა გზა გაქვს? რისი პროფესიონალი ხარ? რა ნიჭი გაქვს?  ვის რაში სჭირდები აბა? 

ისე კი, ძალიან დამღლელია პოდხალიმობა! არაა, ლაქუცებო? 

Friday, 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"

ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ვარ.

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია, ანუ ჯოგში ყროყინით, თავს უფრო დაცულად გრძნობს. 

ზოგს კი, ვითომ ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო დეპრესია ეწყება და ეგრევე შლის ფოტოს.

ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და ცამეტი წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია, საერთო აზრს უერთდება.
შიშების და კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. 

ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა რამის გამო. 

"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არსება ფიქრობს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი თავად ძალიან ჭკვიანია. 

ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია" და ასე შემდეგ. 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. 

ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და ამგვარი ქცევით თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.

ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 
არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს. ანუ, ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 

სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.



Monday, 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს ასეთი ფრაზა წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს რამე ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა. აშაკარა იყო, რომ
 ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა.

შევხედე მის (43 წლისთვის ძალიან ადრე) გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს (თუ ღაბაბს) და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი ამოწურა", დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და წასულ ახალგაზრდობას მისტირის. 

"ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე სილამაზე არ არის მთავარი ამ ცხოვრებაში. რომ, ოჯახი, ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. დაბერებული, დამჭკნარი, ჯანმრთელობა დაკარგული, მოუქნელი ქალი ბედნიერი ვერ იქნება. 

ცოლი,  "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. 

შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. ის ქმარი ტელეფონთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს/ვეღარ აქვს, "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს". 

ცოლი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი ქალიც აღარ ეყოლება. 

"იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაემართება. მისი თეორიები სიყვარულზე, ოჯახზე, "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას დაეჯახება. 

სარკეში ჩაიხედავს, გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, ახლა კი, გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. 

ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! 

მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები. 

აი იქ მთავრდება ქალის ბედნიერება. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ გრძნობს. როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას ხედავს და საკუთარი თავი აღარ მოსწონს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და ფეხზე მყარად დგას! 

ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება.