Sunday, 12 August 2012

მასობრივი იდიოტიზმი


With fame I become more and more stupid,
which of course is a very common phenomenon. 
Albert Einstein (1879 - 1955)

თქვენი აზრით, რა ჭკუის პატრონია ბრუნეის სულთანი რომელმაც თავის ტუალეტებში ოქროს უნიტაზები დაამონტაჟებინა? ან რატომ გადაწყვიტა, რომ მისი ტრაკი განსაკუთრებულია? 

ან ზრდასრული ქალი რა ჭკუის პატრონი უნდა იყო, რომ ოპერაციები გაიკეთო მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლივუდის რომელიმე ვარსკლავის კლონი და კარიკატურა იყო? 

პოპულარული ჟურნალები ვარსკვლავების და მათი შვილების ფოტოებისთვის რატომ იხდიან მილიონებს, თითქოს ისინი ღვთის შვილები ყოფილიყვნენ? 

იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ჩლუნგები, რომლებიც რონალდუს შარდს და კარდაშიანის ტრაკს აღმერთებენ.

ინდოეთში თურმე ბოლივუდის ვარსკვლავების სახლებთან 200-300 ათასი ადამიანი იკრიბება და საათობით მათი კუმირის გამოჩენას ელოდება. ევროპაში და ამერიკაში უამრავი ადამიანი ნებისმიერ ამინდში საათობით ელოდება, თუ როგორ გაივლის წითელ ხალიჩაზე რომელიმე ვარსკვლავი. ნახევარწუთიან სარეკლამო რგოლებში გამოჩენითვის "ვარსკვლავები" მილიონობით დოლარს იღებენ, იმიტომ, რომ იმ რეკლამაში ანჯელინა ჯოლის, ირინა შეიკის ან დევიდ ბექჰემის „ღვთაებრივი“ პერსონის გამოჩენის შემდეგ, რეკლამირებული პროდუქციის მიმართ გამოყლევებული ხალხის ინტერესი გაიზრდება. 

ბიზნეს-სამყარო ხალხის იდიოტიზმის ხარჯზე არსებობს. იდიოტები რომ არა, ბევრი პროდუქცია არ გაიყიდებოდა. 

არსებობენ ჭკვიანები, რომლებმაც იციან როგორ მოახდინონ დებილი მასებით მანიპულირება. 

შეიძლება, რომელიმე მსახიობი ან მომღერალი მოგწონდეს, წახვიდე მის კონცერტზე. ჯანდაბას, კონცერტის ბილეთზე უდიდესი თანხაც გადაიხადო, მაგრამ მათი გაღმერთება/გაფეტიშება უკვე დეგენერატობის და ფსიქიკური აშლილობის ნიშანია

ელიზაბეთ ტეილორის ან მერლინ მონროს პირად ნივთებს აუქციონებზე საშინელი ფასები აქვთ, ვიღაცა კოლექციონერები მათ შესაძენად დიდ თანხებს იხდიან. ნეტავ რა ჯანდაბაში სჭირდებათ? რომ მოკვდებიან თავიანთ კუბოში მოათავსებინებენ? 

                                
და ეს ხდება მაშინ, როდესაც შიმშილისგან მილიონობით ბავშვი იღუპება. ჩვენ მშვიდად ვუყურებთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები ეგოისტი ადამიანების ხუშტურებზე და პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე. 

ან თუნდაც, რაში გვჭირდება ღმერთები და მეფეები, დედოფლები ან ბელადები?

ერთი პერიოდი ინგლისის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აღარ შეინახავდა მუქთაქორა სამეფო ოჯახს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე. სწორედ ამიტომ მოაწყვეს პრინც უილიამის ქორწილის სპექტაკლი, რომ უხეირო სამეფო კარისკენ ხალხის ყურადღება მიიპყრონ. ელიზაბეთი რომ მოკვდება დარწმუნებული ვარ, "სამეფო კარის ღვთაებრივობაც" მორჩება! ინგლისი მუქთაქორა სამეფო ოჯახის მოშორებას ცდილობს, ჩვენთან კი, ხელოვნურ სამეფოს, მონარქიას ქმნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისს მიბაძონ.

სანამ  ჩვენ დებილები ვიქნებით, სამყაროც უსამართლო იქნება. 

ყოველთვის იქნებიან ჭკვიანები, რომლებიც ხალხის მანიპულირებით გამდიდრდებიან. 

ახლა თუ გნებავთ "მასონები", თუ გნებავთ "გასტონები" უწოდე, რა მნიშვნელობა აქვს რა "ჯანდაბოსონები" არიან? 

თავმოყვარე, ჭკვიანი ადამიანი არ გახდება მანიპულაციის მსხვერპლი და არავის არ მისცემს თავის გაბრიყვების უფლებას. მას არ ეყოლება კუმირი და არავის არ გააფეტიშებს. თავმოყვარე ადამიანი არ ემხრობა სხვების აზრს! 

შენ თუ შეგიძლია გადაიხადო უზარმაზარი თანხა კაბაში, რომელიც მერლინ მონროს ან ანჯელინა ჯოლის ეცვა, ესეგი იდიოტი და ანჯელინას ქვედა საცვალი ხარ.

