საკუთარი თავის მიმართ ანტიპატიით არავინ არ იბადება. ეს გრძნობა მოგვიანებით, გარშემომყოფების "დახმარებით" ყალიბდება.
ჯერ მეექვსე კლასში, უზრდელი კლასელი გეუბნება "რას ჰგავხარ", დიდი ცხვირი/პირი ან თავი გაქვს და საერთოდ, ყურშა და მუდო ხარ.
მერე მშობელი გეუბნება, რომ "აგერ მეზობელ ნანიკოს შვილი" პიანინოზე რა მაგრად უკრავს და იტალიურად ლაპარაკობს, შენ კი უნიჭო ხარ.
რამდენიმე წლის შემდეგ, მშობელი ისევ გემდურის: ნანიკო დეიდას შვილი "კარგ ბიჭზე" გათხოვდა, შენ კი, წესიერს არავის უნდიხარ..
"აგერ, მეზობლის ვაჟმა სამედიცინოზე ჩააბარა, ცნობილი ქირურგი გახდება", "შენ კი, არაფრის მაქნისი და უნიჭო ხარ"!
მერე "კეთილი" მეგობრები გამცნობენ, რომ გოგო, რომელიც მოგწონს, ვიღაცის დაბადების დღეზე შენზე ძალიან ცუდად ღადაობდა.
მერე, (თუ გოგო ხარ) შენი შეყვარებული სოციალურ ქსელში მეგან ფოქსის ან ემილი რატაჟკოვსკის ბიკინიან ფოტოს პოსტავს და ირიბი, თუ პირდაპირი ტექსტით "გაცნობებს" რომ შენ კი არა, ის არის მისი ოცნების ქალი! შენ კი, დიეტებზე ზიხარ, საკუთარი თავი გეზიზღება და ცხვირის ოპერაციაზე ოცნებობ.
გარშემომყოფები ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, დეგენერატობის ან ბოღმის და შურის გამო შენს გაბანძებას ცდილობენ და კარგს არაფერს გეუბნებიან. შენც სხვა რა გზა გრჩება, ბოლოს იჯერებ, რომ უნიჭო არარაობა ხარ.
საერთოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს ახლობლებში და მეგობრებში, რომ ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანად ჩამოყალიბდე. განსაკუთრებით კი, მეგობრებში უნდა გაგიმართლოს, რადგან სწორედ მათ ვითომ მეგობრულ "შეფასებებს" და რჩევებს შეუძლია სერიოზული კომპლექსები გაგიჩინოს.
საერთოდ, ძალიან უნდა გაგიმართლოს ახლობლებში და მეგობრებში, რომ ნორმალური თვითშეფასების მქონე ადამიანად ჩამოყალიბდე. განსაკუთრებით კი, მეგობრებში უნდა გაგიმართლოს, რადგან სწორედ მათ ვითომ მეგობრულ "შეფასებებს" და რჩევებს შეუძლია სერიოზული კომპლექსები გაგიჩინოს.
ძალიან ბევრ მშვენიერ მოზარდ გოგოს ჰგონია, რომ შეუხედავია, იმიტომ, რომ გარშემომყოფები ასე აგრძნობინებენ და პირიქით, ძალიან ხშირად, არც ისე ლამაზი გოგო, საკმაოდ თავდაჯერებულია და სულაც არ იხრჩობა კომპლექსებში, იმიტომ, რომ დედიკო და დაქალები სულ ეფერებიან.
ასე იწყება თვითშეფასების ჩამოყალიბების ამბავი და თუ ჭკვიანი ხარ, ადრე თუ გვიან გაუმკლავდები ამ ზეწოლას, საკუთარ თავზე იმუშავებ და კომპლექსები აღარ შეგაწუხებენ. თუ არ ხარ ჭკვიანი ან დროზე ვერ გიშველეს, მაშინ საკუთარი თავით და ყველაფრით უკმაყოფილო დეპრესიულ არსებად ჩამოყალიბდები.
"აუ, მე ვერცერთ ჩემ ვიდეოს და ფოტოს ვერ ვუყურებ, არ მომწონს", - მითხრა 20 წლის გოგომ. სიმპატიური იყო და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე ამ ასაკში ნორმალურია, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს და გინდა, რომ სარკეში "ვიქტორია სიკრეტის" ქენდის სვეინდოპულსს ხედავდე. ალბათ, გაუვლის..
მაგრამ მეორე, საშუალო ასაკის ქალის "აღსარებამ" მართლა შემაღონა:
რომ ჰკითხო, ვითომ თავმოყვარეობაც და თვითშეფასებაც არ აკლაით. აბა რა, ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ სინამდვილეში გეზიზღება საკუთარი თავი, გარეგნობა და ცხოვრება.
"მე საკუთარი ხმა და საერთოდ ყველაფერი მეზიზღება. თავიდან ბოლომდე საკუთარი თავი მეზიზღებაო" .
შევხედე ქალს. ნორმალური ქალია, ცოტა მოსუქებული, შესაძლოა თავის დროზე ლამაზიც იყო.
"არასწორად ფიქრობთ" - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე პასუხად.
"ნეტავ რომელმა არაკაცმა ჩაგაფურთხა სულში" მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტია, რომ ქალის ასეთი სულიერი მდგომარეობა ისევ ადამიანის არაადამიანურობის შედეგია.
