Wednesday, 18 January 2017

რომელი ეროვნების ქალია ყველაზე ლამაზი?


თუ სათაურს დაუჯერე და მართლა ფიქრობ, რომ რომელიმე ეროვნების ქალები მასიურად სხვებზე ლამაზები არიან, ესეგი იდიოტი ხარ!

თუმცა რა შენი ბრალია, სოფი ლორენმა და მონიკა ბელუჩიმ "ჩაგინერგეს" მაგ ინფანტილურ თავში ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ყველა იტალიელი ქალი მონიკა ბელუჩი და სოფი ლორენია. კოკო შანელმა კი, დაგაჯერა, რომ ფრანგი ქალები ყველაზე ელეგანტურები არიან და Chanel-5-ით შარდავენ.

იმ გარემოში, სადაც მე ვიზრდებოდი, ჩემი შავი, ბანჯგვლიანი ნაცნობ-ნათესავები ღია ფერის თმის და თვალების მქონე ქალებს აღმერთებდნენ. აღარ მოსწონდათ თავიანთი „შავი" ქალები და ფრაზა "თეთრი გოგო" ჩვენთან ავტომატურად კომპლიმენტი იყო. ნებისმიერი ღია ფერის თმის მქონე ქალი კი, რომელიც აზერბაიჯანელს არ ჰგავდა, უკვე ავტომატურად „კრასავიცა“ იყო.

სკოლაშიც და უნივერსიტეტში, ყველა გოგო "ძალით ბლანდინკა" გახდა და ავტომატურად "ანჯელინა ჯოლი და ორნელა მუტი" იყო.

ამას წინათ, ერთი აზერბაიჯანელი ბიჭის სასოწარკვეთილი პოსტი ვნახე ფეისბუკზე. საწყალ ბიჭს სკანდინავიელი გოგოების ფოტო ჰქონდა გაზიარებული წარწერით: „ღმერთო, ჩვენთან მარნეულში ასეთები რატომ არ არიანო?“  



იტალიელ და ესპანელ 
შავგრემან კაცებსაც ქერა ქალები მოსწონთ. ანუ, მოთხოვნა იმაზეა, რაც დეფიციტშია.



სკანდინავიის უწარბ-უწამწამო ზღვის წავებს კი პირიქით, სამხრეთული ტიპის ბანჯგვლიანი კაცები მოსწონთ:) აქ მთავარი ფაქტორი კონტრასტია. ანუ, დეფიციტი. მთავარია განსხვავებული ტიპაჟი იყოს და ჩვენ არ გვგავდეს.

კავკასიელი ბანჯგვლიანი, ღიპიანი კაცები რუსი ქალების სილამაზეზე თხზავდნენ ლეგენდებს, იმიტომ, რომ მესამეხარისხოვან კაცებს მხოლოდ რუსი ქალები უწვებიან უფასოდ (ნორმალური რუსები კი არა, ალკაშების ოჯახში გაზრდილები). რუსი ქალების უმრავლესობა კაცების მიმართ ძალიან "კეთილია“. მათ არნახულ "სილამაზეზე" ლეგენდებიც აქედან მოდის.


შენი აზრით, ლონდონის, პარიზის, რომის, ფრანქფურტის ან ნიუ-იორკის ქუჩებში ათასობით მონიკები და სოფი ლორენები დადიან? იქ ბევრი შეგხვდა მასეთი? არა ხო? 

იმიტომ, რომ, სილამაზე ყველგან, ნებისმიერ ერში ერთნაირად იშვიათია. სილამაზე მასიური ვერ იქნება. სიმახინჯეა მასიური! 

ყველა ქვეყნის ქალების 60% მოუვლელია და ამ მწარე სიმართლეს არ უნდა იდიოტური კლასიფიცირება თუ რომელი ჯიში ჯობია - ფრანგები, ჩეჩნები, ოსები, რუსები და ა.შ.

მასიურად ლამაზი ერი არ არსებობს. სამაგიეროდ მასიურად დებილი ბრბო არსებობს, რომელსაც სერიოზულად ჰგონია, რომ რომელიმე ერი განსაკუთრებულად ლამაზია. 

აბა გისმენ, შენი აზრით, რომელი ერია ყველაზე ლამაზი?

Опять რუსები? თუ არა, დღეს უკრაინელებია მოდაში! 

                                        

No comments:

Post a Comment