Monday, 19 March 2018

ღმერთები და მავნებლები


ალექსნადრე გრეჰემ ბელი, გულიელმო მარკონი, ალექსანდრ პოპოვი, ბორის როზინგი, მაქსველი - რადიოს და ტელევიზორის შემქმნელები ცოცხლები აღარ არიან. ინტერნეტის, სოციალური ქსელების, აიფონების, სმართფონების და საერთოდ, თანამედროვე ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო ტექნოლოგიების შემქნელებიც არ იცხოვრებენ 200 წელი და კაცობრიობამ შეიძლება მალევე დაივიწყოს ის სიკეთე, რაც ამ ადამიანებმა დაუტოვეს მსოფლიოს, მაგრამ ისინი მაინც ღმერთები არიან და იქნენიან, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება, სხვა მოკვდავებისგან განსხვავებით, უაზრო ტარაკნის ან ცხოველის არსებობა არ იყო, რომელიც მხოლოდ ჭამს, კუჭზე გადის, კომედი შოუს უყურებს, მასტრუბირებს, ფეისბუკზე იგინება, სძინავს და მერე  ყველაფერს ისევ თავიდან იწყებს..

მხოლოდ ტექნოლოგიების შემქმნელები არა, სხვა ადამიანებიც, რომლებმაც კაცობრიობას სიკეთე მოუტანეს, რამე გვასწავლეს და ისტორიაში ღირსეული კვალი დატოვეს, ღმერთები არიან.

აუცილებელი არ არის, რომ შენც დიდი გამომგონებელი, მწერალი, ხელოვანი, ექიმი ან რევოლუციონერი იყო და მსოფლიო შეცვალო, მაგრამ ხომ შეგიძლია არ იყო ბრბო, არ იყო ერთი უაზრო მიკრობი, მავნებელი მწერი?

მიკრობული აზროვნება იმ მომენტიდან იწყება, როცა ყოველგვარი ანალიზის უნარს მოკლებული ერთუჯრედიანივით სხვების მიერ თავს მოხვეული „სიმართლეების“ და იდეების „მიმდევარი“ ხდები.

მიკრობული აზროვნება არის ის, როცა, "ბრბო საითაც იქაჩება, შენც იქითკენ იქაჩები" 

და საქონლის ფარაში სხვებთან ერთად „ქოროში“ ყროყინებ და სხვებს ბაძავ.

ერთია, როცა საკუთარი იდეალები გაგაჩნია და თანამოაზრეებს ეძებ და სულ სხვაა, როცა სხვის „იდეალებს“ ემსახურები და უაზრო ჭანჭიკად, მარიონეტად არსებობას აგრძელებ.  

ადამიანები ცხოველებისგან რით განსხვავდებით? იმით, რომ ადამიანს ფიქრის და აზროვნების უნარი გააჩნია. თუ ის არ აზროვნებს და არაფერს მნიშვნელოვანს არ ქმნის, მის ნაცვლად კი, სხვები ფიქრობენ, - ის  ადამიანი არა, ცხვარია.

ზოგჯერ ასეთც ხვარს აღარ უნდა, რომ ცხვარი იყოს და ხმამაღლა ყროყინს იწყებს. არა, განა მნიშვნელოვან ან სასარგებლოს რამეს ქმნის. ის, აკეთებს იმას, რაც ყველაზე ადვილია: მავნებლობს!

მაგალითად, მიდის დაა რელიგიური ფანატიკოსების შეურაცხად ბრბოს უერთდება. 

ღმერთს უსაქმურების აგრესიული ყროყინი არაფერში სჭირდება, ღმერთს უნდა, რომ კარგი ადამიანი, რამე კარგის შემქმნელი და კაცობრიობისთვის ხეირის მომტანი იყო. იყო პიროვნება და არა მავნებელი ბრბო.

პათოლოგებს ვიცნობ, რომლებიც ამაყად აცხადებენ, რომ ღმერთი საკუთარ მშობელზე და შვილებზე მეტად უყვართ. ასეთმა არაადეკვატურმა არსებამ ცოლის ან შვილის ღირსების დასაცავად შეიძლება თითიც ვერ გაანძრიოს, მაგრამ, მისი სარწმუნოების შეურაცმყოფისთვის ადამიანს მოკლავს. 

იმიტომ, რომ მისი ლოგიკა საჯდომიდან მოდის..

აბა მითხარი, რაში სჭირდება ღმერთს ასეთი მიკრობის მავნებლური და უაზრო თაყვანისცემა და სიყვარული?