ერთი ჩემი მეგობარი სულ წუწუნებდა, რომ მისი კოლეგა, ახალგაზრდა ბიჭი საშინლად ყარდა და მასთან ერთად ოთახში ჯდომა იმდენად უჭირდა, რომ კარ-ფანჯრებს ზამთარშიც ვერ კეტავდა. მორიდებული ბიჭია ეს ცემი მეგობარი და ვერც ეუბდებოდა: „წადი დაიბანე შენ კარგმოტ*ნულო“.
ერთ მშვენიერ დღეს კი, გახარებული ამბობდა, ის ბიჭი აღარ ყარსო და ამ სასწაულებრივი მეტამორფოზის მიზეზი კი, თურმე დაწესებულების პირველ სართულზე სხვა ოფისში მომუშავე გოგონა ყოფილა, რომელიც შენობაში მყოფ ყველა მამრთან კეკლუცობდა და ერთი-ორჯერ ამ ჩვენს სუნიან ბიჭსაც გაუღიმა.
იმ დღიდან სუნიანი ბიჭი ძალიან ხშირად გადიოდა ოთახიდან და აშაკარად უფრო ხშირად ბანაობდა. თუმცა, საუბედუროდ, „ბედნიერების სუნი“ დროებითი აღმოჩნდა. ის გოგო ვიღაც ცოლიან ტიპს გაეკიდა, სუნიანი ბიჭი კი, დეპრესიას დაუბრუნდა და ისევ აყროლდა.
„ამ შენს სუნიან კოლეგას სასწრაფოდ სხვა სიყვარული უნდა მოუძებნო, თორემ ბოთკინს ვერ აცდები“ - ვღადაობდით.
ერთი არანაკლებად მძიმე შემთხვევა მახსოვს: დეპრესიული-მემონტაჟე ბიჭი, თავისი ფიცხი და მურტალი ხასიათის გარდა საზოგადოებას კიდევ იმით გვსჯიდა, რომ საერთოდ არ ბანაობდა. მასთან მონტაჟის დროს ვოცნებობდით,
რომ მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ გაეხადა ის ქუდი და მისი 5 თვის წინ დაბანილი თავის საშინელი სუნი
ან გვეგრძნო. ყველა დუმდა. ნუ რა გინდა რომ თქვა? მემონტაჟე ყარს და მასთან არ ვიმუშავებს ვერ იტყოდი.
ტიპი სულ დეპრესიაში იყო. მისი ქრონიკული დეპრესიის მიზეზის ახსნასაც ვცდილობდით, იქნებ რამე სჭირს და იმიტომ არის სულ დეპრესიაში, მაგრამ როგორც დეპრესიისკენ მიდრეკილ ყველა ჩლუნგს, მასაც სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. ანუ დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში არ იყო. მგონი ერთ ადგილზე ჯდომისგან ემართებოდა ის მარაზმი. ნუ, უბრალოდ მუდო იყო რა. Унылое гавно..
Smelling bad, ანუ აყროლება
- ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზია. დიახ, ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი არ ყარს. სადმე, რამე თუ გიყარს, ესეგი უბედური მუტანტი ხარ.
ტიპი სულ დეპრესიაში იყო. მისი ქრონიკული დეპრესიის მიზეზის ახსნასაც ვცდილობდით, იქნებ რამე სჭირს და იმიტომ არის სულ დეპრესიაში, მაგრამ როგორც დეპრესიისკენ მიდრეკილ ყველა ჩლუნგს, მასაც სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. ანუ დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში არ იყო. მგონი ერთ ადგილზე ჯდომისგან ემართებოდა ის მარაზმი. ნუ, უბრალოდ მუდო იყო რა. Унылое гавно..
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, დედა რომ გარდაიცვალა 7 დღე ვერ შევედი აბაზანაში და 7 დღე ვერაფერს ვერ ვჭამდი, მაგრამ ეს ფსიქიკური შოკი მხოლოდ 7-10 დღე გაგრძელდა. მერე მოვედი აზრზე.
ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსაზღვრა სწორედ მისი არ დაბანვის სურვილით და სუნით არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტად ყარს, მით უფრო უბედური და საცოდავია.
წყალი მარტო დასალევად კი არ არის! ცივილიზაციის პირობებში, როცა წყლის ჭიდან ამოტანა აღარ გვიწევს, როგორ
შეიძლება, ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი, ნუ ჯანდაბას, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ
მაინც არ ბანაობდეს? შეიძლება ადამიანი საკუთარ სუნს ვერ გრძნობდეს, მაგრამ ლოგიკურადაც ვერ აზროვნებს? ორი კვირა თუ არ იბანავე ესეგი უკვე ყარხარ და გარეთ ნუ გადიხარ და გარშემომყოფებს ნუ აწუხებ სუნით რა.
ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი სისუფთავეს და სასიამოვნო არომატებს უნდა აფრქვევდეს.
მოკლედ, წადი იბანავე!
No comments:
Post a Comment