Tuesday, 9 October 2012

როგორ გამოიყურება მანიაკი?

ანდრეი ჩიკატილო - სერიული მკვლელი, მანიაკი

Жестокость - сугубо человеческое качество.


ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ვერ იქნება სადისტი. ამისთვის მახინჯი ფსიქიკის ავადმყოფი უნდა იყო. 

როგორ გამოიყურებიან სადისტები?  
როგორ ამოვიცნოთ მანიაკები

ფსიქიატრების აზრით, სამწუხაროდ, პოტენციური მანიაკის ან სადისტის გარეგნული ნიშნებით ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად მათი ამოცნობის ერთადერთი საშუალება ჩვენი ინტუიციაა. 

ანდრეი ჩიკატილოს მსგავსი, ერთი შეხედვით, ვითომ უწყინარი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიში ცნობილი მანიაკების გარდა, ფარული ან პოტენციური მანიაკებიც არსებობენ, რომლებიც გაცილებით მეტნი არიან ვიდრე წარმოგვიდგენია. ისინი ცხოვრობენ ჩვენს სამეზობლოში, უბანში. შეიძლება, ასეთ ადამიანს შორიახლოს 15-20 წელი იცნობდე და არც იცოდე, რომ ის პოტენციური სადისტი (ან პედოფილია). შეიძლება, ასეთი ადამიანი თავადაც ბოლომდე ვერ აცნობიერებდეს საკუთარ ავადმყოფობას. 

მათი იდენტიფიცირება ძალიან ძნელია, რადგან ისინი თავიანთ სისასტიკეს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, როდესაც დარწმუნებულები არიან, რომ დაუსჯელები დარჩებიან. 

მაგალითად, ომების დროს გაუპატიურებული და მოკლული ქალები, ბავშვები და საერთოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები ვისი ნამოქმედარია, ხომ ხვდებით? იგივე ფარული მანიაკების, რომლებიც ჩვენ გარშემო ან თუნდაც, სამეზობლოში ცხოვრობენ. აი იმ მანიაკების, რომლებიც 20 წელია ჩვენი მეზობლები იყვნენ და მათზე ცუდი არაფერი გაგვიგია, მაგრამ, ომში 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს. ისეთები, რომლებიც მახინჯი სურვილების დასაკმაყოფილებლად ომში „თავისუფალ ველს“ პოულობენ. ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ ომში არაადმიანების ნაკვალევი რჩება. 


არიელ კასტრო, "კლივლენდელი მანიაკი"
პიტერ სკლიფი. სერიული მკვლელი, რომელიც ბოზებს კლავდა

ტედ ბანდი - მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი 


ალექსანდრ პიჩუშკინი - სერიული მკვლელი, მანიაკი

ხშირ შემთხვევებში, მანიაკებს მათი მეზობლები და გარშემომყოფები წლების განმავლობაში კეთილსინდისიერ მოქალაქეებად იცნობდნენ და მათი გაშიფრვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მაგალიათად, კოლუმბიელი მღვდელი დანიელ კამარგო წლების განმავლობაში მოძღვრის მანტიის უკან იმალებოდა და 30 ახალგაზრდა ქალი ჰყავდა გაუპატიურებული და მოკლული. 

ანდრეი ჩიკატილო, სამაგალითო მეზობელი, კარგი მეოაჯახე და წარმატებული პედაგოგი იყო. 

ტედ ბანდიმ ბრწყინვალედ დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი და მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა. გააუპატიურა და მოკლა 30-ზე მეტი ქალი, ზოგიერთის გვამი სახლში წაიღო სადაც მათთან ერთად ცხოვრობდა, ჰქონდა სექსი და "მათთან ერთად" ტელევიზორს უყურებდა.



სისასტიკე - ბავშვობაში მიღებული ძლიერი ფსიქიკური ტრავმის  შედეგია..?



