თვით-პრეზენტაციის უნარი და საკუთარი ცოდნის გაყიდვის ოსტატობა ძალიან კარგი თვისებაა. კარგია, ეს თუ შეგიძლია, მაგრამ ყველა დროის ყველაზე იდიოტური კითხვა "რატომ გინდა ჩვენთან მუშაობა?" თვით-პრეზენტაციის უნარს კი არ გივითარებს, არამედ პირდაპირ გიბიძგებს უტიფარი ტყუილისკენ.
თუ უპასუხებ: "ვგიჟდები თქვენს კომპანიაზე, როგორი ავტორიტეტული და პრეზენტაბელურია, მომავალში მენეჯერულ პოზიციებზე გადასვლასაც ვგეგმავ", ეიჩარი, რომელიც ჩვეულებრივი მოკვდავია, თავისი ამბიციებით, შიშებით, გრძნობებით და წინასწარგანსჯით, ეგრევე იფიქრებს: "უუ, შენ ამბიციურო ძკ.., უყურე ერთი ამას, ჯერ არ მოსულა და უკვე მენეჯერობა მოუნდა"! და ჰარვარდის კურსდამთავრებულიც რომ იყო, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგბლოკავს.
თუ უპასუხებ: "ვფიქრობ, რომ თქვენს კომპანიაში კარგი ხელფასებია და ამიტომ მინდა აქ მუშაობა", - ჩვენი არც ისე ჭკვიანი ეიჩარი იფიქრებს: "ჰმმ, ფულის გამო უნდა მუშაობა, უკეთეს ხელფასიან სამსახურს, რომ იპოვის წავა"
თუ უპასუხებ: "ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს სამსახური კარგი ტრამპლინია, ჩემი CV-თვისაც კარგია და აქ მინდა გავიზარდო როგორც პროფესიონალი", - ეს ეიჩარი იფიქრებს: "აა, შენ კარიერისტო, უყურე ამას, ცოტა ხანი იმუშავებს და გადავა სხვა უფრო პრესტიჟულ სამსახურში ან კომპანიაში"
თუ უპასუხებ: "თქვენი კომპანია ძალიან მომწონს, აქ მინდა ვიმუშავო დიდხანს და კომპანიის დიდი გუნდის ნაწილი გავხდე", - ეს ეიჩარი იფიქრებს: "რა დოყლაპიაა, არაფერი მოტივაცია და ამბიციები არ აქვს. არა მგონია, რომ საქმის გამკეთებელი იყოს"
თუ უპასუხებ: "უი, როგორ მომწონს თქვენი ინტერიერი, რა ლამაზი ოფისია და ყოველდღე ორი საათი მინდა გავატარო საცობში, მხოლოდ იმისთვის, რომ დილის 9-დან საღამოს 6-მდე ამ ტყავის სავარძელში ვიჯდე", - ეს ჩვენი ეიჩარი იფიქრებს: "აუუ, ეს ჩემნაირი ჭკუის პატრონია, არ გამოდგება სამსახურისთვის" :))
მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს, და რაც გინდა უპასუხე, მაინც დაგბლოკავს. გეტყვის, რომ დაგიკავშირდებიან, მაგრამ არავინ არ დაგიკავშირდება.
თუმცა, არის საოცარი გამოსავალი, მაგალითად უნდა უთხრა: "იცით ისე მიყვარს მუშაობა, ისეთი ყოჩაღი ვარ, წარმოიდგინეთ ხელფასის გარეშეც შემიძლია 24 საათი ამ ოფისში ვიჯდე და ამ კომპანიის მომავალზე ვიფიქრო!", - ოღონდ ეს დამაჯერებლად უნდა უთხრა.
ან თუ კაცი ხარ და ეიჩარი ქალია კეკლუცობა დაუწყე, ეგრევე აგიყვანს სამსახურში.
თუ ლამაზი ქალი ხარ და ეიჩარიც ქალია, მაშინ ელაქუცე და არ აგრძნობინო, რომ თავს ლამაზად თვლი. ქალები შურიანები არიან და მაინც დაგბლოკავს. რა ვიცი, იქნებ, სასწაული მოხდეს და აგიყვანოს.
ისე, კი ძალიან ბევრი შანსი გაქვს, რომ გასაუბრება გაიარო თუ ლაქუცობის და მლიქვნელობის ოსტატი ხარ.
დაიმახსოვრე, ეიჩარს არ აინტერესებს, შენი ნიჭი და ცოდნა, მისი მიზანია, სამსახურში აიყვანოს მაქსიმალურად თავმდაბალი, უამბიციო, მორჩილი თანამშრომელი, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ სვამს. ასეთი თუ არ ხარ ძალიან გაგიჭირდება!
ლინკდინზე ერთი ქალი ეიჩარის პოსტი წავიკითხე სადაც წერდა, რომ "ძალიან ნიჭიერი და ყოჩარი გოგო არ ავიყვანე სამსახურში, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან თავდაჯერებული იყოო". ანუ, ხალხს აღიზიანებთ თავდაჯერებული ადამაიანები.
ხომ ხვდებით რა სამწუხაროა, რომ ჩვენი უნარებით და ცოდნით კი არა, თავმდაბლობით და მორჩილებით უნდა მოვეწონოთ დაკომპლექსებულ ეიჩარებს ან მენეჯერებს!
ამიტომ აღარ გიკავშირდებიან მეგობრებო.





















