With fame I become more and more stupid,
which of course is a very common phenomenon.
Albert Einstein (1879 - 1955)
აი, მაგალითად, რა ჭკუის პატრონია ბრუნეის სულთანი რომელმაც თავის ტუალეტებში ოქროს უნიტაზები დაამონტაჟებინა? იმ არსებას რატომ ჰგონია, რომ მისი ტრაკი განსაკუთრებულია?
იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ჩლუნგები, რომლებიც რონალდუს შარდს და კარდაშიანის ტრაკს აღმერთებენ.
ინდოეთში თურმე ბოლივუდის ვარსკვლავების სახლებთან 200-300 ათასი ადამიანი იკრიბება და საათობით მათი კუმირის გამოჩენას ელოდება. ევროპაში და ამერიკაში უამრავი ადამიანი ნებისმიერ ამინდში საათობით ელოდება, თუ როგორ გაივლის წითელ ხალიჩაზე რომელიმე ვარსკვლავი. ნახევარწუთიან სარეკლამო რგოლებში გამოჩენითვის "ვარსკვლავები" მილიონობით დოლარს იღებენ, იმიტომ, რომ იმ რეკლამაში ანჯელინა ჯოლის, ირინა შეიკის ან დევიდ ბექჰემის „ღვთაებრივი“ პერსონის გამოჩენის შემდეგ, რეკლამირებული პროდუქციის მიმართ გამოყლევებული ხალხის ინტერესი გაიზრდება.

ბიზნეს-სამყარო ხალხის იდიოტიზმის ხარჯზე არსებობს. იდიოტები რომ არა, ბევრი პროდუქცია არ გაიყიდებოდა. არსებობენ ჭკვიანები, რომლებმაც იციან როგორ მოახდინონ დებილი მასებით მანიპულირება.
შეიძლება, რომელიმე მსახიობი ან მომღერალი მოგწონდეს, წახვიდე მის კონცერტზე. ჯანდაბას, კონცერტის ბილეთზე უდიდესი თანხაც გადაიხადო, მაგრამ გაღმერთება/გაფეტიშება უკვე დეგენერატობის ნიშანია. ელიზაბეთ ტეილორის ან მერლინ მონროს პირად ნივთებს აუქციონებზე საშინელი ფასები აქვთ, ვიღაცა კოლექციონერები მათ შესაძენად დიდ თანხებს იხდიან. ნეტავ რა ჯანდაბაში სჭირდებათ? რომ მოკვდებიან თავიანთ კუბოში მოათავსებინებენ?
და ეს ხდება მაშინ, როდესაც შიმშილისგან მილიონობით ბავშვი იღუპება. ჩვენ კი, მშვიდად ვუყურებთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები ეგოისტი ადამიანების ხუშტურებზე და პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე.
ნუ ახლა, მათი ფულია და რაზეც უნდათ იმაზე ხარჯავენ. კი ბატონო დახარჯონ, მაგრამ ასეთი ფაქტების ფსიქოლოგიური მხარე მაინტერესებს - ისინი ნორმალურები არიან?
ვიღაცა, „ცისფერ სისხლიანებს“ განსაკუთრებული გემოვნება ჰქონიათ და გაუგებარი ფიგურების „სიღრმისეულ მნიშვნელობას" ხვდებიან. არადა, ნამდვილი ხელოვნება ისეთი სილამაზეა, რომელსაც ყველა ხედავს და ყველას აღაფრთოვანებს - გლეხსაც და არისტოკრატსაც.
ძალიან ბევრი მაღალანაზრაურებადი უსარგებლო პროფესიები და უსარგებლო ადამიანები არსებობენ, რომლებიც ხალხის მოტყუებას ცდილობენ ვითომ მეტად მნიშვნელოვან და დელიკატურ საქმეს აკეთებენ.
ან თუნდაც, რაში გვჭირდება ღმერთები და მეფეები, დედოფლები ან ბელადები?
ერთი პერიოდი ინგლისის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აღარ შეინახავდა მუქთაქორა სამეფო ოჯახს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე. სწორედ ამიტომ მოაწყვეს პრინც უილიამის ქორწილის სპექტაკლი, რომ უხეირო სამეფო კარისკენ ხალხის ყურადღება მიიპყრონ. ელიზაბეთი რომ მოკვდება დარწმუნებული ვარ, "სამეფო კარის ღვთაებრივობაც" მორჩება! ინგლისი მუქთაქორა სამეფო ოჯახის მოშორებას ცდილობს, ჩვენთან კი, ხელოვნურ სამეფოს, მონარქიას ქმნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისს მიბაძონ.

სანამ ჩვენ დებილები ვიქნებით, სამყაროც უსამართლო იქნება. ყოველთვის იქნებიან ჭკვიანები, რომლებიც ხალხის მანიპულირებით გამდიდრდებიან. თუ გნებავთ "მასონები" ან "გასტონები" უწოდეთ, რა მნიშვნელობა აქვს რა "ჯანდაბოსტონები" არიან?
თავმოყვარე, ჭკვიანი ადამიანი არ გახდება მანიპულაციის მსხვერპლი და არავის არ მისცემს თავის გაბრიყვების უფლებას. მას არ ეყოლება კუმირი და არავის არ გააფეტიშებს! თავმოყვარე ადამიანმა იცის რა უნდა და არ ემხრობა სხვების აზრს! თუ შენ შეგიძლია გადაიხადო უზარმაზარი თანხა კაბაში, რომელიც მერლონ მონროს ან ანჯელინა ჯოლის ეცვა, ესეგი იდიოტი და ანჯელინას ქვედა საცვალი ხარ! ვოტ ტაკ :)
No comments:
Post a Comment