Sunday, 12 August 2012

მასობრივი იდიოტიზმი


With fame I become more and more stupid,
which of course is a very common phenomenon. 
Albert Einstein (1879 - 1955)

თქვენი აზრით, რა ჭკუის პატრონია ბრუნეის სულთანი რომელმაც თავის ტუალეტებში ოქროს უნიტაზები დაამონტაჟებინა? ან რატომ გადაწყვიტა, რომ მისი ტრაკი განსაკუთრებულია? 

ან ზრდასრული ქალი რა ჭკუის პატრონი უნდა იყო, რომ ოპერაციები გაიკეთო მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლივუდის რომელიმე ვარსკლავის კლონი და კარიკატურა იყო? 

პოპულარული ჟურნალები ვარსკვლავების და მათი შვილების ფოტოებისთვის რატომ იხდიან მილიონებს, თითქოს ისინი ღვთის შვილები ყოფილიყვნენ? 

იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ჩლუნგები, რომლებიც რონალდუს შარდს და კარდაშიანის ტრაკს აღმერთებენ.

ინდოეთში თურმე ბოლივუდის ვარსკვლავების სახლებთან 200-300 ათასი ადამიანი იკრიბება და საათობით მათი კუმირის გამოჩენას ელოდება. ევროპაში და ამერიკაში უამრავი ადამიანი ნებისმიერ ამინდში საათობით ელოდება, თუ როგორ გაივლის წითელ ხალიჩაზე რომელიმე ვარსკვლავი. ნახევარწუთიან სარეკლამო რგოლებში გამოჩენითვის "ვარსკვლავები" მილიონობით დოლარს იღებენ, იმიტომ, რომ იმ რეკლამაში ანჯელინა ჯოლის, ირინა შეიკის ან დევიდ ბექჰემის „ღვთაებრივი“ პერსონის გამოჩენის შემდეგ, რეკლამირებული პროდუქციის მიმართ გამოყლევებული ხალხის ინტერესი გაიზრდება. 

ბიზნეს-სამყარო ხალხის იდიოტიზმის ხარჯზე არსებობს. იდიოტები რომ არა, ბევრი პროდუქცია არ გაიყიდებოდა. 

არსებობენ ჭკვიანები, რომლებმაც იციან როგორ მოახდინონ დებილი მასებით მანიპულირება. 

შეიძლება, რომელიმე მსახიობი ან მომღერალი მოგწონდეს, წახვიდე მის კონცერტზე. ჯანდაბას, კონცერტის ბილეთზე უდიდესი თანხაც გადაიხადო, მაგრამ მათი გაღმერთება/გაფეტიშება უკვე დეგენერატობის და ფსიქიკური აშლილობის ნიშანია

ელიზაბეთ ტეილორის ან მერლინ მონროს პირად ნივთებს აუქციონებზე საშინელი ფასები აქვთ, ვიღაცა კოლექციონერები მათ შესაძენად დიდ თანხებს იხდიან. ნეტავ რა ჯანდაბაში სჭირდებათ? რომ მოკვდებიან თავიანთ კუბოში მოათავსებინებენ? 

                                
და ეს ხდება მაშინ, როდესაც შიმშილისგან მილიონობით ბავშვი იღუპება. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები ეგოისტი ადამიანების ხუშტურებზე და პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე. 

ან თუნდაც, რაში გვჭირდება ღმერთები და მეფეები, დედოფლები ან ბელადები?

ერთი პერიოდი ინგლისის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აღარ შეინახავდა მუქთაქორა სამეფო ოჯახს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე. სწორედ ამიტომ მოაწყვეს პრინც უილიამის ქორწილის სპექტაკლი, რომ უხეირო სამეფო კარისკენ ხალხის ყურადღება მიიპყრონ. ელიზაბეთი რომ მოკვდება დარწმუნებული ვარ, "სამეფო კარის ღვთაებრივობაც" მორჩება! ინგლისი მუქთაქორა სამეფო ოჯახის მოშორებას ცდილობს, ჩვენთან კი, ხელოვნურ სამეფოს, მონარქიას ქმნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისს მიბაძონ.

სანამ  ჩვენ დებილები ვიქნებით, სამყაროც უსამართლო იქნება. 

ყოველთვის იქნებიან ჭკვიანები, რომლებიც ხალხის მანიპულირებით გამდიდრდებიან. 

ახლა თუ გნებავთ "მასონები", თუ გნებავთ "გასტონები" უწოდე, რა მნიშვნელობა აქვს რა "ჯანდაბოსონები" არიან? 

თავმოყვარე, ჭკვიანი ადამიანი არ გახდება მანიპულაციის მსხვერპლი და არავის არ მისცემს თავის გაბრიყვების უფლებას. მას არ ეყოლება კუმირი და არავის არ გააფეტიშებს. თავმოყვარე ადამიანი არ ემხრობა სხვების აზრს! 

შენ თუ შეგიძლია გადაიხადო უზარმაზარი თანხა კაბაში, რომელიც მერლინ მონროს ან ანჯელინა ჯოლის ეცვა, ესეგი იდიოტი და ანჯელინას ქვედა საცვალი ხარ.