Tuesday 30 August 2016

მავნებელი Cinderella!


ამ ზღაპართან გაცნობის ასაკიდან თითქმის ყველა ოჯახში იზრდება პატარა კონკია, რომელიც მდიდარ პრინცზე ოცნებობს და ელოდება. 

ელოდება მანამდე, სანამ ბოლოს, ცხოვრებისგან დაღლილი, იმედგაცრუებული და გაცვეთილი, მიხვდება, რომ პრინცები კონკიებზე არ ქორწინდებიან და იმისთვის, რომ პრინცს გაჰყვე ცოლად, მხოლოდ ლამაზი კაბა არაა საკმარისი; 

კონკია საკმაოდ მავნებელი ზღაპარია და ამ ზღაპრიდან იზრდებიან პატარა მუქთაქორა "პრინცესები", რომლებიც მილიონერ-ქმრებზე ოცნებობენ და არაფერს აკეთებენ. 

„აი, გაჰყვება ცოლად მდიდარ კაცს და იქნება „კნეინასავით“ - ასე ახალისებენ დედიკოებიც თავიანთ პრინცესებს. 

ასეთ პრინცესებს ცხადია არაფრის კეთების სურვილიც არ აქვთ, 11-წლიდან გლამურზე ოცნებობენ. 

ერთერთი ლეგენდის თანახმად, მოდელი ნატალია ვოდიანოვა თურმე ბაზარში კარტოფილს ყიდდა, შემდეგ უცებ სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავი გახდა და მერე ინგლისელ ლორდს გაჰყვა ცოლად. 

ლამაზი ზრაპარია, ხო? ოღონდ, ის ნაწილი, თუ როგორ დადიოდა ნატალია დებილურ კასტინგებზე, ღამის ტუსოვკებზე და რამდენი „ღამის პრინცი“ გამოცვალა მანამდე სანამ თავის გეი და ლოთ ლორდს გაჰყვებოდა ცოლად, ზღაპრიდან ამოღებულია.

მეორე ზღაპარი: თურმე ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდხენი მოდის აგენტებმა მაკ-დონალდსში აღმოაჩინეს და ის მაშინვე Vogue-ს გარეკანზე აღმოჩნდა. იმ ნაწილზე, თუ რამდენი „პრინცი“ გამოიარა მანამდე არაფერია ნათქვამი.

"პრინცესებს" სჯერათ ზღაპრების და მსგავსი არარეალური ისტორიები მოჰყავთ ხოლმე მაგალითად.

კეთილი ფერიების და პრინცების მოლოდინში გოგონები ცხოვრების საუკეთესო წლებს კარგავენ. 

იმას, რომ შენი კეთილი ფერია თვითონ უნდა იყო და თავად იზრუნო კაბებზეც, გარეგნობაზეც და პრინცესას ეტლზეც, მათ არავინ ასწავლის.

არც იმას ასწავლიან, რომ ნამდვილი პრინცესა ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა და არა ლამაზ კაბაში ჩაკვეხილი კუკუნა. 

მე კი, მთელი ბავშვობა მხოლოდ იმიტომ მძულდა კონკია, რომ თავისი დედინაცვალი და ავი დები თმებით არ ათრია! სულ ვფიქრობდი, რომ ეს საცოდავი არსება ვერ იქნებოდა ჩემთვის იდეალი. აი პეპი გრძელიწინდა სულ სხვა საქმეა! 

ჩემი პეპპილოტა!!

Tuesday 16 August 2016

ტანი - ქალღმერთი, სახე - ბებერი თხა

სხეულს ფიტნესებით და დიეტებით უშველი, მაგრამ სახე ისეთი ოხერია, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ მთელი შენი არსი, ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრება სიფათზე გაწერია.

შინაგანად თუ იხრწნი და იტანჯები, ეს სახის კანზე და გამომეტყველებაზე გეტყობა.

...

ზაფხულია.  ჩემს წინ ქალი დგას ზურგით. 

მოხდენილია, გარუჯული, გრძელი შავი თმებით. ლამაზი თეთრი კაბა აცვია. 

ლამაზ სილუეტს მაინც ეტყობა, რომ სადღაც 40 -45 წლისაა. 

აჰა! მონიკა ბელუჩის, მაკა ასათიანის და მეგან ფოქსის mix-სი წარმოვიდგინე და მოუთმენლად ველოდები, როდის მოტრიალდება. 
და აი, როგორც იქნა, "ქალღმერთის" სახეს ვხედავ... 

ჯერ მისი ალბათ ოდესღაც ლამაზი თვალების ქვეშ მუქი ფერის უსიამოვნო შეშუპებებს ვხედავ, მერე პირის გარშემო ნაოჭებს, გამომშრალ კანს, დატანჯულ გამომეტყველებას, დაღლილ მზერას, რომელშიც იმედგაცრუება და რაღაცნაირი გულგრილობა იკითხება. 
აღფრთოვანების ნაცვლად უცებ სიბრალული ვიგრძენი. 

არა. ეს არ იყო ქალღმერთი. ეს იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ მოხდენილი სხეულით, რუჯით და მოკლე კაბით ავტომატურად ახალგაზრდა გოგოშკა იქნება. 
ჩანს, რომ ფიტნესიც ამ ქალის სხეულისთვის უცხო არაა. 

ეტყობა, რომ კარგა ხანს დაუღალავად შრომობდა ფიტნეს-დარბაზში და ახლა „პლიაჟზე“ შედეგების დემონსტრირების დროა. ხომ უნდა აჩვენოს პატარა შაურმისტ-ფასტფუდა გოგოებს, რა არის მაგარი ქალი! მაგრამ, ეტყობა მთელი ყურადღება მხოლოდ სხეულზე ჰქონდა კონცენტრირებული და სახე დაავიწყდა. 

ფასტფუდებს დიდი ხანია არ ჭამს, მაგრამ დილას ყავით და სიგარეტით იწყებს. იმიტომ, რომ "საბედისწერო ქალი" ყავის, სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი ჰგონია. 
ფიტნესი კარგიაო, მაგრამ "ბავშვი კი არ ვარ დილა რძით და ვაშლის წვენით დავიწყოო". და საერთოდ, "ყავა და სიგარეტი ძალიან სექსუალურიაო". 

ჰო და, 40 წელს რომ გასცდება ჩვენი "სვეტკი" გოგოს შეშუპებული სახე შარშანდელ კართოფილს ემსგავსება.

ფიტნესი აღარ შველის. ტანი მოხდენილი აქვს, მაგრამ სახე მაინც ბებერია. იმიტომ, რომ სპორტ-დარბაზში ძალიან გვიან, უკვე ასეთი სიფათით მივიდა. იმიტომ, რომ ფიტნესი მანამდე უნდა დაიწყო, სანამ ბებერი თხის სიფათის პატრონი გახდები.

იმიტომ, რომ მავნე ჩვევების მავნებლობა მითი არაა - მწარე რეალობაა.

იმიტომ, რომ სტრესი, ნერვი, ბოღმა, შური, სასოწარკვეთილობა, იმედგაცრუება და ყველა ნეგატივი სახის ნაკვთების ყველა უჯრედში ისე მყარად ჯდება, რომ იმ სახის გასაკეთილშობილებლად ალბათ თვით ბუდდა დასჭირდება..