საერთოდ, ქალიან-კაციანად, ადამიანების უმრავლესობას დაახლოებით ასეთი თვითშეფასება აქვს. რა თქმა უნდა, ამას მალავენ და სელფებიდან ვითომ უდარდელად იკრიჭებიან, მაგრამ მაინც ძალიან ეტყობათ, რომ სინამდვილეში ძალიან, ძალიან არ მოსწონთ საკუთარი თავები."ნეტავ რომელმა არაკაცმა ჩაგაფურთხა სულში" მინდოდა მეკითხა, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტია, რომ ქალის ასეთი სულიერი მდგომარეობა ისევ ადამიანის არაადამიანურობის შედეგია.
რომ ჰკითხო, ვითომ თავმოყვარეობაც და თვითშეფასებაც არ აკლაით. აბა რა, ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ სინამდვილეში გეზიზღება საკუთარი თავი, გარეგნობა და ცხოვრება.
მომენტ, მართლებიც არიან, რა აქვთ მოსაწონი? ცხოვრებამ (თუ გარემომ) ეს ადამიანები ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ საკუთარი თავები ეზიზღებათ.
თავს არ უვლიან. ჯანსაღად არ იკვებებიან. არ ვარჯიშობენ. მთელი ცხოვრება მოუქნელი ინდაურებივით უაზროდ დაბაჯბაჯებენ, 24 საათი საჭმელზე ფიქრობენ და ერთადერთი ოცნება აქვთ, რომ როგორმე ძუნძგლიანი ხელფასები დაზოგონ და შვებულების იმ პერიოდში, "როცა ყველა სადღაცა მიდის", მალდივებში წავიდნენ, ქმართან ერთად იქაურ საოცარ თეთრ ქვიშაზე მოფსან და მერე ფეისბუკი ააჭრელონ: ანანო და მახო მალდივებში იყვნენ ხალხო!
მთელი სიამოვნება კი, მალდივებში გატარებულ დროში კი არა, იმის წარმოდგენაშია, რომ ოფისებში ყავის სმისგან გაყვითლებული კოლეგები იმ ფოტოებს ნახავენ და "შურით გასკდებიან".
მთელი სიამოვნება კი, მალდივებში გატარებულ დროში კი არა, იმის წარმოდგენაშია, რომ ოფისებში ყავის სმისგან გაყვითლებული კოლეგები იმ ფოტოებს ნახავენ და "შურით გასკდებიან".
ადამიანების დაბოღმების მიზეზიც, სწორად საკუთარი თავის მიმართ ზიზღია, რომელსაც ისინი მალავენ და უფრო ნევროტიკულები ხდებიან.
არადა, ხომ შეგიძლია, ისეთი იყო, როგორიც გინდა, რომ იყო? ეს ყველას შეუძლია.
უნიათო, უნებისყოფო, უაზრო ხარ, საკუთარ თავზე მუშაობა გეზარება, იმიტომ, რომ სტიმული და მოტივაცია არ გაქვს.
უნიათო, უნებისყოფო, უაზრო ხარ, საკუთარ თავზე მუშაობა გეზარება, იმიტომ, რომ სტიმული და მოტივაცია არ გაქვს.
მოტივაცია კი, იმიტომ არ გაქვს, რომ მოტივაცია შენ უნდა შეუქმნა საკუთარ თავს.
კი ბატონო, ძნელია კარგი განწყობის, ლამაზი ფიქრების და მოვლილი, ლამაზი გარეგნობის შენარჩუნება. კიდევ უფრო ძნელია საკუთარ თავზე მუშაობა. კარგი წიგნების კითხვაც დამღლელია ალბათ.
კი ბატონო, ძნელია კარგი განწყობის, ლამაზი ფიქრების და მოვლილი, ლამაზი გარეგნობის შენარჩუნება. კიდევ უფრო ძნელია საკუთარ თავზე მუშაობა. კარგი წიგნების კითხვაც დამღლელია ალბათ.
გაცილებით უფრო ადვილია ჭამა და ჭორაობა. უფრო სასიამოვნოა გემრიელად ჭამა, დივანზე წამოწოლა და რეალობას აცდენილი იდიოტური ფილმების ან "ჩემი ცოლის დაქალების ყურება.
ასეთი "დაღლილი ვირების" ლოგიკაა: მაინც მოკვდები კაცო, ჭამე, სვი და დივანზე დაეგდე რა!
რა ნაირად უნდა მიიყვანო თავი ისეთ კონდიციამდე, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი გეზიზღებოდეს? და თუ მიიყვანე იმ კონდიციამდე ესეგი ხარ კიდევაც საზიზღარი, იმიტომ, რომ სასიამოვნო ადამიანი გულისამრევად არ გამოიყურება.
იმიტომ, რომ დიახაც, სწორედ მოწესრიგებული გარეგნობაა ადამიანის სავიზიტო ბარათი. სწორედ გარეგნობაა მისი აზროვნების და ცხოვრების წესის ინდიკატორი. და აქ ცხვირის ფორმა ან მკერდის ზომა არ იგულისხმება. სილამაზე გაკეთებული ცხვირი და გამობერილი ტუჩები არ არის. სილამაზე - თავის მოვლას და ჯანმრთელობას გულისხმობს. საკუთარი ტრაკის ზომას თუ ვერ აკონტროლებ, სხვა რისი გამკონტროლებელი ხარ შენ?
იშვიათი გამონაკლისების გარდა, საზიზღარი და მახინჯი არავინ არ იბადება.
ეს მერე, არასწორად ჩამოყალიბებული აზროვნება და არასწორი ცხოვრების წესი ამახინჯებს ადამიანს.
No comments:
Post a Comment