ერთ რამეში კი დარწმუნებული იყავით, თუ შეამჩნიეთ რომ, ბავშვი კატების და სხვა ცხოველების წამებით ერთობა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის მომავალი მანიაკი იზრდება. ფრანგი ფსიქოთერაპევტების აზრით, პათოლოგიური მიდრეკილებები და გადახრები ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ვლინდება. თავიდან ბავშვი პატარა სისაძაგლეებს სჩადის, შემდეგ კი, როდესაც დაუსჯელი რჩება, შინაური ცხოველების წამებაზე გადადის. მაგალითად, ამერიკელი სერიული მკვლელი ედ კამპერი ბავშვობაში კატების წამებაზე „გადიოდა პრაქტიკას“, შემდეგ კი, მოზარდობის ასაკში თავისი მანიაკალური პრაქტიკა სტუდენტ გოგონებზე გადაიტანა. 

მანიაკებად არ იბადებიან.. 


ფსიქიატრების აზრით, ძალიან იშვიათ გენეტიკურ მიდრეკილებებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანები მანიაკებად არ იბადებიან. ისინი ბავშვობაში გადატანილი ფსიქიკური ტრავმების შედეგად ყალიბდებიან მანიაკებად. 

ფსიქიატრი ალექსანდრ ბუხანოვსკი, რომელიც "ჩიკატილოს" შემთხვევას იკვლევდა, კითხვაზე: მანიკებად იბადებიან თუ მერე ხდებიან?- ასე პასუხობდა: 

„ეს პროცესი ნელ-ნელა ფორმირდება. ასეთ მდგომარეობამდე ადამიანი ეტაპობრივად, იმ გარემოებების მეშვეობით მიდის, რომლებიც მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ნებისმიერი ფსიქიკური პათოლოგიები ადამიანის ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული, რომელზეც გარე ფაქტორები მოქმედებენ. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მანიაკებს და ფსიქოპატებს თავად გარემო ქმნის". "თავდაპირველად  ბავშვი ცარიელი ქაღალდის ფურცელივით სუფთა იბადება, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ თეთრ ქაღალდზე მომავალი ადამიანის ხასიათს „წერენ“. ძალიან ხშირად, მშობლებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული თუ როგორი გაიზრდება მათი შვილი“ - ამბობს ბუხანოვსკი.

ჩიკაგოს ფსიქიკური შეფასებების ცენტრის (The Chicago Institute for Psychoanalysis) დირექტორს, დოქტორ ელენ მორისონს მიაჩნია, რომ მანიაკების ფსიქიკა დაპროგრამებულივით ჰგავს ერთმანეთსმისი თქმით, ასეთი ადამიანების ფსიქიკური განვითარება ბავშვობის გარკვეულ ასაკში წყდება. უფრო მოგვიანებით კი, მანიაკის ფსიქიკაში იწყება სტადია, როდესაც ის საკუთარი „მნიშვნელოვანობის“ გრძნობით ტკბება, ანუ თავს სრულფასოვნად მაშინ გრძნობს, როცა მასზე უფრო სუსტებს აწამებს.

სადისტური ფსიქიკის კვლევის ჩატარების დროს, დოქტორ მორისონმა უამრავ სერიულ მკვლელთან და მანიაკთან საუბარში 800 საათი გაატარა და აშშ-სა და სხვა ქვეყნების 45 მოძალადე-მანიაკის შემთხვევა შეისწავლა. მორისონი მანიაკების ახლობლებს, მეზობლებს და ოჯახის წევრებსაც ხვდებოდა. 
ის ყვება, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სერიული მკვლელობების ერთ-ერთ ავტორთან შეხვედრის დროს ურჩხულის გარეგნობის მქონე საშინელ ტიპს ელოდებოდა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც ოთახში დაბალი ტანის, კეთილად მომღიმარე ადამიანი დახვდა. დოქტორის მტკიცებით, სადისტებს განსხვავებული გარეგნობა ან საფრთხის მანიშნებელი რაიმე ინდიკატორი არ აქვთ, რაც მათ იდენტიფიცირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

მანიაკების ფსიქიკის დეტალური შესწავლის შემდეგ, მორისონი ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა: თუ მონსტრი სიკვდილით არ დაისაჯა და ციხეში იხდის სასჯელს, სასჯელის მოხდის შემდეგაც მისი გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პ.ს.
რამდენი სადისტი იმალება ნორმალური მოქალაქის იმიჯის უკან? ეს კითხვები უპასუხოდ დარჩება, ერთი რამ კი ცხადია: პლანეტის ყველაზე ბოროტი არსება - ადამიანია! ეს ვიდეო ნახე და თავად დარწმუნდები!