Saturday, 4 August 2012

პოლიტიკა = რელიგია, რელიგია = პოლიტიკა




Religion can never reform mankind because religion is slavery
Robert G. Ingersoll (1833 -1899)

დღეს უკვე შენც იცი, რომ რელიგია მასებით მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა და მისი მიზანი სულაც არ არის "ჩვენი გზააბნეული სულების გადარჩენა". 

რელიგია ოდითგანვე საზოგადოების "დაბალი ფენისთვის" წარმოადენდა სულიერ საყრდენს, "ძლიერნი ამა ქვეყნისა" კი, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის,  დებილი მასებით მანიპულირებისთვის იყენებდნენ. 

საზოგადოების მანიპულირებაში რელიგია პოლიტიკაზე უფრო ძლიერია და 
მას ხალხის ცნობიერებაზე ბევრად უფრო დესტრუქციული გავლენა აქვს ვიდრე პოლიტიკას. 

პოლიტიკაში ხომ მთავარი მიზანი პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებაა, აი რელიგიაშიც ზუსტად ისეთივე ბრძოლა მიმდინარეობს. და ხშირად ის უფრო მეტი სისასტიკით უსწორდება კონკურენტებს. რელიგიურ კონკურენციას პოლიტიკურ კონკურენციაზე უფრო აგრესიული, უფრო სასტიკი წესები აქვს. 

რაც თავი გვახსოვს, ეკლესიას არ უყვარს მეჩეთი, მეჩეთს არ უყვარს ეკლესია, სინაგოგა და ასე შემდეგ. დებილი ბრბო კი, თავისი ერთუჯრედიანული რწმენების გამო ერთმანეთს ხოცავს. 

ადამიანებში ყველაზე დიდ სიძულვილს სწორედ რელიგიური კონკურენცია აღვივებს. ამდენი ომი და უბედურება ზუსტად რელიგიების არსებობის გამო ხდება. 

რელიგია დღესაც ისეთივე აგრესიულია, როგორც ინკვიზიციის დროს იყო. ისევე, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იყო, როდესაც პაპი ურბანი ხალხის რწმენას პოლიტიკური ინტერვენციებისთვის იყენებდა. 

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ვითომ "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" მოძრაობები სწორედ აგრესიული რელიგიური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ ამბიციას რელიგიური შეფუთვა ჰქონდა. 

ქრისტეზე გადაღებულ ყველა ფილმში არის ეპიზოდები, სადაც ჯალათებმა იესოს ეკლის გვირგვინს უმზადებენ: "შენ მეფე ხარ? აი შენი გვირგვინიო!" იმიტომ, რომ მრავალრიცხოვანი მიმდევრების გამო, იერუსალიმის სამეფო კარი ქრისტეს "პოლიტიკურ კონკურენტად" მიიჩნევდა და სულ არ აინტერესებდა მისი ფილოსოფია და ქადაგებები. მას ბევრი მიმდევრები ჰყავდა და ეს საკმარისი, იყო მის მოსაშორებლად. იერუსალიმის ხელმწიფე მას პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევდა: ხალხი ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ "ღვთაებრივი უნარების" მქონე არაჩვეულებრივ "ზე-ადამიანს" დაუჯერებდა. ალბათ იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა რელიგია, როგორც მასებით მანიპულირების ძლიერი ბერკეტი. 

იგივე ხდებოდა აგრესიულ მუსულმანებთან: მე-6 საუკუნეში არაბეთში მუსლიმების "წმინდად" წოდებული ომი, სინამდვილეში ორ ნათესავურ კლანს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

ის "წმინდა ყურანი", რომლის შემადგენლობასაც, თურმე ციდან ანგელოზი კარნახობდა მუჰამედს, რომელმაც წერა კითხვა არ იცოდა, მაგრამ თურმე წერდა და ის ძველი სახარება, რომელიც იმ დროინდელი იერუსალიმის ამორალური ისტორიის ქრონოლოგიაა, სამწუხაროდ, არავის წაუკითხავს. რომ ვეკითხები არავის არ წაუკითხავს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ იქ ღმერთია! 

არადა, რომ მოიცალოთ და წაიკითხოთ ყველა რელიგიური წიგნი, გარანტიას გაძლევთ, რომ აღარ იქნებით უჭკუო არსებები. 

ზოგადად, უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და მათი თაყვანისცემა, მაგრამ ძველი ადამიანები ხომ პრიმიტიულები იყვენენ და ყველაფრის სჯეროდათ და თქვენ რა გჭირთ 21-ე საუკუნეში, როცა ყველა უთოდან ინფორმაცია ისმის? იქნებ დროა საჯდომით კი არა, თვინით იაზროვნოთ?

ჯვაროსნული ლაშქრობა - "წმინდა საფლავის დასაბრუნებლად" გაჩაღებული ომი.  პაპი ურბანის "ბრწყინვალე", თუმცა წარუმატებელი პოლიტიკური სვლა

რადიკალი მუსლიმები

ამბიციური ბუდისტები
ბუდისტებისგან დევნილი მუსლიმები, მიანმა