Thursday, 11 January 2018

"ლეკვური სიხარული"


ბევრ კაცს იცნობთ, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში ისტერიულად აქვეყნებს ფოტოებს/ვიდეოებს წარწერებით: "ვაიმე, ხალხო, გოგომ/ქალმა ქმრობა მთხოვა" - "ვაიმე, სიხარულისგან მეშვიდე ცაზე ვარ" და მსგავსი ყლეობები? 

არა.

იმიტომ, რომ არცერთი ნორმალური კაცი არ იტყვის, რომ რომელიმე ქალზე, ქეთინოზე, აიშაზე ან ტატიანაზე დაქორწინებაზე ოცნებობს. შეიძლება მართლაც ოცნებობს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ იტყვის, იმიტომ, რომ "ტეხავს". მართლაც ტეხავს. ქალისთვის უფრო სამარცხვინოა, იმიტომ, რომ ასეთი უაზრო სიხარულით ქალი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება იჯდა და ოცნებობდა, რომ რომელიმე სირი მას ცოლობას სთხოვდა. ანუ ისეთი საცოდავი და უსუსურია, რომ ვიღაცა სირის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

ეს ძალიან სამწუხაროა. ცოტა მეტი თავმოყვარეობა არ გვაწყენდა რა.

ასეთი დებილური დიალოგის მომსწრე გავხდი და ძალიან დამწყდა გული:

- "აუუუ მე უნდა ვიტიროოო, კი ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ გიო ხელს რომ მთხოვს, ვიცი, რომ აუცილებლად ვიტირეეებ? - სენტიმენტებს ყრიდა ერთი გოგონა. 

- "მე კიდე არ მესმის რა, სამი წელი ხვდებით ერთმანეთს და ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან დაქორწინდებით და რატომ უნდა იტირო, ვითომ დიდი სიურპრიზი იყოს შენთვის? - უპასუხა მეორემ (ცოტა უფრო დალაგებულმა).

ყველა უთავმოყვარეო ქალზე ნერვები მეშლება. მასეთი უტვინო წაკლების ბრალია, დღეს ქალები საცოდავ პოზიციაში, რომ არიან და რომ მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანი გათხოვება, მერე კი, ერთ ერთ ბავშვთან ერთად განქორწინებაა. 

ისე რა გასაკვირია მასეთების სიხარული? აი რა, იქნება ახლა სამი წლის მერე, სულაც რომ არ სთხოვოს იმ გიომ ხელი და უსინდისოდ მიატოვოს? დარდისგან მოკვდება საწყალი გოგო ალბათ. ცხოვრების ერთადერთი აზრი დაეკარგება. 

თუმცა, ასე იშვიათად ხდება და დიდი ალბათობით, ის ბიჭი "წაიყვანს ცოლად", იმიტომ, რომ "შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობიაო" იფიქრებს  თან, ახლების ძებნაც დაეზარება :)

აბა წარმოიდგინე კაცი, რომელიც ქალის ნაჩუქარ ბეჭედს გვაჩვენებს და ძაღლუკასავით სიხარულისგან ხტუნაობს: "ვაიმე, ვაიმე სიხარულისგან უნდა ჩავიფსაო". როგორი სანახავი იქნება? მაგრამ ასე არ ხდება. 
რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაიფსას.

ამ შემთხვევაში კაცი უფრო თავშეკავებულად იქცევა: რამე უფრო მასშტაბური ოცნებები თუ არ გააჩნია, ჩუმად მაინც დაეგდება და სამარცხვინო სიხარულების გამოხატვებით თავს არ შეირცხვენს.

ქალების ზედმეტმა აქტიურობამ მამაკაცები იმდენად გაათავხედა, რომ ის საოცნებო ბეჭედიც შენ უნდა უყიდო, ტექსტის "შპარგალკაც" მისცე: აჰა, ცოლობა მთხოვეო, მერე ლეკვივით სიხარულისგან იხტუნავო და იმ წამსვე ინსტაგრამში დაპოსტო ფოტო ჰეშ-თეგით: #ოცნება ამისრულდა! 

სიყვარული არ არსებობსო. აბა, როგორ უნდა გიყვარდეს უაზრო ქალი, რომელმაც გათხოვება ცხოვრების მთავარ ოცნებად და მიზნად აქცია? 
ქალი, რომელიც 24 საათი ფინია ძაღლივით კუდში დასდევს კაცებს

ნორმალურ კაცს და ნორმალურ ქალს ბევრად უფრო სერიოზული მიზნები, გეგმები და ოცნებები უნდა ჰქონდეს ვიდრე შეჯვარება და იაფფასიანი "რომანწიკა". 

საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაფსმა და ამ ცირკის "ოცნებად" დარქმევა ერთუჯრედიანების ხვედრია. 
მთელი ცხოვრება იჯდე იოცნებო იმაზე, რომ ვიღაც სირიკო ბოლოს და ბოლოს ბეჭედს გაჩვენებს, იმ სიტუაციას ჰგავს, როცა მშიერი ძაღლი პატრონისგან ნანატრ ძეხვს ელოდება.