Friday, 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"

ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ვარ.

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია, ანუ ჯოგში ყროყინით, თავს უფრო დაცულად გრძნობს. 

ზოგს კი, ვითომ ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო დეპრესია ეწყება და ეგრევე შლის ფოტოს.

ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და ცამეტი წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია, საერთო აზრს უერთდება.
შიშების და კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. 

ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა რამის გამო. 

"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არსება ფიქრობს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი თავად ძალიან ჭკვიანია. 

ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია" და ასე შემდეგ. 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. 

ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და ამგვარი ქცევით თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.

ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 
არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს. ანუ, ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 

სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.



No comments:

Post a Comment