როგორ ფიქრობთ, რისგან ბოროტდება ადამიანი? გადატანილი სტრესისგან, ტრაგედიისგან? ააარა! ტრაგედიების გადატანაც და ცხოვრების გაგრძელებაც შეგვიძლია და ბევრმა დავრწმუნდით კიდევაც, რომ უბედურებების შედეგად ჭკუიდან არ ვიშლებით. გაბოროტების ნამდვილი მიზეზი განადგურებული თვითშეფასებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ბევრჯერ აგრძნობინეს, რომ არარაობა და "მეორეხარისხოვანი ნაგავია".
საღად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემის მქონე ადამიანი ვერ იქნება ბოროტი და მავნებელი. ანუ, მავნებლობა ფსიქიკური ტრავმის შედეგია. თავიდან ყველა ადამიანი კომპლექსების გარეშე იბადება. მისი დაკომპლექსების და ჩაგრვის პროცესი მერე იწყება, როცა ხან მშობლები და ხან გარშემო მყოფები ცნობიერად და ქვეცნობიერად, არწმუნებენ, რომ უმნიშვნელოა და არარაობაა.
ადამიანს გარშემომყოფების სჯერა და „აღიარებს“, რომ არარაობაა და აღარც ცდილობს ამ შეფასებას თავი დააღწიოს. ის სამუდამო განაჩენივით ეგუება და მართლა არარაობა ხდება. მერე სხვებს ბაძავს და გარშემომყოფების უსახური აჩრდილი
ხდება. თუმცა, ზოგი მაინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ არარაობა არაა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ლამობს, რომელსაც „სხვების
აზრი“ ჰქვია. არარაობებად
არ იბადებიან. ეს ჩვენი არჩევანია ვინ ვიქნებით - ადამიანი თუ ინფუზურია-ქალამანა.
თუ არ დაიბადე ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი, მაინც შეგიძლია
მომავალში გახდე ლამაზიც, ძლიერიც და მდიდარიც. მთავარია არ გაბოროტდე იმ ადამიანების გამო, რომლებმაც
დაგაჯერეს, რომ ნაგავი ხარ და ეს წყენა სიცოცხლის ბოლომდე გულში არ ატარო. მთავარია საკუთარ თავზე იმუშავო და მიკრობების კეტოგორიაში არ გადახვიდე.
ვინ
არის ინფუზორია-მიკრობი? - ის, ვინც დაუჯერა სხვებს და შეეგუა "სიმართლე" რომ არარაობაა და ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და გაბოროტდა. გაბოროტდა და სხვისი ბედნიერების შურს. სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს წერს და ცდილობს სხვებსაც გული ატკინოს. მისი ერთადერთი
ფუნქცია და ჰობი სხვების კრიტიკა, გამწარება და წუწუნია. ის თავის
შხამს ინტერნეტ-სივრცეში აფრქვევს და ჯანმრთელ ადამიანებსაც უშლის ნერვებს.
ინტერნეტი შეუზღუდავია და ნებისმიერ ინფუზორია-მიკრობს "აზრის“ გამოხატვის საშუალებას აძლევს. დაუბანელი, სუნიანი არსება, რომელსაც კვირაში ერთხელ თავის დაბანა სუპერ სისუფთავე ჰგონია, ძეხვის სუნიანი თითებით კლავიატურაზე სისულეებს ბეჭდავს. ცუდს წერს ყველაზე და ყველაფერზე. არასოდეს არაფერი არ მოსწონს. ლანძღავს კარგსაც და ცუდსაც. ყველაფერზე მხოლოდ უარყოფით კომენტარებს წერს და იგინება.
მოცლილ არარაობას ხუთი ფეიკ გვერდი აქვს და იქიდან ანთხევს ბოღმას. ასეთი *ლე გააზიარებს ვიღაცის პოსტს და თავის *ლე სამეგობროსთან ერთან ლანძღავს ავტორს, რომელსაც არც კი, იცნობს. ასეთ სირებს ეს „გამოხატვის თავისუფლება“ ჰგონიათ. შენ ნუ იქნები ასეთი გაბოროტებული ინფუზორია-ნაგავი!
No comments:
Post a Comment