Monday 16 May 2016

ცხოვრება ქვემძრომობის გარეშე


რა შეიცვლვლება შენს ცხოვრებაში თუ აბსოლუტურად ყველანაირ ქვემძრომობას და ლაქუცობას შეწყვეტ? 

რას დაკარგავ?  სამსახურს? :)) გარშემომყოფთა „სიყვარულს და პატივისცემას“?

დიახ მართალი ხარ! შენ, ყველაფერს დაკარგავ, იმიტომ, რომ "პოდხალიმაჟის" გარეშე არაფერი ხარ, ნული ხარ!

იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება მლიქვნელობაზე და ლაქუცობაზეა აწყობილი და ქვემძრომები, ქვეშაფსიები და ლაქუცები თუ არ იქნებიან, მართლაც ბევრ რამეს დაკარგავენ. 

შეუცვლელი ხომ არავინ არის და შენნაირი ე.წ.„პროფესიაონალი“ თანამშრომელი ყველგან ყრია. რით განსხვავდები მაგალითად სხვა საშუალოსტატისტიკური ჟურნალისტისგან, იურისტისგან, პიარ-მენეჯერესიგან, ფოტოგრაფისგან? არც არაფრით! ჩვეულებრივი უსახური აჩრდილი და სამსახურის უფროსობისთვის მხოლოდ სტატისტიკა ხარ. შენ გაგიშვებს და ორ დღეში სხვას აიყვანს. ისევე, როგორც მას გაუშვებენ და შენ მერე სხვა უფროსს შეუძვრები! 

ჰო და, ასეთ მოცემულობაში, ოსტატური „პოდხალიმაჟი“, ლაქუცობა - ბრძოლაა გადარჩენისთვის. იჯექი და ტრაქში ძვრომის ხელოვნება დაამუღამე :) 

ჯერ მინიმუმიდან დაიწყე: "ზემდგომ პირებს" ყველა გამოყლევებული დებილური ფოტო "დაულაიქე", "დაუგულე", "დაუკომენტე" - "ვაუ რა ლამაზი, რა მაგარი ხარო"!

იძულებული ხარ ასე მოიქცე. იძულებული ხარ იყო ლაქუცი. საქმეს სჭირდება ასე. როგორც იტყვიან: „Не подмажешь, не поедешь.

კარგად შესრულებულ ქვემძრომობას შედეგი აუცილებლად ექნება. შენი უფროსი დაიჯერებს რომ მაგარი გოგო ან მაგარი ბიჭია. ინსტინქტურად კი ხვდება, რომ,  ჩვეულებრივი კინკილა ადამიანია, მაგრამ დროებით, დიდი სიამოვნებით დაიჯერებს,  სანამ "პოზაშია" :))) იმიტომ, რომ ადამიანების ეგო ძალიან საცოდავია და უყვართ მლიქვნელობა და მლიქვნელები.

ვხედავდი, როგორ „დამაჯერებლად“ ეტენებოდნენ თანამშრომლები თავიანთ უფროსებს. ზოგი როგორ ლამაზად უმზადებდა ყავებს ან სხვა სათოხლაოებს და მერე ჩინური რესტორნის ოფიციანტის შემართებით მიართმევდაროგორ „თბილად“ არქმევდნენ მოფერებით მეტსახელებს და მერე „დიდი სიყვარულით“ მიმართავდნენ იმ მეტსახელებით. როგორ ოსტატურად თავს უქნევდნენ უფროსის ნათქვამ სისულელეებს და უმაკიაჟო, დაღლილი ვირთხის სიფათზეც წერდნენ: „ვაუ, რა ლამაზი ხარ“. მანამდე, სანამ ახალი უფროსი დაინიშნებოდა. 

ასეთი ჯაფის წყალობით ინარჩუნებდნენ თავიანთ არაფრის მაქნის ტრაკებს სამსახურში. სწორედ ასეთი "ნიჭის" წყალობით, სამხახურში თანამშრომლების ტოტალური გაშვებების ფონზეც კი, თითო-ოროლა სუპერ-ქვემძრომი მუდამ ინარჩუნებდა სამსახურს.

ქვემძრომობა ჭრის. რა თქმა უნდა, მლიქვნელობის საწყალი ობიექტი, რომელსაც ასე შემართებით „უძვრები“, ყველაფერს ყლაპავს. შენ მას აქებ, მას კი ჰგონია, რომ მართლა მაგარი გოგო/ან ბიჭია. რა ჰქნას, უნდა რომ ასე ეგონოს/ასე იყოს. რაღაც მომენტში ავიწყდება საწყალს, რომ თანამდებობიდან თუ გაუშვებენ, პირველები სწორედ ის ქვემძრომები აქვევენ ზურგს და შეწყვეტენ გამარჯობის თქმას!

და შენც, ქვემძრომობას, როგორც „ჯუნგლებში გადარჩენის“ ხერხს იყენებ და გეპატიება კიდევაც. სხვა რა გზა გაქვს? რისი პროფესიონალი ხარ? რა ნიჭი გაქვს?  ვის რაში სჭირდები აბა? 

გონია, რომ ძალიან დამღლელია პოდხალიმობა! არაა, ლაქუცებო? :)