Monday, 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს ასეთი ფრაზა წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს რამე ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა. აშაკარა იყო, რომ
 ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა.

შევხედე მის (43 წლისთვის ძალიან ადრე) გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს (თუ ღაბაბს) და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი ამოწურა", დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და წასულ ახალგაზრდობას მისტირის. 

"ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე სილამაზე არ არის მთავარი ამ ცხოვრებაში. რომ, ოჯახი, ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. დაბერებული, დამჭკნარი, ჯანმრთელობა დაკარგული, მოუქნელი ქალი ბედნიერი ვერ იქნება. 

ცოლი,  "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. 

შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. ის ქმარი ტელეფონთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს/ვეღარ აქვს, "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს". 

ცოლი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი ქალიც აღარ ეყოლება. 

"იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაემართება. მისი თეორიები სიყვარულზე, ოჯახზე, "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას დაეჯახება. 

სარკეში ჩაიხედავს, გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, ახლა კი, გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. 

ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! 

მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები. 

აი იქ მთავრდება ქალის ბედნიერება. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ გრძნობს. როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას ხედავს და საკუთარი თავი აღარ მოსწონს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და ფეხზე მყარად დგას! 

ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება.